ივსიხი ანტიოქიელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივსიხი ანტიოქიელი – – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 მაისი, ახალი სტილით - 23 მაისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოწამე ივსიხი ანტიოქიელიცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს და იმპერატორის კარზე საპატიო მდგომარეობა ეკავა. მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები იდევნებოდნენ სამხედრო სამსახურიდან. ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა, მეომრის სარტყელი უნდა მოეხსნა, უარი ეთქვა წოდებაზე და გამხდარიყო დაქირავებული მსახური. წმინდა ივსიხი ერთგული დარჩა თავისი სარწმუნოებისა. მაქსიმიანემ მას უბრძანა, განეძარცვა დიდებულის სამოსელი, უხეში ხამის ტანსაცმელი ჩაეცვა და სამოახლოში ემსახურა. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორმა დაიბარა წმინდა ივსიხი და ჰკითხა: „ნუთუ არა გრცხვენია, ასეთ უპატიობაში ყოფნა?“ წმინდანმა უპასუხა: „პატივი, რომელიც შენგან მქონდა, დროებითია“. მაქსიმიანეს ბრძანებით წმინდა ივსიხი მდინარეში ჩაახრჩვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.