აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (SOCAR) (აზერ. Azərbaycan Respublikası Dövlət Neft Şirkəti) — აზერბაიჯანის მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული ნავთობკომპანია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის კორპორაციაა. კომპანია აწარმოებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას კასპიის ზღვის აზერბაიჯანული ნაწილის სანაპირო და საზღვაო ზონებში. გარდა ამისა ის მართავს ქვეყნის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ნავთობსადენსა და გაზსადენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში. კომპანიაში სულ დაახლოებით 61 000 თანამშრომელი მუშაობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (SOCAR)
ტიპი სახელმწიფო საკუთრება
დარგი ნავთობი და გაზი
დაფუძნდა 13 სექტემბერი, 1992
სათავო ოფისი ბაქო, აზერბაიჯანი
მმართველი
როვშან ნაჯაფი (პრეზიდენტი)
პროდუქცია ნავთობი, ბუნებრივი აირი, საწვავი, ნავთობქიმია
შემოსავალი AZN 38.43 მლრდ. (2013)[1]
მთლიანი შემოსავალი AZN 1.65 მლრდ. (2013)[1]
სუფთა მოგება AZN 0.98 მლრდ. (2013)[1]
მფლობელი აზერბაიჯანის მთავრობა
თანამშრომელი დაახლ. 61 088 (2014)[2]
საიტი socar.az

კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ბაქოში.

მოკლე ისტორია

რედაქტირება

1989 წლიდან ბაქოში დაბრუნდნენ დასავლეთის ნავთობ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ ყოფილი ნავთობმომპოვებელი მსოფლიო ლიდერის რეანიმაციაში. სუვერენიტეტის მიღწევის შემდეგ, რესპუბლიკის მთავრობამ გააერთიანა ნავთობის მრეწველობის ყველა საწარმოო ორგანიზაცია, საწარმო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია ერთ სტრუქტურად - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიად (SOCAR).

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია შექმნილია აზერბაიჯანის პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის 1992 წლის 13 სექტემბრის № 200 ბრძანებით[3]. 1993 წელს დამტკიცდა “სოკარის“ მართვის სტრუქტურა. 1994 წლის 10 იანვარს, ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, 50-ე მუხლის თანახმად, დამტკიცდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ახალი მენეჯმენტის სტრუქტურა.

ახლა კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნავთობკომპანიაა და მის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

2016 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორი „სოკარი“ იყო.

ხელმძღვანელობა

რედაქტირება

2005 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევია. გარდა ამისა, მას მმართველი სტრუქტურის ათი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს: ხოშბახტ იუსიფზადე, სულეიმან გასიმოვი, ელშად ნასიროვი, დავუდ მამედოვი, მიხაილ ისმაილოვი, რაფიგ ჰუსეინზადე, ხალიკ მამედოვი, რაჰმან გურბანოვი, ბადალ ბადალოვი და ტოფიგ გაჰრამანოვი.

„სოკარის“ ყოფილი პრეზიდენტი ნატიგ ალიევი აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.

საქმიანობა

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოკარის საქმიანობა შედგება ნავთობის საბადოების ძებნა ზღვაში და ხმელეთზე; ნავთობის მომზადება, გამოყენება; გაზის, კონდენსატისა და მათგან მიღებული პროდუქტების ტრანსპორტირება. კომპანია ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას.

SOCAR Azerbaijan-ს გააჩნია 10% შაჰ-დენიზის კონსორციუმში, 25% ნავთობსადენზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და 10% აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის საბადოს წარმოებაში. ამჟამად, „სოკარი“ აქტიურად გადის სხვა ქვეყნების ბაზრებზე.  საქართველოში აქვს საწვავის სადგურების ქსელი, ინვესტირებას ახდენს ნავთობტერმინალის მშენებლობაში საქართველოს სუფსის პორტში.

კომპანიას გააჩნია  საინვესტიციო პროგრამა 20 მილიარდი დოლარის ღირებულებით. „სოკარი“ ასევე აპირებს ყაზახეთში, რუსეთსა და ევროპაში კომპანიების შეძენას[4].

საქმიანობა საქართველოში

რედაქტირება

„სოკარის“  დობილი სტრუქტურა SOCAR Energy Georgia 2010 წლის 11 აპრილს გახსნა 66-ე საწვავის სადგური საქართველოში[5]. ამავე წელს SOCAR Georgia Petroleum - ი გამოცხადებულ იქნა საქართველოში ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელად[6]. 2010 წლის 18 აპრილს „სოკარის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბახტ იუსიფზადემ განაცხადა, რომ საქართველოში „სოკარის“ ბირჟებზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა 95 იქნება[7].

