წავი ჩუკა (რუს. Бобрёнок Чука) — არკადი ხინთიბიძის საბავშვო ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია ვ. ფირცხალავას სცენარის მიხედვით 1953 წელს. არაერთხელ იყო გამოშვებული VHS-ისა და DVD-ზე. 1962 წელს წავი ჩუკას საფუძველზე გამოვიდა დიაფილმი.

წავი ჩუკა
ფილმის ტიპი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი არკადი ხინთიბიძე
გრიგორი ჩმუტოვი
სცენარისტი ვ. ფირცხალავა
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ოპერატორი ლიუბოვ კვალიაშვილი
სარა სპარსიაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1953 წელს
ხანგრძლივობა 10 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

სიუჟეტირედაქტირება

ერთხელ, ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, წავების ოჯახი უბედურებას გადაეყარა: წყალდიდობა, რომელიც გამოიწვია თავსხმამ დაანგრია კაშხალი, რომელიც მდინარეზე იყო აშენებული. შრომისმოყვარე წავებმა ახალ მშენებლობას მოკიდეს ხელი, თუმცა ერთი წავი სახელად ჩუკა, ზარმაცია და არ ისურვებს მეგობრებისთვის დახმარების გაწევას. შემდეგ მოთხრობილია ჩუკას თავგადასავლებზე, რომელიც ახალი მეგობრების ძიებაში ტყეში წასვლას გადაწყვიტავს. თავდაპირველად იგი გაიცნობს ციყვებს, შემდეგ — ზღარბებს. მთავარ გმირს მოუწევს მშიერი მელიისგან თავის გადარჩენა. ჩუკა მიხვდება, რომ გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ახლობლებთან ყოფნით. იგი დაბრუნდება და ყველასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ახალი კაშხლის მშენებლობაში.

შემქმნელებირედაქტირება

  • რეჟისორები — არკადი ხინთიბიძე, გრიგორი ჩმუტოვი
  • სცენარის ავტორი — ვ. ფირცხალავა
  • დამდგმელი მხატვარი — ბორის სტარიკოვსკი
  • მხატვარ-დეკორატორები: ო. ჯაფარიძე, ა. თოდრია, ე. ხაჩოიანი
  • მხატვარ-ანიმატორები: მ. ძაგანია, ნ. კილოსანიძე, კ. ნადირაძე, ი. მანჯგალაძე და სხვა
  • ხმის ოპერატორი — დავით ლომიძე
  • ასისტენტები — ს. ტოპუზისი, დ. ტარალაშვილი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება