მირდალსიეკუდლი
მირდალსიეკუდლი (ისლ. Mýrdalsjökull) — ყინულქუდი ისლანდიის სამხრეთით. სიგრძე ~ 30 კმ. მდებარეობს ქალაქ რეიკიავიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 180 კმ-ში და მყინვარ ეიაფიალაიეკულიდან აღმოსავლეთით 20 კმ-ში. უმაღლესი წერტილის სიმაღლე აღწევს ზღვის დონიდან 1510 მ-ს.[1] 1980 წლისათვის მყინვარის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 595 კმ²-ს. მყინვარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ქვეშ მდებარეობს მოქმედი ვულკანი კატლა, რომლის კალდერის დიამეტრია 10 კმ. ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ვიკი, რომელიც წარმოადგენს ისლანდიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფელსა და ქვეყნის ყველაზე ნოტიო ადგილს.[2]
მირდალსიეკუდლი
| |
---|---|
Mýrdalsjökull | |
მირდალსიეკუდლი | |
კოორდინატები: 63°40′ ჩ. გ. 19°06′ დ. გ. / 63.667° ჩ. გ. 19.100° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ფართობი | 600 კმ² |
სიგრძე | ~ 30 კმ |
ტიპი | ყინულქუდი |