ამერიკული ტრაგედია

ამერიკული ტრაგედია (ინგლ. An American Tragedy) — ამერიკელი მწერლის, თეოდორ დრაიზერის რომანი. ჟურნალმა Time-მა რომანი სიაში "TIME 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923-დან 2005 წლამდე" შეიტანა.[1] 1998 წელს თანამედროვე ბიბლიოთეკამ "ამერიკული ტრაგედია" სიაში "მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი" მეთექვსმეტე ადგილზე დაასახელა.

„ამერიკული ტრაგედია“
An American Tragedy

პირველი გამოცემა, დაბეჭდილი ორ ტომად
ავტორი თეოდორ დრაიზერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი კრიმინალური
გამომცემელი Boni & Liveright
გამოცემის თარიღი 1925
მედია წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
გვერდი 880 (ხელახლა გამოცემა)
ISBN NA & ISBN 0-451-52465-9 (ხელახლა გამოცემა)

შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამბიციური, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდულად მოაზროვნე კლაიდ გრიფიტზი, რომელიც ღარიბი და რელიგიური მშობლების აღზრდილია და მას ქუჩის მისიონერულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ, მიისწრაფვის უკეთესის მიღწევისაკენ. მისი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ადგილობრივ სასტუმროში მეკორიდორედ იწყებს მუშაობას. ბიჭები, რომლებსაც ის აქ ხედავს, საზოგადოების უფრო მაღალ ფენაზე მყოფნი არიან, ვიდრე თავად, ისინი აცნობენ კლაიდს ალკოჰოლისა და პროსტიტუციის სამყაროს. კლაიდს მოსწონს თავისი ახალი ცხოვრების სტილი და აკეთებს ყველაფერს, რაც ძალუძს, რომ ჰორტენს ბრიგზის გული მოიგოს, მაგრამ კლაიდის ცხოვრება სამუდამოდ მაშინ იცვლება, როდესაც მოპარული მანქანა, რომლითაც ის მოგზაურობს, ახალგაზრდა ბავშვს კლავს. ის კანზას სიტიში მიდის და ჩიკაგოში ხანმოკლე დროით ყოფნის შემდეგ კვლავ იწყებს მუშაობას თავისი დიდი ხნის დავიწყებული მდიდარი ბიძის (რომელიც კლაიდს შემთხვევით ბედზე ხვდება) პიჯაკის საყელოების ქარხანაში, ლიკარგასში, ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი მის მიმართ გულგრილი რჩება და არ ცდილობს პირადი ურთიერთობის დათბობას ან მის სოციალურ საფეხურზე ასვლისათვის ხელშეწყობას, ის აძლევს კლაიდს სამუშაოს და მაშინვე მნიშვნელოვან თანამდებობაზე აწინაურებს ქარხანაში.

მიუხედავად იმისა, რომ კლაიდი ცდილობს ქალებთან ისე აღარ დაიჭიროს საქმე, როგორც ადრე, რამაც მისი კანზასური დაბლასვლა გამოიწვია, ის მაინც მოხიბლულია რობერტა ალდენით - ღარიბი და უმანკო ფერმის გოგონათი, რომელიც ქარხანაში მისი ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს. რობერტას ის უყვარდება. კლაიდს სიამოვნებს ეს საიდუმლო ურთიერთობა (რაც ქარხნის წესებს ეწინააღმდეგება) და მაშინვე ითანხმებს რობერტას, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს, ვიდრე სულ დაკარგოს, თუმცა კლაიდის ამბიცია ღატაკ რობერტასთან ქორწინებას გამორიცხავს. ამის მაგიერ ის ელეგანტურ სონდრა ფინჩლიზე ოცნებობს, რომელიც ადგილობრივი მდიდარი კაცის ქალიშვილი და მისი ბიძის ოჯახის მეგობარია.

მას შემდეგ, რაც კლაიდი უშედეგოდ შეეცდება რობერტას აბორტისათვის უზრუნველყოფას, რომელსაც მასზე დაქორწინების იმედი აქვს, მამაკაცის სონდრასთან ურთიერთობა უფრო ახლო ხდება, ხოლო მას შემდეგ, რაც ის იაზრებს, რომ მდიდარ გოგოზე დაქორწინების ჭეშმარტი შანსი მიეცა და ამავდროულად რობერტა იმუქრება, რომ მათ ურთიერთობას ფარდას ახდის, მაშინ კლაიდი სახავს გეგმას, რომ მოკლას რობერტა ისეთი გზით, რაც უბედურ შემთხვევას დაემსგავსება.

კლაიდს რობერტა დიდი ლოსის ტბაზე კანოეთი სასეირნოდ მიჰყავს, რითაც მოშორებულ ტერიტორიაზე გაცურავს. როდესაც კლაიდი ქალს თავიანთი ურთიერთობის დასასრულზე ესაუბრება, რობერტა მისკენ წამოიწევა, ხოლო მამაკაცი მას ფოტოაპარატით სახეში დაარტყამს, რითაც ქალს ანცვიფრებს და ნავსაც აყირავებს. რობერტა, რომელმაც ცურვა არ იცის, იხრჩობა, სანამ კლაიდი, რომელსაც მისი დახმარების სურვილი არ გააჩნია, ნაპირისაკენ მიცურავს. მონათხრობი მიზნობრივად ბუნდოვანია, მან ან ბოროტულად და მკვლელობის მიზნით იმოქმედა ან ქალს მხოლოდ ინსტინქტურად დაარტყა. გარემოებითი სამხილის კვალს მკვლელობისაკენ მივყავართ და ადგილობრივ ავტორიტეტებს ძლიერ სურთ, რომ დამატებით სამხილებზე დაყრდნობით, მსჯავრი სწორედ კლაიდს დასდონ. არათანამგრძნობი აუდიტორიის წინაშე გამართული სენსაციური სასამართლო პროცესის შემდეგ, მისი ბიძის მიერ დაქირავებული ორი ადვოკატის მძლავრი დაცვის მიუხედავად, კლაიდი დამნაშავედაა ცნობილი, შეფარდებული აქვს სასიკვდილო განაჩენი, რაც საბოლოოდ სისრულეშია მოყვანილი. ციხის სცენები და კლაიდსა და დედამისს შორის მიმოწერა თანამედროვე ლიტერატურაში არსებული პათოსის ნიმუშს წარმოადგენს.

ინსპირაცია

რედაქტირება

დრაიზერმა წიგნი სკანდალურად გახმაურებულ კრიმინალურ საქმეზე დააფუძნა. 1906 წლის 11 ივლისს კურორტის მფლობელებმა უპსტეიტ ნიუ-იორკში, დიდი ლოსის ტბაზე ამოტრიალებული ნავი და 20 წლის გრეის ბრაუნის ცხედარი იპოვეს. სასამართლოს წინაშე ჩესტერ ჯილეტი იქნა წარდგენილი, რომელიც ბრაუნის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ქალის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო. 1908 წელს ჯილეტის სასჯელი ელექტრონულ სკამზე შესრულდა.[2] მკვლელობის საქმემ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, როდესაც სასამართლოზე ბრაუნის მიერ ჯილეტისადმი მიწერილი სასიყვარულო წერილები წაიკითხეს. დრაიზერი საქმესთან დაკავშირებულ გაზეთიდან ამონაჭრებს რომანის დაწერამდე რამდენიმე წლის მანძილზე ინახავდა, რა დროსაც ის ამ საქმეს დაწვრილებით სწავლობდა. მან კლაიდ გრიფიტზის პერსონაჟი ჩესტერ ჯილეტზე დააფუძნა და მიზანმიმართულად მისცა იგივე ინიციალები - C. G.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

რომანი ხშირადაა მოხსენიებული კომენტარებში, ადაპტირებულია სხვადასხვა ფორმებით და მისი ძირითადი ფორმულა სხვა ნამუშევრების საფუძვლად იქნა აღებული:

  • პატრიკ კირნის მიერ ბროდვეის პირველი სასცენო ადაპტაციის პრემიერა ნიუ-იორკში, ლონგეკრის თეატრში 1926 წლის 11 ოქტომბერს შედგა.
  • 1920-იანი წლების ბოლოს სერგეი ეიზენშტეინმა სცენარი მოამზადა და როდესაც ის 1930 წელს ჰოლივუდში თავად იმყოფებოდა, იმედოვნებდა, რომ Paramount-ი ან ჩარლი ჩაპლინი გაუწევდნენ პროდიუსერობას.
  • 1929 წლის აპრილში დრაიზერი დათანხმდა, რომ გერმანელ რეჟისორ ერვინ პისკატორს "ამერიკული ტრაგედიის " სასცენო ვერსია დაედგა. პისკატორის სასცენო ადაპტაციის პრემიერა 1932 წლის აპრილში ვენაში გაიმართა, ხოლო მისი ამერიკული დებიუტი კი 1935 წლის აპრილში როუზ ველიში, ჰეჯეროუს თეატრში შედგა. პიესა ასევე 1936 წლის მარტში ლი სტრასბერგის მიერ იქნა დადგმული Group Theatre-ში და შემდეგ, 2010 წლის სექტემბერში კვლავ ჰეჯეროუს თეატრში.
  • დრაიზერმა ძლიერ დაგმო 1931 წლის კინო-ვერსია, რომელიც რეჟისორ ჯოზეფ ფონ სტერნბერგის მიერ იქნა გადაღებული და გამოცემული - Paramount-ის მიერ.
  • ძმები მარქსების 1932 წლის ფილმში "ცხენის ფრთები", გროუჩო მარქსი, რომელიც ქალთან ერთად ნავით სეირნობს, აღნიშნავს: "იცი, ეს ჩემი კანოეზე ყოფნის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც ამერიკული ტრაგედია ვნახე".
  • 1940-იან წლებში რომანის მიერ რადიო-კომედია "ჩვენი მის ბრუკსის" ეპიზოდი იქნა შთაგონებული. სერია რომელიც ცნობილია სახელით "შაბათ-კვირა კრისტალურ ტბაზე", ხოლო ხანდახან ისე, როგორც "ამერიკული ტრაგედია". ეპიზოდი ვითარდება გმირების გარშემო, რომლებიც ბიოლოგიის მასწავლებელ ფილიპ ბოიტონის (რომელიც კონი ბრუკსის კოლეგა და სასიყვარულო ინტერესია) გეგმებს არასწორად განმარტავენ. გმირები შიშობენ, რომ ამ მშვიდ უიკენდზე, რომელიც მათ თავიანთი ბოსოს განმარტოებულ ტბისპირა კურორტზე უნდა გაატარონ, ბოიტონი მის ბრუკსის მოკვლას აპირებს. ეს ეპიზოდი ორჯერ იქნა რადიოეთერით გადაცემული: 1948 წლის 19 სექტემბერს და ძლიერ მცირედი სახეცვლილებით - 1949 წლის 21 აგვისტოს. ეპიზოდი ასევე 1955 წელს გაიმეორეს, იმ დროისათვის, როდესაც შოუ უკვე რადიოსა და ტელევიზიაში ჰიტი იყო.[3]
  • Paramount Pictures-ის 1951 წლის ფილმი "ადგილი მზეზე", რომლის რეჟისორია ჯორჯ სტივენსი და რომელშიც მთავარ როლებს ელიზაბეთ ტეილორი და მონტგომერი კლიფტი თამაშობენ, სწორედ "ამერიკულ ტრაგედიაზეა" დაფუძნებული და 1950-იან წლებში გადაღებულ ერთ-ერთ შესანიშნავ დრამატულ ფილმად ითვლება.
  • "ამერიკული ტრაგედიის" სხვა სატელევიზიო ან კინო-ადაპტაციები გადაღებულია ბრაზილიაში ("Um Lugar ao Sol", ტელესერიალი, 1959, რეჟისორი: დიონისიო აზევედო), ჩეხოსლოვაკიაში ("Americká tragédia" ტელესერიალი, 1976, რეჟისორი: სტანისლავ პარნიცკი), ფილიპინებში ("Nakaw na pag-ibig", ფილმი, 1980, რეჟისორი: ლინო ბროკა) და იაპონიაში ("Hi no ataru basho", ტელესერიალი, 1982, რეჟისორი: მასამი რიუჯი).
  • კომპოზიტორმა ტობიას პიკერმა რომანი ოპერად გადააკეთა. მისი პრემიერა, ნათან განის მონაწილეობით, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ-ოპერაში 2005 წლის 2 დეკემბერს გაიმართა.
  • ზოგიერთმა კრიტიკოსმა და შემფასებელმა კომენტატორმა ვუდი ალენის ფილმის - "მეჩ პოინტის" (2005) ძირითადი ელემენტები რომანის ცენტრალურ სიუჟეტს შეადარეს.[4][5]
  • 2007 წელს ჯგუფმა Divine Reich ლეიბლ Kheperi Global Media-ზე გამოუშვა ალბომი An American Tragedy. ალბომის თემატიკა და ლირიკული კონტენტი რომანის შინაარსობრივი საკითხით იყო შთაგონებული.
  • ასევე, რომანი სამგზის ტონის ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორისა და სიმღერის ტექსტების ავტორის - ჩარლზ სტროუსის მიერ ამავე სახელწოდების მიუზიკლადაა ადაპტირებული. მისი მსოფლიო დებიუტი 2010 წლის 24 მარტს მალენბერგის კოლეჯში შედგა, რომელიც ალენთაუნში, პენსილვანიაში, აშშ-ში მდებარეობს.
  • 2011 წელს ჯგუფმა Hollywood Undead გამოუშვა ალბომი სახელწოდებით American Tragedy.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გროსმენი, ლევ; ლაკაიო, რიჩარდი (2005), "TIME-ის კრიტიკოსები 100 საუკეთესო რომანს ირჩევენ, 1923-დან დღემდე დაარქივებული 2009-04-30 საიტზე Wayback Machine. ", TIME
  2. ნელსონი, რენდი ფ. ამერიკული წერილების ალმანახები. ლოს-ალტოსი, კალიფორნია: William Kaufmann, Inc., 1981: 195–196. ISBN 086576008X
  3. www.vicandsade.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-24. ციტირების თარიღი: 2011-06-26.
  4. http://www.guardian.co.uk/film/2006/jan/08/review.features7
  5. http://www.newyorker.com/archive/2006/01/09/060109crci_cinema