დოდო აბაშიძის ქუჩა

დოდო აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია). დავით აღმაშენებლის გამზირიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. მას თავდაპირველად ფონის შესახვევს (დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე). შემდეგ კი ელექტრონის ქუჩა (აერთებდა ყოფილ პლეხანოვის პროსპექტზე გამავალ ტრამვაის ხაზს ქალაქის ტრამვაის ელექტროსადგურთან) ერქვა. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც ილია მეჩნიკოვის ქუჩა. 1990 წელს დავით (დოდო) აბაშიძის სახელი ეწოდა.

დოდო აბაშიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ფონის შესახვევი, ელექტრონის ქუჩა, მეჩნიკოვის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება