ბურთი და მოედანი
ბურთი და მოედანი — რეჟისორ გუგული მგელაძის 1961 წლის ფილმი. გადაღებულია ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობა „გულშემატკივარის“ მოტივების მიხედვით.
„ბურთი და მოედანი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ყარამან (გუგული) მგელაძე |
სცენარის ავტორი |
სულიკო ჟღენტი, ყარამან (გუგული) მგელაძე |
კომპოზიტორი | ფელიქს ღლონტი |
ხმის ოპერატორი | დავით ლომიძე |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი | რომან მახარაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1961 |
ხანგრძლივობა | 27 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ გულშემატკივარ ბუხჰალტერზე მოგვითხრობს, რომელიც მრავალ კურიოზულ, გაუგებრობით აღსავსე თავგადასავალში გაეხვევა, სანამ სასურველ მატჩზე მოხვდება.
როლებში
რედაქტირება- იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი)
- ვახტანგ ნინუა (გერონტი)
- გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ზოსიმე)
- დოდო აბაშიძე (გედეონი)
- ოთარ ზაუტაშვილი (გიორგი)
- ირაკლი ნიჟარაძე (სამსონი)