საქმიანობა უკრაინაში

რედაქტირება

SOCAR Energy Ukraine  — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანიაა. უკრაინაში, სოკარმა დაიწყო მუშაობა 2008 წელს. 2010 წელს კომპანიამ დაიწყო საკუთარი  საწვავის  სადგურების ქსელის განვითარება.

2011 წელს „სოკარი“ უკრაინაში 17 ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავდა[8].  2017 წლისთვის უკრაინაში 60-მდე ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებდა. გარდა ამისა,  უკრაინაში არის ორი ნავთობგადამამუშავებელი სადგური - „ბაქო -1“ კიევსა და „განჯა“ ოდესაში[9].

საქმიანობა ყაზახეთში

რედაქტირება

2010 წელს „სოკარის“ დობილმა კომპანია SOCAR Kaz Petroleum-ი ყაზახეთში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი იყო. კომპანია ყაზახეთში ტერმინალს ფლობს.

საქმიანობა თურქეთში

რედაქტირება

2007 წელს ალიანსმა  SOCAR&Turcas/Injas  თურქეთში შეიძინა ნავთობქიმიური კომპანია Petkim Petrokimya- ს 51% -იანი წილი, რომელიც 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს[10]. 2023 წლამდე „სოკარი“გეგმავს 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას Petrokimya-ში[11].

საქმიანობა შვეიცარიაში

რედაქტირება

2008 წელს „სოკარმა“ ჟენევაში გახსნა ოფისი[12]. 2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და Exxon Mobil Central Europe Holding GmbH- ს შორის Exxon Mobil Esso Schweiz GmbH- ის შვეიცარიის ფილიალის აქციების გაყიდვისა და შეძენის შესახებ. გარიგების პირობებით, „სოკარმა“ შვეიცარიაში მიიღო 170 საწვავის სადგური, სამრეწველო და საბითუმო კლიენტების საწვავის მარკეტინგული ქსელი, ვანგენ-ოლდენში გაზის საწვავი ქარხანა, ასევე აქციები საავიაციო შევსების პუნქტებში ჟენევისა და ციურიხის აეროპორტებში[13].

საქმიანობა ნიგერიაში

რედაქტირება

„სოკარის“  შვილობილმა კომპანიამ SOCAR Trading- მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ნიგერიის კომპანია NNPC- თან  2011 წლის განმავლობაში 30 ათასი ბარელი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით[14].

საქმიანობა ჩინეთში

რედაქტირება

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ  და ჩინურმა კომპანიამ  Zhen Rong - მა 2010 წელს ხელი მოაწერეს ჩინეთისთვის აზერბაიჯანის ნავთობის მიწოდების შესახებ მემორანდუმს[15].

საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა

რედაქტირება
  • 2009 წლის 13 აგვისტო - ხელი მოეწერა შეთანხმებას აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთან (USTDA)[16].
  • 2010 წლის 20 მაისი - ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკული კომპანია MI-LLC - სთან, SOCAR- ში თანამედროვე ნარჩენების ცენტრის შექმნის თაობაზე.
  • 2010 წლის  3 ივნისი - ხელშეკრულება გაფორმდა UGE-Lanser PTI- თან 25 წლით[17].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 SOCAR, Consolidated Financial Statements (IFRS), 31 December 2013. SOCAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 17 February 2015.
  2. 2013 SOCAR Sustainable Development Report, Access date: 17 February 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2015.
  3. Azerbaijan Since Independence
  4. ГНКАР планирует выкупить компании в Казахстане, России и Европе - 1news.az
  5. SOCAR увеличила количество АЗС в Грузии- news.day.az
  6. SOCAR Georgia Petroleum объявлена крупнейшим налогоплательщиком Грузии - 1news.az
  7. В Азербайджане будут функционировать 30 АЗС под брендом «SOCAR» - 1news.az
  8. ГНКАР откроет сотни АЗС за рубежом - news.day.az
  9. htSOCAR довела количество своих АЗС в Украине до 60 - trend.az
  10. Альянс SOCAR&Turcas/Injas приобрел в Турции контрольный пакет акций нефтехимической компании Petkim - news.day.az
  11. Азербайджан станет самым крупным инвестором в Турции - news.day.az
  12. Посол Мурад Наджафбейли: "В Швейцарии Азербайджан считается надежным экспортером нефти" - news.day.az
  13. Азербайджан купил у Exxon сеть АЗС в Швейцарии - kommersant.ru
  14. Дочка ГНКАР начинает торговлю нигерийской нефтью - news.day.az
  15. ГНКАР расширит деятельность в Юго-Восточной Азии - news.day.az
  16. Агентство торговли и развития США выделит ГНКАР новый грант[მკვდარი ბმული] - vesti.az
  17. В Азербайджане подписан новый нефтегазовый контракт - trend.az
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SOCAR&oldid=4535118“-დან