სერგეი ეიზენშტეინი
სერგეი მიხეილის ძე ეიზენშტეინი (რუს. Сергей Михайлович Эйзенштейн; ლატ. Sergejs Eizenšteins; დ. 23 იანვარი, 1898, რიგა, ლატვია ― გ. 11 თებერვალი, 1948, მოსკოვი) — რევოლიუციური საბჭოთა თეატრალური სცენური დიზაინერი, კინორეჟისორი და კინო თეორეტიკოსი განთქმული მისი მუნჯი ფილმებით „გაფიცვა“, „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ და „ოქტომბერი“, რომელმაც განსაზღვრა ადრეული დოკუმენტური ფილმის განვითარების მიმართულება მის მიერ მონტაჟში ინოვაციური ხერხების დანერგვის შედეგად.
სერგეი ეიზენშტეინი | |
---|---|
დაბადების სახელი | სერგეი ეიზენშტეინი |
დაბადების თარიღი |
23 იანვარი, 1898 რიგა, ლატვია |
გარდაცვალების თარიღი |
11 თებერვალი, 1948 მოსკოვი |
საქმიანობა |
რეჟისორი სცენარისტი |
აქტიური | 1924–1945 |
ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში, ლატვია. მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო; დედა, ჯულია, რუსი ჰყავდა. დაამთავრა რიგის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა პეტროგრადის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, პრაქტიკა გაიარა სახელმწიფო უმაღლეს სარეჟისორო სახელოსნოებში (ГВЫРМ); იყო თეატრის „პროლეტკულტურა“ რეჟისორი; სრულიად რუსეთის კინოსარეჟისორო ინსტიტუტის (ВГИК) პროფესორი; კინოს თეორიაში ფუნდამენტალურ ნაშრომთა ავტორი.