ანტიკომუნიზმი — პოლიტიკური მოძრაობა და იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება კომუნიზმს. იგი კომუნიზმის წინააღმდეგობით გამოირჩეოდა სოციალისტურ სახელმწიფოებშიც და უპირისპირდებოდა ისეთ პარტიებს, რომლებიც მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას ატარებდნენ. ორგანიზებული ანტიკომუნიზმი განვითარდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და მიაღწია გლობალურ დონეს ცივი ომის დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ინტენსიურად მეტოქეობდნენ.

პროპაგანდული პლაკატი, სადაც წითელი დრაკონი კომუნიზმის სიმბოლოა, რომელსაც თეთრი რაინდ ამარცხებს.

პირველი ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირდა კომუნიზმს, იყო რუსეთის იმპერიაში ჩამოყალიბებული თეთრი მოძრაობა, რომელიც ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ რუსეთის სამოქალაქო ომიდან იბრძოდა. თეთრ მოძრაობას სამხედრო დახმარება მოკავშირე უცხო ქვეყნის რამდენიმე მთავრობამ გაუწია, რომლებიც წარმოადგენდნენ ანტიკომუნიზმის პირველ ინსტანციას, როგორც სამთავრობო პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, წითელმა არმიამ დაამარცხა თეთრი მოძრაობა და საბჭოთა კავშირი მაინც შეიქმნა 1922 წელს. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდგომ პერიოდში ანტიკომუნიზმი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში ანტიკომუნიზმი ყვაოდა 1919-1920 წლებში. 1920-იან და 1930-იან წლებში, ევროპაში, კომუნიზმის იდოლოგიას წინააღმდეგობას უწევდნენ კონსერვატორები, ფაშისტები, ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები. ფაშისტები კომუნიზმის მთავარი ოპონენტები იყვნენ 1930-იან წლებში და მათ 1936 წელს დაამტკიცეს ანტიკომუნისტური პაქტი, იგივე ანტიკომუნისტური ალიანსი. ამ პერიოდის აზიაში, ყველაზე ძლიერ ანტიკომუნისტურ ძალას იაპონიის იმპერია წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღერძის სახელმწიფოების დამარცხების გამო, ფაშიზის უმთავრესი პოლიტიკური მოძრაობები შეწყდა. ანტიჰიტლერული კოალიციის წევრები, პირველ რიგში, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საბჭოთა კავშირი, რომლებიც იყვნენ ძირითადი ძალა ომში, თუმცა ომის დასრულების შემდგომ მოკავშირეებს შორის, კერძოდ, ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიწყო დაპირისპირება, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობამ წამყვანი როლი ითამაშა გლობალური ანტიკომუნიზმის მხარდაჭერასა და გავრცელებაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომუნისტებსა და ანტიკომუნისტებს შორის მრავალი სამხედრო კონფლიქტი მოხდა, მათ შორისაა ჩინეთის სამოქალაქო ომი, კორეის ომი, ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი და სხვა. ნატო დაარსდა, როგორც ანტიკომუნისტური სამხედრო ალიანსი 1949 წელს. ანტიკომუნიზმი რჩება მრავალი თანამედროვე პოლიტიკური მოძრაობის მნიშვნელოვან ელემენტად, რომელიც განსხვავებული ხარისხით არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და სხვა ქვეყნებში, რომელსაც დღესაც მართავენ კომუნისტური პარტიები.

