ტერმინს „ბალეტმაისტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბალეტმაისტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბალეტმაისტერი (გერმ. Balletmeister) — საბალეტო სპექტაკლების, აგრეთვე საოპერო, საოპერეტო, დრამატული წარმოდგენების ქორეოგრაფიული ნაწილის ავტორი და დამდგმელი. ბალეტმაისტერი ქმნის ქორეოგრაფიულ მოძრაობათა ისეთ სისტემას, რომელიც მკაფიოდ ხსნის მხატვრულ სახეებსა და სპექტაკლის იდეას. XX საუკუნეში შეიქმნა „ბალეტმაისტერის“ სინონიმი — ქორეოგრაფი.

ლიტერატურა

რედაქტირება