ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტი — ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. იგი ქმნის მინისტრთა კაბინეტს და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმყოფება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის (ამჟამად აიათოლა ხამენეი) კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველად მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი და მისი ბევრი ფუნქცია პრეზიდენტს დაეკისრა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს.
ირანის პრეზიდენტები
რედაქტირება№ | გვარი და სახელი | მოღვაწეობის წლები | შენიშვნა |
---|---|---|---|
1 | აბოლჰასან ბანისადრი | 1980 – 1981 | გამოეცხადა იმპიჩმენტი |
2 | მოჰამედ ალი რაჯაი | 1981 | მოკლეს |
3 | ალი ხამენეი | 1981 – 1989 | აირჩიეს სულიერ ლიდერად |
4 | აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი | 1989 – 1997 | |
5 | მოჰამედ ხათამი | 1997 – 2005 | |
6 | მაჰმუდ აჰმადინეჟადი | 2005 – 2013 | |
7 | ჰასან რუჰანი | 2013 – 2021 | |
8 | იბრაჰიმ რაისი | 2021 – 2024 | გარდაიცვალა ავიაკატასტროფის შედეგად |
— | მოჰამად მოხბერი | 2024 | |
9 | მასუდ ფეზეშქიანი | 2024 – დან |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება