ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი. ჩატარდა საფრანგეთში.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
Championnat d'Europe de football 2016
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
ტურნირის დეტალები
ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
      ქალაქები 10
      სტადიონები 10
ტურნირის ვადები 10 ივნისი – 10 ივლისი, 2016
მონაწილე 24
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი პორტუგალიის დროშა პორტუგალია
მეორე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 2 427 303  (47 594 თამაშზე)
მატჩები 51
გოლები 108  (2.12 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი საფრანგეთის დროშა ანტუან გრიზმანი  (6 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის დროშა ანტუან გრიზმანი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.

საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, აირჩა 2010 წლის 28 მაისს. აჯობა თურქეთისა და იტალიის კანდიდატურებს. მატჩები გაიმართა შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი, ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთმა მესამედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, 1960 და 1984 წლების შემდეგ.

საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს იცავდა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის (ევრო 2008 და ევრო 2012) გამარჯვებული იყო.

ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.

სტატიაში ყველა საათი მოცემულია თბილისის დროით.

მასპინძელი ქვეყანა

რედაქტირება

ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა ევრო 2016-ის მასპინძლობის სურვილი 2009 წლის 9 მარტისთვის. საფრანგეთი, იტალია და თურქეთი კონკურსში მონაწილეობდნენ დამოუკიდებლად, შვედეთსა და ნორვეგიას კი გაკეთებული ჰქონდათ ერთობლივი განაცხადი.[1] 2009 წლის დეკემბერში ნორვეგიამ და შვედეთმა უკან გაიტანეს განაცხადი.[2] 2010 წლის 28 მაისს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასპინძელი ქვეყანა შეარჩია.[3]

 
განაცხადები ევრო 2016-ის მასპინძლობაზე
კენჭისყრის შედეგები
ქვეყანა რაუნდი[4]
1-ლი (ქულები) მე-2 (ხმები)
  საფრანგეთი 43 7
  თურქეთი 38 6
  იტალია 23
სულ 104 13
  • პირველ რაუნდში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტი წევრი ახდენდა სამივე განაცხადის რანჟირებას ხუთი, ორი და ერთი ქულით
  • მეორე რაუნდში ცამეტივე წევრი ხმას აძლევდა ერთ-ერთ ფინალისტს.

სტადიონები

რედაქტირება

თავდაპირველად, საფრანგეთის განაცხადში 12 სტადიონი იყო წარდგენილი. 2011 წლის მაისისთვის მასპინძელი სტადიონების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. უალტერნატივო იყო 7 სტადიონი: სტად დე ფრანსი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი საშინაო არენა, ოთხი ახალაშენებული სტადიონები ლილში, ლიონში, ნიცასა და ბორდოში და ორიც უდიდეს ქალაქებში — პარიზსა და მარსელში. ფინანსური პრობლემების გამო კონკურენციას გამოეთიშა სტრასბურგის სტადიონი. შერჩეულ იქნა სტადიონები ლენსსა და ნანსში, ხოლო სენტ-ეტიენი და ტულუზა მოხვდნენ თადარიგში. 2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა 24-გუნდიანი ფორმატის შესახებ. ამიტომ სარეზერვო ქალაქები დანარჩენ ცხრას შეუერთდნენ. 2011 წლის დეკემბერში ნანსი გამოაკლდა მასპინძელი ქალაქების სიას და საბოლოოდ დარჩა ათი ქალაქი, რომლებიც დაამტკიცა უეფა-ს აღმასკომმა 2013 წლის 25 იანვარს. მასპინძელთა შორის ვერ მოხვდნენ ნანტისა და მონპელიეს სტადიონები, რომლებიც გამოიყენეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

