გრიმსვეტნი (ისლ. Grímsvötn) — მოქმედი ვულკანი ისლანდიის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 1725 მ. ვულკანის კრატერის სიგრძე ძლიერ რყევადია, რაც დაკავშირებულია ხშირ და უძლიერეს ამოფრქვევებთან. 1989 წლისათვის კრატერის სიგრძე 200 მ-ს უდრიდა, 1998 წლისათვის კი 500 მ-ზე მეტს. 2004 წლის ნოემბერში დაფიქსირდა გრიმსვეტნის ახალი ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია კალდერის სიგრძეში გაზრდა დაახლოებით 2 კმ-ით. გეოლოგიურად იგი დაკავშირებულია ასევე ისლანდიის მოქმედ ვულკანებთან ლაკისთან და კატლასთან. ნაწილობრივ დაფარულია მყინვარით.

გრიმსვეტნი
გრიმსვეტნი
გრიმსვეტნი
კოორდინატები: 64°25′12″ ჩ. გ. 17°19′48″ დ. გ. / 64.42000° ჩ. გ. 17.33000° დ. გ. / 64.42000; -17.33000
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
სიმაღლე 1725 
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2011 წლის 21 და 28 მაისი
გრიმსვეტნი — ისლანდია
გრიმსვეტნი

უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2011 წლის 21 და 28 მაისს.

ბოლო 100 წლის განმავლობაში დაფიქსირდა დაახლოებით 20-მდე უძლიერესი ამოფრქვევა. უახლოეს წარსულში ამოფრქვევები მოხდა 1996, 1998, 2004 და 2011 წლებში. ყინულქვეშა ამოფრქვევების დროს ინტენსიურად მიმდინარეობს ყინულის დნობა, რასაც მოჰყვება ამ რეგიონის დატბორვა გამდნარი წყლით. 1996 წლის ამოფრქვევამ გამოიწვია მყინვარის მასიურად გადნობა, ხოლო 2004 წლის ამოფრქვევას მოჰყვა ვულკანური ფერფლის ამოტყორცნა.

2011 წლის 21 მაისს დაიწყო გრიმსვეტნის ახალი ძლიერი ამოფრქვევა. ვულკანიდან ამოსული კვამლი ჰაერში 15 კილომეტრამდე აიწია. ამასთანავე 220 კმ მანძილზე დაიკეტა საჰაერო სივრცე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება