ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე (დ. 5 სექტემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი (1999, 2004). 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.[1]
ვასილ მაღლაფერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 1958 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაერთიანება „დებიუტის“, უფროს რედაქტორად. 1983-1984 წლებში იყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მხატვარ-რესტავრატორი. 1984-1994 წლებში მუშაობდა თბილისის მე-6 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად. 1988-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელად, 1990-1992 წლებში კი იქვე ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად. 1992-1997 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგედ. 1993-2000 წლებში დააფუძნა გაზეთი „კავკასიონი“. 1995-1997 წლებში იყო გაზეთ „კავკასიონის“ რედაქტორი. 1997-1998 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის შემსწავლელი კათედრის დოცენტი. 1998-1999 წლებში მუშაობდა გაზეთ „კავკასიონის“მთავარი კონსულტანტად.
2005-2008 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (მცხეთა-მთიანეთის მხარე) (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები). 2008-2009 წლებში მუშაობდასაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად. 2010-2012 წლებში იყო ელექტრონული ჟურნალი „კალმასობა“, მთავარი რედაქტორი. 2013-2014 წლებში იყო შპს „სინათლის სახლ ორიონის“ დირექტორი. 2014-2016 წლებში ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „საზოგადოება 20/30“-ს მთავარი პროდუსერი. 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
დისერტაცია დაიცვა ქართული სარაინდო რომანის ტიპოლოგიაზე, მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1989); არის დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი პუბლიცისტური სტატია. არის ისრაელის კეთილი ნების ელჩი; 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
1999 წლის 20 ნოემბრიდან 2004 წლის 22 აპრილამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “ წევრი (პარტიული სიით ). 2004 წლის 22 აპრილიდან 2005 წლის 10 მარტამდე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“ (პარტიული სიით).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. 1tv.ge (18 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.