ანტიკომუნიზმი სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში

რედაქტირება

ალბანეთი

რედაქტირება

ცივი ომის პირველ წლებში, მიდჰათ ფრაშერი შეეცადა გაეერთიანებინა ანტიკომუნისტური ოპოზიციური ძალების კოალიცია ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.[1]„თავისუფალი ალბანეთის“ ეროვნული კომიტეტი ოფიციალურად შეიქმნა 1949 წლის 26 აგვისტოს, პარიზში. ფრაშერი იყო მისი თავმჯდომარე, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად.[2] მას მხარს უჭერდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და თავისუფალი ევროპის ეროვნული კომიტეტი.[3][4]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებამდე კუომინტანგი (ასევე ცნობილია როგორც ჩინეთის ნაციონალისტური პარტია), რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩან კაიში, ასევე ხელმძღვანელობდა ჩინეთს და მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. 1927 წლის 12 აპრილს ჩიანგ ჩან კაიშმა, როგორც ცნობილია, დაიწყო ქვეყნის კომუნისტებისგან გაწმენდა, ამ ისტორიულ მომენტს „შანხაის ხოცვა-ჟლეტის“ სახელით იცნობენ. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ჩინეთის სამოქალაქო ომი.[5] საბოლოოდ ჩინეთში კომუნისტური წყობა დამყარდა.

ჩეხოსლოვაკია

რედაქტირება
 
მიტინგი პრაღაში, 1990 წელი.

შუალედურ პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში არსებობდნენ ფაშისტური მოძრაობები, რომლებსაც რასაკვირველია გააჩნდათ ანტიკომუნისტური იდეები. მორავიელ ფაშისტებს ჰყავდათ კარგი მფარველები. ერთ-ერთი მფარველთაგანი იყო ინდუსტრიალისტთა კავშირი, რომელიც მათ ფინანსურად ეხმარებოდა. მათ ასევე მხარს უჭედნენ ანტიბოლშევიკური იდეოლოგიის მქონე რუსები. მორავიელი ფაშისტები მტრულად იყვენ განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ და მუდმივად ავრცელებდნენ ანტიკომუნისტურ იდეოლოგიას.[6]

საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა დამყარდა 1920-იან წლებში. 1922 წელს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიასა და რუსეთის კომუნისტურ პარტიას შორის ხელი მოეწერა სავაჭრო ხელშეკრულებას, ამ პერიოდში ანტიკომუნისტების ძალისხმევა მაქსიმალურად გაიზარდა, რომელიც მიმართული იყო მთავრობის მხარეს. ქვეყანაში ცნობილმა ფაშისტმა, რედოლა გაჯდამ დააფუძნა ეროვნული ფაშისტური მოძრაობა. ნაციონალური ფაშისტური მოძრაობა გმობდა გერმანიიდან ისეთი ლტოლვილების მიღებას, რომლებიც იყვენენ ებრაელები, კომუნისტები ან ანტიფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები. 1923 წლის იანვარში, ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში ანტიკომუნისტური კამპანია ძლირ გააქტიურდა.[6]

1953 წელს, პლზენში ჩეხოსლოვაკიელი მუშები აჯანყდნენ, ეს აჯანყება ანტიკომუნისტური ხასიათის იყო. ხავერდოვანი რევოლუცია ან ნაზი რევოლუცია, რომელიც 1989 წელს მიმდინარეობდა, იყო არაძალადობრივი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში, შედეგად ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის რეჟიმი დაემხო და ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა.[7][8] 1989 წლის 17 ნოემბერს სპეცრაზმმა ჩაახშო პრაღაში მშვიდობიანი სტუდენტური მიტინგი. ამ მოვლენამ გამოიწვია მასობრივი დემონსტრაცია. 20 ნოემბრის ჩათვლით, პრაღაში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების რაოდენობამ სავარაუდოდ 200 000-დან ნახევარ მილიონამდე მიაღწია. ორსაათიანი გენერალური გაფიცვა, რომელშიც ჩეხოსლოვაკიის ყველა მოქალაქე მონაწილეობდა, 27 ნოემბერს გაიმართა.

საფრანგეთი

რედაქტირება

1920-იან წლებში, საერთაშორისო ანტიკომუნიზმმა, უდიდესი როლი ითამაშა ფრანგო-გერმანულ-საბჭოთა ურთიერთობებში.[9] 1932 წლის ბოლოს, ფრანსუა დე ბოისჯოლინმა შექმნა ანტიკომუნისტური ორგანიზაცია.[10][11] ორგანიზაციის წევრები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის რეგიონიდან იყვნენ.[10] 1939 წელს, ფრანსუა დე ბოისჯოლინი და მისი ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. [12]

1947 წლისთვის, რეიმონდ არონი (1905-83) წამყვანი ინტელექტუალი, რომელიც უკიდურეს მემარცხენედ მიიჩნეოდა საფრანგეთის ინტელექტუალური საზოგადოების დიდ ნაწილში. დაუპირისპირდა კომუნიზმსა და მის მომხრეებს, მათ შორის ჟან-პოლ სარტრსაც, რომელიც კომუნიზმის იდეოლოგიის მატარებელი იყო და იცავდა სტალინს. არონმა შეაქო ამერიკული კაპიტალიზმი, მხარი დაუჭირა ნატოს და დაგმო მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია, როგორც ტოტალიტარული მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობებს.[13]

გერმანია

რედაქტირება
 
გერმანული ანტიკომუნისტური პროპაგანდის პოსტერი.

ნაცისტურ გერმანიაში ნაცისტურმა პარტიამ აკრძალა კომუნისტური პარტიების არსებობა. რაიხსტაგის ხანძრის შემდეგ, მოიერიშე რაზმების მიერ კომუნისტური ძალების ძალადობით ჩახშობა მთელ ქვეყანაში განხორციელდა, რის შედეგადაც გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი დააპატიმრეს.[14] ნაცისტურმა პარტიამ ასევე დააარსა საკონცენტრაციო ბანაკები მათი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, როგორებიც იყვნენ კომუნისტები.[15]

ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი ორიენტირებული იყო კომუნიზმის მხრიდან წამოსულ საფრთხეზე. ჰიტლერის მთელი კარიერის განმავლობაში, ანტიკომუნიზმი იყო მისი პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი. გერმანიაში ნაცისტებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მოახდინეს კომუნისტების რეპრესირება. 1933 წლიდან დაწყებული ნაცისტები სასტიკად უსწორდებოდნენ კომუნისტებს, მათ შორის გავრცელებული იყო საკონცენტრაციო ბანაკებში წაყვანა, დაპატიმრება და წამება. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც პირველ საკონცენტრაციო ბანაკს წარმოადგენდა ფაშისტურ გერმანიაში, აქ პირველი პატიმრები სწორედ კომუნისტები იყვნენ. ამ პერიოდის გერმანიაში უკვე ებრაელებისა და კომუნისტების წინააღმდეგ ერთნაირი სადამსჯელო ღონისძიებები ტარდებოდა. ჰიტლერი თვლიდა, რომ ებრაელებმა დაამყარეს მმართველობა რუსებსა და სხვა ეროვნებებზე და ცდილობდნენ თავიანთი მმართველობის გაფართოებას დანარჩენ ევროპასა და მსოფლიოში.[16]

საკონცენტრაციო ბანაკებში კომუნისტების მოთავსების შემდეგ, საბჭოთა კავშირის „კომისართა უმეტესობა“ რამდენიმე დღის განმავლობაში დასაჯეს. საბჭოთა კომისართა სისტემატური მასობრივი განადგურება აღემატებოდა ნაცისტების მკვლელობის ყველა წინა ქმედებას. საბჭოთა კომისართა ასეთი მასშტაბური დასჯა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში პირველად მოხდა. 1941 წლის სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით ორი თვის განმავლობაში, გერმანელი SS-ის მიერ ცხრა ათასი საბჭოთა სამხედრო პირი სიკვდილით დაისაჯა.[17]

უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1919 წლის მარტში. მას ხელმძღვანელობდნენ კომუნისტები და სოციალისტები, თუმცა რესპუბლიკამ მხოლოდ 4 თვე იარსება. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რუმინული არმია, ჩეხეთისა და იუგოსლავიის ძალებთან ერთად, შეიჭრა და დაამხო კომუნისტური მთავრობა დედაქალაქ ბუდაპეშტში, 1919 წლის 6 აგვისტოს. შემდგომში უნგრეთში დამყარებულმა რეჟიმმა უარი თქვა საბჭოთა რუსეთთან რაიმე დიპლომატიური ურთიერთობების ქონაზე.[18] სავარაუდოდ, 5 000 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს 1919-1920 წლების უნგრეთის თეთრი ტერორის პერიოდში, ხოლო ათობით ათასი დააპატიმრეს. ქვეყანაში იდევნებოდნენ კომუნისტები და ასევე ებრაელები, რომლებსაც კომუნისტებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.[19]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kennan, George F. (1964). On Dealing with the Communist World, in series, The Elihu Root Lectures. New York: Harper & Row. xi, 57 p. N.B.: Also on t.p.: "Published for the Council on Foreign Relations".
  • Gülstorff, Torben (2015). Warming Up a Cooling War: An Introductory Guide on the CIAS and Other Globally Operating Anti-communist Networks at the Beginning of the Cold War Decade of Détente, in series, Cold War International History Project Working Paper Series #75, Washington.
  • Ulrich Mählert, Jörg Baberowski u. a. (Hrsg.): Jahrbuch für Historische Kommunismusforschung 2011 (Schwerpunkt: Antikommunismus), Aufbau, Berlin 2011, ISSN 0944-629X
  • Kurt Pätzold: Antikommunismus und Antibolschewismus als Instrumente der Kriegsvorbereitung und Kriegspolitik. In: Norbert Frei/Hermann Kling (Hrsg.): Der nationalsozialistische Krieg. Campus, Frankfurt am Main 1990, ISBN 3-593-34360-6, S. 122–136
  • Alexander von Brünneck: Politische Justiz gegen Kommunisten in der Bundesrepublik Deutschland 1949–1968, Suhrkamp, Frankfurt am Main 1978, ISBN 3-518-10944-8 (Zugleich Dissertation an der Universität Frankfurt am Main, Fachbereich 01 – Rechtswissenschaften, 1976)
  • Stefan Creuzberger und Dierk Hoffmann (Hrsg.): „Geistige Gefahr“ und „Immunisierung der Gesellschaft“. Antikommunismus und politische Kultur in der frühen Bundesrepublik. Oldenbourg, München 2014, ISBN 978-3-486-78104-5.
  • Rolf Gössner: Die vergessenen Justizopfer des Kalten Krieges. Verdrängung im Westen – Abrechnung mit dem Osten?, Aufbau, Berlin 1998, ISBN 3-7466-8026-3
  • Klaus Körner: Die rote Gefahr. Antikommunistische Propaganda in der Bundesrepublik 1950–2000. Konkret, Hamburg 2003, ISBN 3-89458-215-4
  • Jan Korte: Instrument Antikommunismus. Sonderfall Bundesrepublik. Dietz, Berlin 2009, ISBN 978-3-320-02173-3
  • Gesine Schwan: Antikommunismus und Antiamerikanismus in Deutschland. Kontinuität und Wandel nach 1945. Nomos, Baden-Baden 1999, ISBN 3-7890-6020-8
  • Walther Amann: Justizunrecht im Kalten Krieg. Die Kriminalisierung der westdeutschen Friedensbewegung im Düsseldorfer Prozess 1959/60. PapyRossa, Köln 2006, ISBN 3-89438-341-0.
  • Wolfgang Wippermann: Heilige Hetzjagd: Eine Ideologiegeschichte des Antikommunismus. Rotbuch, Berlin 2012, ISBN 978-3-86789-147-9
  • Claudia Wörmann, Die Ostpolitik und die nach innen und außen gerichtete Wandlung des antikommunistischen Feindbildes, in: Egbert Jahn/Volker Rittberger (Hrsg.), Die Ostpolitik der BRD. Triebkräfte, Widerstände, Konsequenzen, Opladen 1974, S. 123–134
  • Безансон А. Бедствие века. Коммунизм, нацизм и уникальность Катастрофы = Le Malheur du siècle: sur le communisme, le nazisme et l'unicité de la Shoah. — 1-е. — Москва-Париж: МИК, 2000. — 104 с. — ISBN 5-87902-054-1.
  • Генри Э. Профессиональный антикоммунизм: К истории возникновения. — М.: Политиздат, 1981. — 367 с.
  • Нольте Э. Европейская гражданская война (1917—1945). Национал-социализм и большевизм. — М.: Логос, 2003. — 528 с. — ISBN 5-8163-0046-6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Robert Elsie. Mid'hat bey Frashëri: The Epirus Question—the Martyrdom of a People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 July 2011. ციტირების თარიღი: 18 June 2011.
  2. Thanas Mustaqi (23 September 2011), 1949, Pentagoni: Diplomaci fleksibël me Shqipërinë, Lajmi, http://gazeta-lajmi.info/1949-pentagoni-diplomaci-fleksibel-me-shqiperine/. წაკითხვის თარიღი: 19 December 2014 დაარქივებული 4 October 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. Petrit Palushi (12 March 2014), "Dëshmia e Neshat Bilalit: Pse "Kompania 4000" dështoi në rrëzimin e Enver Hoxhës", Tirana Observer, http://www.tiranaobserver.al/deshmia-e-neshat-bilalit-pse-kompania-4000-deshtoi-ne-rrezimin-e-enver-hoxhes/. წაკითხვის თარიღი: 19 December 2014 დაარქივებული 27 December 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. Auron Tare (30 June 2012), Arkivi i CIA: Roma, qendra e operacioneve kundër Hoxhës, Gazeta Panorama Online, http://www.panorama.com.al/2013/06/30/arkivi-i-cia-roma-qendra-e-operacioneve-kunder-hoxhes/. წაკითხვის თარიღი: 19 December 2014
  5. Chen Jian, The Tibetan Rebellion of 1959 and China's Changing Relations with India and the Soviet Union, Cold War Studies at Harvard University
  6. 6.0 6.1 Kelly, David D. (1995). The Czech Fascist Movement: 1922-1942. East European Monographs, გვ. 43. ISBN 978-0-88033-327-6. 
  7. RP's History Online - Velvet Revolution დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. .
  8. Velvet Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2020.
  9. Michael Jabara Carley, and Richard Kent Debo, "Always in Need of Credit: The USSR and Franco-German Economic Cooperation, 1926-1929." French Historical Studies (1997): 315-356.
  10. 10.0 10.1 "Les cahiers d'histoire sociale: revue trimestrielle de l'Institut d'histoire sociale, Issues 14–16", 2000
  11. Ernst Henri, "Hitler Over Europe", 1934, p. 178
  12. Autre temps, autres perquisitions (1939) დაარქივებული 2019-06-05 საიტზე Wayback Machine. , Le Monde, 4 December 2015
  13. Stuart L. Campbell, "Raymond Aron: The Making of a Cold Warrior." Historian 51.4 (1989): 551-573. online
  14. Evans, M. Stanton (2007). Blacklisted by History: The Untold Story of Senator Joe McCarthy and His Fight Against America's Enemies. Crown Publishing Group. pp. 329–334. ISBN 978-0-307-23866-5.
  15. Münchner Neueste Nachrichten, 21 March 1933, online scan
  16. Bullock, Alan (1991-06-05). Hitler: A Study in Tyranny. Harper Collins, გვ. 40. ISBN 978-0-06-092020-3. „alan bullock tyranny.“ 
  17. Wachsmann, Nikolaus (14 April 2015). KL: A History of the Nazi Concentration Camps. Farrar, Straus and Giroux, გვ. 31. ISBN 978-1-4299-4372-7. 
  18. Pastor, Peter (2004). „Hungarian-Soviet Diplomatic Relations 1935-1941: A Failed Rapprochement“. Europe-Asia Studies. 56 (5): 731–750. doi:10.1080/0966813041000235128. ISSN 0966-8136.
  19. Hill, Raymond (2003). Hungary. Infobase Publishing, გვ. 33. ISBN 978-0-8160-5081-9.