საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სსმ — ეროვნული ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანია საქართველოში, შექმნილი სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის რეორგანიზაციის ბაზაზე, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (23 დეკემბერი, 2004). კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: პირველი არხსა (1956) და მეორე არხს (1991), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი-ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი | |
---|---|
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური კორპუსი | |
აბრევიატურა | სსმ |
შეიქმნა | 1956 |
სტატუსი | სსიპ |
ტიპი | ტელე-რადიომაუწყებელი |
მიზანი | დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. |
მდებარეობა | საქართველო, თბილისი |
ემსახურება რეგიონს | საქართველო, ევროპა (ნაწილობრივ), აზია (ნაწილობრივ) |
ენა | ქართული |
გენერალური დირექტორი | თინათინ ბერძენიშვილი |
მთავარი ორგანო | სამეურვეო საბჭო |
ქვეყანა | საქართველო |
კავშირები | ევროპის მაუწყებელთა კავშირი[1] |
http://gpb.ge/ |
2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან[2], 2009 წლის 20 ივლისამდე[3] თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სსმ-ის გენერალური დირექტორი იყო გიორგი ჭანტურია.[4][5] იგი მისმა მოადგილე გიორგი ბარათაშვილმა შეცვალა, რომელიც უნდობლობის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა სასამართლომ ორჯერვე აღადგინა პოსტზე. 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე იკავებდა.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-09-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MEMBERS (73) OF THE EUROPEAN BROADCASTING UNION (56 COUNTRIES), MEMBERS (73) OF THE EUROPEAN BROADCASTING UNION (56 COUNTRIES) / European Broadcasting Union — 2016. — P. 1.
- ↑ „საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 4 აპრილი 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
- ↑ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 20 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
- ↑ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 10 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
- ↑ გია ჭანტურია თანმდებობიდან გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-12-23.
- ↑ ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, 1tv.ge