ნინო ანდრონიკაშვილი
ნინო დავითის ასული ანდრონიკაშვილი (დ. 15 ივნისი, 1900, გურჯაანი — გ. 21 ოქტომბერი, 1983, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მსახიობების ივანე (ვანიკო) აბაშიძის მეუღლე და დოდო აბაშიძის დედა.
ნინო ანდრონიკაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნინო ანდრონიკაშვილი |
დაბადების თარიღი | 15 ივნისი, 1900 |
გარდაცვალების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1983 (83 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი კახელი თავადის დავით ანდრონიკაშვილის ოჯახში. ნინოს დედა ჭავჭავაძის ქალი იყო. ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან.
1931 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდია და რუსთაველის თეატრში ჩაირიცხა. წარმატება მოუტანა ფატი მაჩუტაძის როლმა შალვა დადიანის პიესაში „ნაპერწკლიდან“. მისი მეუღლის რუსთაველის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მოღვაწეობდა ლანჩხუთის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფს. დიდი სამამულო ომის წლებში სათავეში ედგა საშეფო ბრიგადას. კონცერტებს მართავდა ჰოსპიტლებში, ჯარის ნაწილებში, ფაბრიკა-ქარხნებში, რისთვისაც მთავრობის ჯილდოები დაიმსახურა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 46, თბ., 1994