კატლა
კატლა (ისლ. Katla; ისლანდიური წარმოთქმა: ( მოსმენა)) — დიდი ვულკანი ისლანდიის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 1512 მ. მეტად აქტიურია; 930-1918 წლებში 13-95 წლების ინტერვალებით დოკუმენტირებულია ოცი ამოფრქვევა. 99 წლის განმავლობაში ძლიერი ამოფრქვევები არ ყოფილა, თუმცა ფიქსირდებოდა მცირე ამონთხევები, რომლებსაც არ დაურღვევიათ ყინულოვანი საფარველი. დაფარულია მყინვარ მირდალსიეკუდლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილით.[1]
კატლა | |
---|---|
1918 წლის ამოფრქვევა | |
კოორდინატები: 63°38′ ჩ. გ. 19°03′ დ. გ. / 63.633° ჩ. გ. 19.050° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
სიმაღლე | 1512 მ |
ტიპი | სუბგლაციალური ვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2011 |
ყინულქვეშა ამოფრქვევებს მოჰყვება ყინულის ინტენსიური დნობა და მეზობელი რაიონების გამდნარი წყლით დატბორვა. 1918 წლის ამოფრქვევის შედეგად წყლის ხარჯმა მიაღწია 400 ათას მ³/წმ-ს. ამ ნაკადებს დიდი რაოდენობით გამოაქვთ გამორეცხილი პიროკლასტები და ილექებიან დიდ ფართობზე ვულკანის ირგვლივ ზანდრული ველების სახით.[2][3]
კატლა ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. გაწოლილია სოფელ ვიკის ჩრდილოეთით და მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის აღმოსავლეთით. კატლის კალდერის დიამეტრია 10 კმ და დაფარულია 200-700 მ სისქის ყინულით. ჩვეულებრივ, ვულკანი იფრქვევა ყოველ 40-80 წელიწადში. 1755 წლის ამოფრქვევამ გამოიწვია მყინვარის ინტენსიური დნობა, რომლის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადის ხარჯმა 200 000-400 000 მ³/წმ-ს მიაღწია.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კატლა (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კატლა — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ↑ კატლა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ Апродов В.А. Вулканы. — Москва: "Мысль", 1982.