სენ-დენი მარსელი ლიონი ლილი
სტად დე ფრანსი სტად ველოდრომი სტად დე ლუმიერი სტად პიერ მაროუ
48°55′28″ ჩ. გ. 2°21′36″ ა. გ. / 48.92444° ჩ. გ. 2.36000° ა. გ. / 48.92444; 2.36000 (Stade de France) 43°16′11″ ჩ. გ. 5°23′45″ ა. გ. / 43.26972° ჩ. გ. 5.39583° ა. გ. / 43.26972; 5.39583 (Stade Vélodrome) 45°45′56″ ჩ. გ. 4°58′52″ ა. გ. / 45.76556° ჩ. გ. 4.98111° ა. გ. / 45.76556; 4.98111 (Stade des Lumières) 50°36′43″ ჩ. გ. 3°07′50″ ა. გ. / 50.61194° ჩ. გ. 3.13056° ა. გ. / 50.61194; 3.13056 (Stade Pierre-Mauroy)
ტევადობა: 81 338 ტევადობა: 67 394
(განახლებული)
ტევადობა: 59 286
(ახალი)
ტევადობა: 50 186
(ახალი)
       
 
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (საფრანგეთი)
 
პარიზი ბორდო
პარკ დე პრენსი სტად დე ბორდო
48°50′29″ ჩ. გ. 2°15′11″ ა. გ. / 48.84139° ჩ. გ. 2.25306° ა. გ. / 48.84139; 2.25306 (Parc des Princes) 44°53′50″ ჩ. გ. 0°33′43″ დ. გ. / 44.89722° ჩ. გ. 0.56194° დ. გ. / 44.89722; -0.56194 (Bordeaux)
ტევადობა: 47 000
(განახლებული)
ტევადობა: 42 115
(ახალი)
   
   
სენტ-ეტიენი ნიცა ლენსი ტულუზა
სტად ჟოფრი-გიშარი ალიანს რივიერა სტად ბოლერ-დელი მუნიციპალური სტადიონი
45°27′39″ ჩ. გ. 4°23′24″ ა. გ. / 45.46083° ჩ. გ. 4.39000° ა. გ. / 45.46083; 4.39000 (St Etienne) 43°42′25″ ჩ. გ. 7°11′40″ ა. გ. / 43.70694° ჩ. გ. 7.19444° ა. გ. / 43.70694; 7.19444 (Nice) 50°25′58″ ჩ. გ. 2°48′53″ ა. გ. / 50.4328500° ჩ. გ. 2.8148528° ა. გ. / 50.4328500; 2.8148528 (Lens) 43°34′59″ ჩ. გ. 1°26′03″ ა. გ. / 43.58306° ჩ. გ. 1.43417° ა. გ. / 43.58306; 1.43417 (Toulouse)
ტევადობა: 41 965
(განახლებული)
ტევადობა: 35 624
(ახალი)
ტევადობა: 38 223
(განახლებული)
ტევადობა: 33 300
(განახლებული)
       

უსაფრთხოება

რედაქტირება

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა გამოიწვია დისკუსია ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.

საკვალიფიკაციო ეტაპი

რედაქტირება

საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაიმართა.[5]

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 53 გუნდი, მათ შორის იყო გიბრალტარი, რომელიც პირველად ჩაერთო ტურნირზე. გუნდების განთესვა მოხდა უეფას ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტებით. გუნდები განაწილდნენ 8 ექვსგუნდიან და ერთ ხუთგუნდიან ჯგუფში. გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ დაიშვა ევროპის ჩემპიონატზე. რვა მესამეადგილოსანს შორის გაიმართა ორმატჩიანი პლეი-ოფი ოთხი გამარჯვებულის გამოსავლენად. მიშელ პლატინის ჰქონდა წინადადება, საკვალიფიკაციო ეტაპი გაყოფილიყო ორ ჯგუფურ რაუნდად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ევრო 2012-ის მონაწილე 16 გუნდიდან 13-მა (საფრანგეთის ჩათვლით) მიიღო ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის იყო ინგლისის ნაკრები, რომელმაც მოიგო 10-დან 10 მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, რომელმაც ზედიზედ მე-12-ედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2012-ის გამოტოვების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ თურქეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და ავსტრია. ამ ორი უკანასკნელისთვის ევრო 2016 რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველად მათ როგორც მასპინძელმა, ისე მიიღეს მონაწილეობა — ავსტრიამ 2008, ხოლო უკრაინამ 2012 წელს. დიდი ხნის შესვენებების შემდეგ დაუბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატს ბელგია (ბოლო მონაწილეობა 2000 წელს) და უნგრეთი (ბოლო მონაწილეობა 1972 წელს). ხუთი გუნდი — ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი და უელსი — პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ალბანეთსა და ისლანდიას აქამდე არც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშიათ. საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს ყოფილმა ჩემპიონებმა: დანიამ (1992), ნიდერლანდმა (1988) და საბერძნეთმა (2004).

ფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ევრო 1996-დან ევრო 2012-ის ჩათვლით შეიცვალა, რათა მორგებოდა 24 მონაწილეს. საჭირო გახდა ორი ჯგუფის და პლეი-ოფის ეტაპზე ერთი რაუნდის დამატება. ექვსი ჯგუფი (A-დან F-ის ჩათვლით) შედგება ოთხი გუნდისგან. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გააგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი და საბოლოოდ ეს 16 გუნდი პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს მერვედფინალის ეტაპიდან. ეს ფორმატი გამოიყენებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე 1986-1994 წლებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება მესამე ადგილი. ფორმატი ითვალისწინებს 51 მატჩის ჩატარებას, ნაცვლად ძველი ფორმატის 31 მატჩისა.

შემადგენლობები

რედაქტირება

თითოეული ნაკრები გუნდი, ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ ათი დღით ადრე, წარადგენს განაცხადს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, მათგან სამი უნდა იყოს მეკარე. თუ ფეხბურთელი დაშავდება ან დაავადდება გუნდის პირველ მატჩამდე, მისი შეცვლა შესაძლებელია სხვა მოთამაშით.

თანაბარი ქულები

რედაქტირება

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა გუნდებს მიენიჭება შემდეგი წესების მიხედვით:

  1. ერთმანეთთან შეხვედრებში დაგროვილი ქულები
  2. ერთმანეთთან შეხვედრებში ბურთების სხვაობა
  3. ერთმანეთთან შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი
  4. ბურთების სხვაობა ყველა მატჩში
  5. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ყველა მატჩში
  6. პენალტების სერია
  7. სამართლიანი თამაშის პრინციპების (Fair play) დაცვა (ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა)
  8. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან შემდეგი წესებით:

  1. ყველაზე მეტი ქულა
  2. გოლების საუკეთესო დადებითი სხვაობა
  3. ყველაზე მეტი გატანილი გოლი
  4. სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა
  5. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

ჯგუფური ეტაპი

რედაქტირება

წილისყრა

რედაქტირება

წილისყრა გაიმართა პარიზში, 2015 წლის 12 დეკემბერს.[6] მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, წინასწარაა განთესილი A ჯგუფში, პირველ პოზიციაზე. დანარჩენი 23 გუნდი განაწილდა სამ კალათში, აქედან ხუთი საუკეთესო მოხვდა პირველ კალათში, ხოლო დანარჩენ კალათებში ექვს-ექვსი გუნდი განაწილდა. ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრები ავტომატურად მოხვდა პირველ კალათში, ხოლო ყველა დანარჩენი გუნდი კალათებში განაწილდა უეფა-ს ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების (2015 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით) შესაბამისად.[7][8][9][10]

1-ლი კალათი5
გუნდი კოეფიციენტი რანგი
  ესპანეთი6 37,962 2
  გერმანია 40,236 1
  ინგლისი 35,963 3
  პორტუგალია 35,138 4
  ბელგია 34,442 5
მე-2 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
  იტალია 34,345 6
  რუსეთი 31,345 9
  შვეიცარია 31,254 10
  ავსტრია 30,932 11
  ხორვატია 30,642 12
  უკრაინა 30,313 14
მე-3 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
  ჩეხეთი 29,403 15
  შვედეთი 29,028 16
  პოლონეთი 28,306 17
  რუმინეთი 28,038 18
  სლოვაკეთი 27,171 19
  უნგრეთი 27,142 20
მე-4 კალათი
გუნდი კოეფიციენტი რანგი
  თურქეთი 27,033 22
  ირლანდია 26,902 23
  ისლანდია 25,388 27
  უელსი 24,531 28
  ალბანეთი 23,216 31
  ჩრდილოეთი ირლანდია 22,961 33
გუნდი გატ გაშ სხვ
  საფრანგეთი 3 2 1 0 4 1 +3 7
  შვეიცარია 3 1 2 0 2 1 +1 5
  ალბანეთი 3 1 0 2 1 3 −2 3
  რუმინეთი 3 0 1 2 2 4 −2 1
10 ივნისი, 2016 (2016-06-10)
23:00
საფრანგეთი   2 – 1   რუმინეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 75,113
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ჟირუ   57'
პაიე   89'
ბმული   65' (პენ.) სტანკუ
11 ივნისი, 2016 (2016-06-11)
17:00
ალბანეთი   0 – 1   შვეიცარია სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 33,805
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ბმული   5' შერი

