ალექსანდრე ელერდაშვილი

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი

ალექსანდრე ელერდაშვილი (დ. 16 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 23 მაისი, 2021) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი.

ალექსანდრე ელერდაშვილი
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1956(1956-04-16)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 2021(2021-05-23) (65 წლის)
საქმიანობა პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით.

თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან იყო გაზეთ „ფანტაზიის“ და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. იყო მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში „უნივერსიტეტის გაზეთში“. თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, ფრანჩესკო პეტრარკას, უილიამ შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია. ქართველი პოეტები (ენციკლოპედია, 2021).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება