მოჰამედ ხათამი (სპარს. محمد خاتمی; დ. 29 სექტემბერი, 1943) — ირანის მეხუთე პრეზიდენტი (1997-2005 წწ.).

მოჰამედ ხათამი
მოჰამედ ხათამი
ხათამი დავოსის ფორუმზე, 2007 წ.
ირანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 1997 – 2 აგვისტო, 2005
წინამორბედიალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
მემკვიდრემაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის ისლამური ორიენტაციისა და კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 სექტემბერი, 1982 – 24 მაისი, 1992
წინამორბედიმაჯიდ მოადიჰა
მემკვიდრეალი ლარიჯანი

დაბადებული29 სექტემბერი, 1943
ერდეკანი, იეზდი
მამარუჰოლა ხათამი
განათლებაისპაანის უნივერსიტეტი
ტეირანის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

დაიბადა 1943 წლის 29 სექტემბერს იეზდის პროვინციის ქალაქ ერდეკანში. მისი უმცროსი ძმა მოჰამედ რეზა ხათამი დაქორწინებულია რუჰოლა ხომეინის შვილიშვილზე.

1969 წელს დაამთავრა ისპაანის უნივერსიტეტი და მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ მსახურობდა ირანის შეიარაღებულ ძალებში. 1970 წელს სწავლა გააგრძელა თეირანის უნივერსიტეტში. 1982-1992 წლებში იყო ირანის კულტურის მინისტრი. 1997 წლის 23 მაისს აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. თანამდებობა ეკავა ორი ვადით, 2005 წლამდე.

ფლობს სპარსულ, არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება