გერმანია
გერმანია (გერმ. Deutschland), ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 84 მილიონი კაცია.[5]
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა Bundesrepublik Deutschland გერმანია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Einigkeit und Recht und Freiheit“[1][2][3] „ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება“ |
||||||
ჰიმნი: Das Lied der Deutschen (გერმანელების სიმღერა) |
||||||
ფედერალური არწივი |
||||||
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბერლინი 52°31′ ჩ. გ. 13°23′ ა. გ. / 52.517° ჩ. გ. 13.383° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | გერმანული [ა] | |||||
ეთნიკური ჯგუფები |
|
|||||
ეთნოქორონიმი | გერმანელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი | ||||
- | კანცლერი | ოლაფ შოლცი | ||||
- | ბუნდესტაგის პრეზიდენტი | ბერბელ ბასი | ||||
- | ბუნდესრატის პრეზიდენტი | ბოდო რამელოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ||||||
- | ზედა პალატა | ბუნდესრატი | ||||
- | ქვედა პალატა | ბუნდესტაგი | ||||
ფორმირება | ||||||
- | საღვთო რომის იმპერია | 2 თებერვალი, 962 | ||||
- | გერმანიის კავშირი | 8 ივნისი, 1815 | ||||
- | გაერთიანება | 18 იანვარი, 1871 | ||||
- | ფედერაციული რესპუბლიკა | 23 მაისი, 1949 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
- | ხელახალი გაერთიანება | 3 ოქტომბერი, 1990 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 357 168 კმ2 (63-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.416 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასება | 84 482 267[5] (მე-18) | ||||
- | 2011 აღწერა | 80 219 695[6] (მე-16) | ||||
- | სიმჭიდროვე | 232 კაცი/კმ2 (58-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $3.338 ტრილიონი[7] (მე-5) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $41 248[7] (მე-16) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $3.876 ტრილიონი[7] (მე-4) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $47 893[7] (მე-15) | ||||
ჯინი (2011) | 29.0[8] დაბალი |
|||||
აგი (2013) | 0.911 ძალიან მაღალი · მე-6 |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +49 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .de [ბ] | |||||
ა. | ^ დანიური, ქვემო გერმანული, სორბული, რომანი და ფრიზული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ. | |||||
ბ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
- ეტიმოლოგია — ლათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
- ქვეყნის კოდი — DE.
ისტორია
რედაქტირებაგერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.
გეოგრაფია
რედაქტირებაგერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში. რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.
მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები.
- ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3767 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
- მთის სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი.
- უმაღლესი მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2962, ჰოხვანერი 2746;
- მთავარი მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1 320), ელბა 700 (სულ 1 165), დუნაი 647 (სულ 2 858), მაინი 524;
- მთავარი ტბები (კმ²) — ბოდენის ტბა 305 (სულ 571), მიურიცი 110, კიმზეე 80, ლაახერ-ზეე 3,31;
- მთავარი კუნძულები (კმ²) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
- ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
კლიმატი
რედაქტირებაგერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე (-6 °C). რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.
ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.
ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.
შიდა წყლები
რედაქტირებამდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
სახელმწიფო მოწყობა
რედაქტირებაგერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.
- სიმბოლოები – ჰიმნი: Das Lied der Deutschen.
- პოლიტიკური სისტემა — ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური — ფედერალური პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური — ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ბუნდესტაგისა (614 წევრი) და ბუნდესრატისაგან (69 წევრი).
- პარტიები — სოციალ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ზიგმარ გაბრიელი, 591 ათასი წევრი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ანგელა მერკელი, 574 ათასი წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაგერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):
|
|
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89 % ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.
- მოსახლეობა — 82 მლნ (2010), მათ შორის 91,5 % გერმანელები, 2,4 % თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი — იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
- ენა — გერმანული.
- რელიგია (2004:) — კათოლიციზმი (31,7 %), პროტესტანტიზმი (31,3 %).
- დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კელნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არა მარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.
გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.
- მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
- ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასი.
- ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
- ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
- უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს-ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა.
- უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.
ტურიზმი
რედაქტირებამართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.
მემკვიდრეობა
რედაქტირება- ბერლინი — პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონისა და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის კარიბჭე და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რაიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;
- ლაიფციგი — ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი „ხალხთა ბრძოლა“ (XIX ს.);
- დრეზდენი — ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;
- კელნი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII — XIX სს.);
- ბონი — ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;
- ვაიმარი — ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;
- აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;
- გერმანული ეპოსი — სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII ს.).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაგერმანია ვიქსიკონში | |
გერმანია ვიკისაწყობში |
- www.deutschland.de – მრავალენოვანი პორტალი გერმანიის შესახებ
- გერმანიის კანცლერის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Deutsche Welle – გერმანიის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია
- Germany დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. at UCB Libraries GovPubs
- Einbürgerung დაარქივებული 2006-11-04 საიტზე Wayback Machine. — ოფიციალური საიტი მოქალაქეობის მიღების შესახებ
- Germany at the Open Directory Project დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- ფაქტები გერმანიის შესახებ – ფედერალური საგარეო ოფისისგან
- Destatis.de – სტატისტიკის ფედერალური ოფისი
- Key Development Forecasts for Germany
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Die zentralen Worte daraus, 'Einigkeit und Recht und Freiheit', waren zum offiziellen Wahlspruch der BRD erhoben worden." – Peter Ebenbauer, Christian Wessely und Reinhold Esterbaue: Religiöse Appelle und Parolen: Interdisziplinäre Analysen zu einer neuen Sprachform, Kohlhammer, 2008, p. 84 Online
- ↑ Other Than Identity: The Subject, Politics and Art - Google Books
- ↑ The complete guide to national symbols and emblems - James Minahan - Google Books
- ↑ BAMF - Bundesamt für Migration und Flüchtlinge - Das BAMF - Migrationsbericht 2012
- ↑ 5.0 5.1 Bevölkerung nach Nationalität und Geschlecht (Quartalszahlen) de. Statistisches Bundesamt. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2024
- ↑ Zensus 2011: Bevölkerung am 9. Mai 2011. Retrieved 1 June 2013.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Germany. International Monetary Fund (April 2014). ციტირების თარიღი: 28 June 2014.
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.