15 ივნისი, 2016 (2016-06-15)
20:00
რუმინეთი   1 – 1   შვეიცარია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 43,576
მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი)
სტანკუ   18' (პენ.) ბმული   57' მეჰმედი
15 ივნისი, 2016 (2016-06-15)
23:00
საფრანგეთი   2 – 0   ალბანეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 63,670
მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია)
გრიზმანი   90'
პაიე   90+6'
ბმული

19 ივნისი, 2016 (2016-06-19)
23:00
რუმინეთი   0 – 1   ალბანეთი სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 49,752
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ბმული   43' სადიკუ
19 ივნისი, 2016 (2016-06-19)
23:00
შვეიცარია   0 – 0   საფრანგეთი სტად პიერ მაურუ, ლილი
მაყურებელი: 45,616
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია
ბმული
გუნდი გატ გაშ სხვ
  უელსი 3 2 0 1 6 3 +3 6
  ინგლისი 3 1 2 0 3 2 +1 5
  სლოვაკეთი 3 1 1 1 3 3 0 4
  რუსეთი 3 0 1 2 2 6 −4 1
11 ივნისი, 2016 (2016-06-11)
20:00
უელსი   2 – 1   სლოვაკეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 37,831
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ბეილი   10'
რობსონ-კანუ   81'
ბმული   61' დუდა
11 ივნისი, 2016 (2016-06-11)
23:00
ინგლისი   1 – 1   რუსეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 62,343
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დაიერი   73' ბმული   90+2' ბერეზუცკი

15 ივნისი, 2016 (2016-06-15)
17:00
რუსეთი   1 – 2   სლოვაკეთი სტად პიერ მაურუ, ლილი
მაყურებელი: 38,989
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
გლუშაკოვი   80' ბმული   32' ვაისი
  45' ჰამშიკი
16 ივნისი, 2016 (2016-06-16)
17:00
ინგლისი   2 – 0   უელსი სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 34,033
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ვარდი   56'
სტარიჯი   90+2'
ბმული   42' ბეილი

20 ივნისი, 2016 (2016-06-20)
23:00
რუსეთი   0 – 3   უელსი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 28,840
მსაჯი: იუნას ერიქსონი (შვედეთი)
ბმული   11' რემსი
  20' ტეილორი
  67' ბეილი
20 ივნისი, 2016 (2016-06-20)
23:00
სლოვაკეთი   0 – 0   ინგლისი სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 39,051
მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)
ბმული
გუნდი გატ გაშ სხვ
  გერმანია 3 2 1 0 3 0 +3 7
  პოლონეთი 3 2 1 0 2 0 +2 7
  ჩრდილოეთი ირლანდია 3 1 0 2 2 2 0 3
  უკრაინა 3 0 0 3 0 5 -5 0
12 ივნისი, 2016 (2016-06-12)
20:00
პოლონეთი   1 – 0   ჩრდილოეთი ირლანდია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,742
მსაჯი: ივიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
მილიკი   51' ბმული
12 ივნისი, 2016 (2016-06-12)
23:00
გერმანია   2 – 0   უკრაინა სტად პიერ-მაროუ, ლილი
მაყურებელი: 43,035
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
მუსტაფი   19'
შვაინშტაიგერი   90+2'
ბმული

16 ივნისი, 2016 (2016-06-16)
20:00
უკრაინა   0 – 2   ჩრდილოეთი ირლანდია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 51,043
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
ბმული   49' მაკოლი
  90+6' მაკგინი
16 ივნისი, 2016 (2016-06-16)
23:00
გერმანია   0 – 0   პოლონეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 73,648
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
ბმული

21 ივნისი, 2016 (2016-06-21)
20:00
უკრაინა   0 – 1   პოლონეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 58,874
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ბმული   54' ბლაშჩიკოვსკი
21 ივნისი, 2016 (2016-06-21)
20:00
ჩრდილოეთი ირლანდია   0 – 1   გერმანია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,125
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
ბმული   30' გომესი
გუნდი გატ გაშ სხვ
  ხორვატია 3 2 1 0 5 3 +2 7
  ესპანეთი 3 2 0 1 5 2 +3 6
  თურქეთი 3 1 0 2 2 4 −2 3
  ჩეხეთი 3 0 1 2 2 5 −3 1
12 ივნისი, 2016 (2016-06-12)
17:00
თურქეთი   0 – 1   ხორვატია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 43,842
მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი)
ბმული   41' მოდრიჩი
13 ივნისი, 2016 (2016-06-13)
17:00
ესპანეთი   1 – 0   ჩეხეთი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 29,400
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
პიკე   87' ბმული

17 ივნისი, 2016 (2016-06-17)
20:00
ჩეხეთი   2 – 2   ხორვატია სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,376
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
შკოდა   76'
ნეციდი   89' (პენ.)
ბმული   37' პერიშიჩი
  59' რაკიტიჩი
17 ივნისი, 2016 (2016-06-17)
23:00
ესპანეთი   3 – 0   თურქეთი ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,409
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
მორატა   34'48'
ნოლიტო   37'
ბმული

21 ივნისი, 2016 (2016-06-21)
23:00
ჩეხეთი   0 – 2   თურქეთი სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 32,836
მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია)
ბმული   10' ილმაზი
  65' ტუფანი
21 ივნისი, 2016 (2016-06-21)
23:00
ხორვატია   2 – 1   ესპანეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 37,245
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
კალინიჩი   45'
პერიშიჩი   87'
ბმული   7' მორატა
გუნდი გატ გაშ სხვ
  იტალია 3 2 0 1 3 1 +2 6
  ბელგია 3 2 0 1 4 2 +2 6
  ირლანდია 3 1 1 1 2 4 −2 4
  შვედეთი 3 0 1 2 1 3 −2 1
13 ივნისი, 2016 (2016-06-13)
20:00
ირლანდია   1 – 1   შვედეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 73,419
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
ჰულაჰანი   48' ბმული   71' (ს.კ.) კლარკი
13 ივნისი, 2016 (2016-06-13)
23:00
ბელგია   0 – 2   იტალია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 55,408
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ბმული   32' ჯაკერინი
  90+3' პელე

17 ივნისი, 2016 (2016-06-17)
17:00
იტალია   1 – 0   შვედეთი მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 29,600
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ედერი   88' ბმული
18 ივნისი, 2016 (2016-06-18)
17:00
ბელგია   3 – 0   ირლანდია მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 39,493
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
ლუკაკუ   48'70'
ვიტსელი   61'
ბმული

22 ივნისი, 2016 (2016-06-22)
23:00
იტალია   0 – 1   ირლანდია სტად პიერ-მარუ, ლილი
მაყურებელი: 44,268
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
ბმული   85' ბრეიდი
22 ივნისი, 2016 (2016-06-22)
23:00
შვედეთი   0 – 1   ბელგია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 34,011
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ბმული   84' ნაინგოლანი
გუნდი გატ გაშ სხვ
  უნგრეთი 3 1 2 0 6 4 +2 5
  ისლანდია 3 1 2 0 4 3 +1 5
  პორტუგალია 3 0 3 0 4 4 0 3
  ავსტრია 3 0 1 2 1 4 −3 1
14 ივნისი, 2016 (2016-06-14)
20:00
ავსტრია   0 – 2   უნგრეთი მატმუტ ატლანტიკი, ბორდო
მაყურებელი: 34,424
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
ბმული   62' სალაი
  87' შტიბერი
14 ივნისი, 2016 (2016-06-14)
23:00
პორტუგალია   1 – 1   ისლანდია სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,742
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
ნანი   31' ბმული   50' ბიადნასონი

