პირველი არხი — განათლება
პირველი არხი — განათლება, ყოფილი მეორე არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. 1991 წლიდან 2020 წლის 26 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობდა „მეორე არხის“ სახელით.
პირველი არხი — განათლება | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო |
დაფუძნდა | 1991 |
დაიხურა | 2023 |
მფლობელი | საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი |
საიტი | საიტი |
2010-2017 წლებში, სხვადასხვა დროს, მეორე არხი აწარმოებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს — „თავისუფალი ტრიბუნა“, „არგუმენტების დრო“ (თოქ-შოუ), ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე (რუსული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური), ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებს („ბრიფინგის დრო“), პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. პარალელურად, ტელეარხი გადასცემდა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
2020 წლის 26 მარტიდან, მეორე არხმა სახელი შეიცვალა და „პირველი არხი – განათლების“ სახელით დაიწყო მაუწყებლობა.[1] საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადების გავრცელების გამო შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაურკვეველი ვადით დაიხურა სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, განათლების სამინისტროსთან ერთად, მოამზადა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას.[2] ტელეგაკვეთილები მეორე არხის ბაზაზე შექმნილ ტელეარხის, „პირველი არხი – განათლების“ ეთერში 2020 წლის 30 მარტიდან გადიოდა.[3] ვიდეოგაკვეთილები ვრცელდებო საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმებითაც. არხი დაიხურა 2023 წლის ბოლოს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
- ↑ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს პირველ არხზე ტელეგაკვეთილების ჩაწერის პროცესს გაეცნო
- ↑ პირველი არხი-განათლება პროექტ „ტელესკოლას“ იწყებს
- ↑ „„სრულად იხურება არხი „ტელესკოლა“ – საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადება“. edu.aris.ge. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)