ჰასან რუჰანი (სპარს. ‌حسن روحانی, ასევე ტრანსლიტერირდება რუჰანი, როჰანი, როუჰანი; სახელი დაბადებისას: ჰასან ფერიდონი; დ. თარიღი 12 ნოემბერი 1948) — ირანელი პოლიტიკოსი, შიიტი მუჯთაჰიდი (შარიათის სამართალმცოდნე),[2] იურისტი,[3] აკადემიკოსი და დიპლომატი, ირანის პრეზიდენტი 2013 წლის 3 აგვისტოდან 2021 წლის 3 აგვისტომდე (ორი ვადით). 1999 წლიდან იყო ექსპერტთა საბჭოს წევრი,[4] 1991 წლიდან მიზანშეწონილობის საბჭოს წევრი,[5] 1989 წლიდან ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წევრი [6] და 1992 წლიდან სტრატეგიული კვლევების პრეზიდენტი[7].

ჰასან რუჰანი
حسن روحانی
ჰასან რუჰანი حسن روحانی
ირანის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 2013 – 3 აგვისტო, 2021
წინამორბედიმაჰმუდ აჰმადინეჟადი
მემკვიდრეიბრაჰიმ რაისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი 1989 – 15 აგვისტო 2005
პრეზიდენტიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, მოჰამედ ხათამი
მემკვიდრეალი ლარჯანი

სტრატეგიული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო 1992 – დღემდე
წინამორბედიმოჰამედ მოუსავი ხოეინიჰა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი 1980 – 26 მაისი 2000

დაბადებული12 ნოემბერი, 1948 (1948-11-12) (76 წლის)
სორხეჰი, სემნანი, ირანი
მოქალაქეობაირანის დროშა ირანი
ეროვნებაირანელი
პოლიტიკური პარტიამებრძოლი სასულიერო ასოციაცია
(1987–2013)[1]
განათლებაგლაზგოს კალედონიური უნივერსიტეტი, თეირანის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაისლამი, შიიზმი

რუჰანი ასევე მე-4 და მე-5 ვადის ისლამური საკონსულტაციო საბჭოს (მეჯლისის) სპიკერის მოადგილე და 1989-2005 წლებში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო[7]. ახლო წარსულში, ის ასევე ირანის ყოფილი ბირთვული მოლაპარაკების გუნდის ხელმძღვანელი და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამ წევრ ქვეყანასთან გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ქვეყნის პირველი მომლაპარაკებელი იყო[8]:138.

2013 წლის 7 მაისს რუჰანი საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა, რომელიც 2013 წლის 14 ივნისს ჩატარდა[9][10]. მან განაცხადა, რომ თუ მას აირჩევდნენ , ის მოამზადებდა „მოქალაქეთა უფლებების ქარტიას“, ასევე აღადგენდა ეკონომიკას და განაახლებდა გაქვავებულ ურთიერთობებს დასავლეთთან[11][12][13]. როგორც კი დაიწყო არჩევნების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება, ცხადი გახდა რომ რუჰანი დიდი უპირატესობით უსწრებდა თავის კონკურენტებს[14]. რუჰანი ირანის პრეზიდენტად, მისი მთავარი კონკურენტის მოჰამედ ბაგერ გალიბაფის დამარცხების შემდეგ, 15 ივნისს გამოცხადდა[15][16]. ჰასან რუჰანი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2013 წლის 3 აგვისტოდან შეუდგა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Members of Combatant Clergy Association. Combatant Clergy Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 24 April 2013.
  2. Iran’s Presidential Election Heats up as Reformist Rowhani Enters Race, Farhang Jahanpour, Informed Comment, 12 April 2013, Juan Cole
  3. Rouhani, Hassan (2008). Memoirs of Hassan Rouhani; Vol. 1: The Islamic Revolution (Persian). Tehran, Iran: Center for Strategic Research. 
  4. Members of Assembly of Experts. Assembly of Experts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
  5. Two new members appointed to the Expediency Discernment Council. The Office of the Supreme Leader (8 May 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2013.
  6. Hassan Rouhani appointed as the Supreme Leader's representative to the SNSC. The Office of the Supreme Leader (13 November 1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2013.
  7. 7.0 7.1 Hassan Rouhani's Résumé. CSR (11 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2013.
  8. Rouhani, Hassan (2011). National Security and Nuclear Diplomacy (Persian). Tehran, Iran: Center for Strategic Research. 
  9. „Iran's former nuclear negotiator registers for presidential campaign“. People's Daily. 7 May 2013.
  10. „Iran opens registration for presidential race with ruling clerics holding strong hand“. The Washington Post. 7 May 2013.[მკვდარი ბმული]
  11. „Former nuclear negotiator joins Iran's presidential race“. Reuters. 11 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2013.
  12. „Iran presidential candidate vows 'constructive' outreach to West if elected“. The Washington Post. 11 April 2013.[მკვდარი ბმული]
  13. „Expediency Council member Rohani to run for president“. Press TV. 11 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2013.
  14. „Hassan Rouhani leads Iran presidential election vote count“. BBC News. 15 June 2013.
  15. Hassan Rouhani wins Iran presidential election. BBC News (15 June 2013). ციტირების თარიღი: 15 June 2013.
  16. Fassihi, Farnaz (15 June 2013). „Moderate Candidate Wins Iran's Presidential Vote“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 June 2013.