ფელიქს ღლონტი
ფელიქს (ფილიპ) პეტრეს ძე ღლონტი (დ. 8 ნოემბერი, 1927, ბათუმი, აჭარის ასსრ — გ. 29 აგვისტო, 2012, თბილისი) — ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988). სკკპ-ის წევრი 1964 წლიდან.
ფელიქს ღლონტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 ნოემბერი, 1927 ბათუმი |
გარდაცვალების თარიღი |
29 აგვისტო, 2012 (84 წლის) თბილისი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1927 წლის 8 ნოემბერს ბათუმში. 1950-1953 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ქრისტოფერ კუშნარევთან (კომპოზიცია). 1955 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორი იონა ტუსკია).
1973 წლიდან კი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრია, 1978 წლიდან — თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. ავტორია მრავალი მუსიკალური ნაწარმოების: ოპერების, ბალეტის, მრავალი ინსტრუმენტული (საფორტეპიანო, სავიოლინო, სავიოლონჩელო) კონცერტის, სიმებიანი კვარტეტების და სხვა. მუსიკას წერდა ასევე კინოფილმებისათვის.
პირველად კომპოზიტორის ნაწარმოები — საფორტეპიანო კონცერტი საზოგადოებისთვის 1954 წელს გახდა ცნობილი და შემოქმედს სახალხო აღიარება მოუტანა. საერთაშორისო ასპარეზზე პირველი წარმატება კი კომპოზიტორმა 1961 წელს, ბრიუსელში გამართულ კონცერტზე მოიპოვა, სადაც მისი „რომანტიკული სიმფონია“ შესრულდა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, აშშ-ის ფირმა Power Station-ის პრემია, საკავშირო პრემია, ბალეტისათვის „განთიადი“ (1967), პროკოფიევის სახელობის კომპოზიტორთა III საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1999).
შემოქმედება
რედაქტირება- 1970 — ოპერა „იბერიელები“
- 1976 — ოპერა „კლეოპატრა“
- 1967 — ბალეტი „განთიადი“
- 1980 — გმირული ორატორია „გალაკტიონი“
- 1953-1985 — 2 სიმებიანი კვარტეტი
- 1961-1984 — 10 სიმფონია
- 1957 — სიმფონიური ლექსი „საქართველოს ბედი“
- 1980 — კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის
- 1954 — კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
- 1976 — კონცერტი არფისა და ორკესტრისთვის
- 1966 — „ოდა რუსთაველს“ (სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისთვის, ვაჟა ფშაველას ლექსებზე დაფუძნებული)
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1961 — „ბურთი და მოედანი“
- 1962 — „ალავერდობა
- 1962 — „თეთრი ქალიშვილი“
- 1965 — „ჯილდო“
- 1965 — „მე ვხედავ მზეს“
- 1968 — „უსახელო უფლისციხელი“
- 1971 — „მყუდრო სავანე“
- 1977 — „სიცოცხლე ერმილეს“
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1979 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1988 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1992 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1999 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- Музыкальный энциклопедический словарь / коллектив авторов; гл. ред. Г. В. Келдыш. — М.: Советская энциклопедия, 1990. — 672 с. — 150 000 экз. — ISBN 5-85270-033-9.