18 ივნისი, 2016 (2016-06-18)
20:00
ისლანდია   1 – 1   უნგრეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 60,842
მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი)
სიგურდსონი   40' (პენ.) ბმული   88' (ს.კ.) სევარსონი
18 ივნისი, 2016 (2016-06-18)
23:00
პორტუგალია   0 – 0   ავსტრია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,291
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ბმული

22 ივნისი, 2016 (2016-06-22)
20:00
ისლანდია   2 – 1   ავსტრია სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 68,714
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ბიოდვარსონი   18'
ტრაუსტასონი   90+4'
ბმული   60' შიოპჰი
22 ივნისი, 2016 (2016-06-22)
20:00
უნგრეთი   3 – 3   პორტუგალია სტად დე ლუმიერი, ლიონი
მაყურებელი: 55,514
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
გერა   19'
ჯუჯაკი   47'55'
ბმული   42' ნანი
  50'62' რონალდუ

პლეი-ოფის ეტაპი

რედაქტირება
 
მერვედფინალიმეოთხედფინალინახევარფინალიფინალი
 
              
 
25 ივნისი – სენტ-ეტიენი
 
 
  შვეიცარია1 (4)
 
30 ივნისი – მარსელი
 
  პოლონეთი (პენ.)1 (5)
 
  პოლონეთი1 (3)
 
25 ივნისი – ლენსი
 
  პორტუგალია (პენ.)1 (5)
 
  ხორვატია0
 
6 ივლისი – ლიონი
 
  პორტუგალია (დ.დ.)1
 
  პორტუგალია2
 
25 ივნისი – პარიზი
 
  უელსი0
 
  უელსი1
 
1 ივლისი – ლილი
 
  ჩრდილოეთი ირლანდია0
 
  უელსი3
 
26 ივნისი – ტულუზა
 
  ბელგია1
 
  უნგრეთი0
 
10 ივლისი – სენ-დენი
 
  ბელგია4
 
  პორტუგალია (დ.დ.)1
 
26 ივნისი – ლილი
 
  საფრანგეთი0
 
  გერმანია3
 
2 ივლისი – ბორდო
 
  სლოვაკეთი0
 
  გერმანია (პენ.)1 (6)
 
27 ივნისი – სენ-დენი
 
  იტალია1 (5)
 
  იტალია2
 
7 ივლისი – მარსელი
 
  ესპანეთი0
 
  გერმანია0
 
26 ივნისი – ლიონი
 
  საფრანგეთი2
 
  საფრანგეთი2
 
3 ივლისი – სენ-დენი
 
  ირლანდია1
 
  საფრანგეთი5
 
27 ივნისი – ნიცა
 
  ისლანდია2
 
  ინგლისი1
 
 
  ისლანდია2
 

მერვედფინალები

რედაქტირება
25 ივნისი, 2016 (2016-06-25)
17:00
შვეიცარია   1 – 1
(დ.დ.)
  პოლონეთი სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი
მაყურებელი: 38,842
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
შაჩირი   82' ბმული   39' ბლაშჩიკოვსკი
  პენალტები  
ლიხტშტაინერი  

ჯაკა  
შაჩირი  
შერი  
როდრიგესი  

4 – 5   ლევანდოვსკი

  მილიკი
  გლიკი
  ბლაშჩიკოვსკი
  კრიხოვიაკი


25 ივნისი, 2016 (2016-06-25)
20:00
უელსი   1 – 0   ჩრდილოეთი ირლანდია პარკ დე პრენსი, პარიზი
მაყურებელი: 44,342
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
მაკალი   75' (ს.კ.) ბმული

25 ივნისი, 2016 (2016-06-25)
23:00
ხორვატია   0 – 1
(დ.დ.)
  პორტუგალია სტად ბოლერ დელელი, ლენსი
მაყურებელი: 33,523
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ბმული   117' კვარეშმა

26 ივნისი, 2016 (2016-06-26)
17:00
საფრანგეთი   2 – 1   ირლანდია ლუმიერების სტადიონი, ლიონი
მაყურებელი: 56,279
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გრიზმანი   58'61' ბმული   2' (პენ.) ბრეიდი

26 ივნისი, 2016 (2016-06-26)
20:00
გერმანია   3 – 0   სლოვაკეთი სტად პიერ მაროუ, ლილი
მაყურებელი: 44,312
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ბოატენგი   8'
გომესი   43'
დრაქსლერი   63'
ბმული

26 ივნისი, 2016 (2016-06-26)
23:00
უნგრეთი   0 – 4   ბელგია მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა
მაყურებელი: 28,921
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
  10' ალდერვეირელდი
  78' ბატშუაი
  80' აზარი
  90+1' კარასკო

27 ივნისი, 2016 (2016-06-27)
20:00
იტალია   2 – 0   ესპანეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 76,165
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
კიელინი   33'
პელე   90+1'
ბმული

27 ივნისი, 2016 (2016-06-27)
23:00
ინგლისი   1 – 2   ისლანდია ალიანს რივიერა, ნიცა
მაყურებელი: 33,901
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია
რუნი   4' (პენ.) ბმული   6' სიგურდსონი
  18' სიგტორსონი

მეოთხედფინალები

რედაქტირება
30 ივნისი, 2016 (2016-06-30)
23:00
პოლონეთი   1 – 1
(დ.დ.)
  პორტუგალია სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 62,940
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ლევანდოვსკი   2' ბმული   33' სანჩესი
  პენალტები  
ლევანდოვსკი  

მილიკი  
გლიკი  
ბლაშჩიკოვსკი  

3 – 5   რონალდუ

  სანჩესი
  მუტინიო
  ნანი
  კვარეშმა


1 ივლისი, 2016 (2016-07-01)
23:00
უელსი   3 – 1   ბელგია Stade Pierre-Mauroy, ლილი
მაყურებელი: 45,936
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
უილიამსი   31'
რობსონ-კანუ   55'
ვოუკსი   86'
ბმული   13' ნაინგოლანი

2 ივლისი, 2016 (2016-07-02)
23:00
გერმანია   1 – 1
(დ.დ.)
  იტალია Matmut Atlantique, ბორდო
მაყურებელი: 38,764
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
ოზილი   65' ბმული   78' (პენ.) ბონუჩი
  პენალტები  
კროოსი  

მიულერი  
ოზილი  
დრაქსლერი  
შვაინშტაიგერი  
ჰუმელსი  
კიმიჰი  
ბოატენგი  
ჰექტორი  

6 – 5   ინსინიე

  ძაძა
  ბარძალი
  პელე
  ბონუჩი
  ჯაკერინი
  პაროლო
  დე შილიო
  დარმიანი


3 ივლისი, 2016 (2016-07-03)
23:00
საფრანგეთი   5 – 2   ისლანდია სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 76,833
მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები)
ჟირუ   12'59'
პოგბა   20'
პაიეტი   43'
გრიზმანი   45'
ბმული   56' სიგტორსონი
  84' ბიადნასონი

ნახევარფინალები

რედაქტირება
6 ივლისი, 2016 (2016-07-06)
23:00
პორტუგალია   2 – 0   უელსი ლუმიერების სტადიონი, ლიონი
მაყურებელი: 55,679
მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი)
რონალდუ   50'
ნანი   53'
ბმული

7 ივლისი, 2016 (2016-07-07)
23:00
გერმანია   0 – 2   საფრანგეთი სტად ველოდრომი, მარსელი
მაყურებელი: 64,078
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ბმული   45+2' (პენ.)72' გრიზმანი
10 ივლისი, 2016 (2016-07-10)
23:00
პორტუგალია   1 – 0
(დ.დ.)
  საფრანგეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 75,868
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ედერი   109' ბმული

მარკეტინგი

რედაქტირება

2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო. ლოგო ასახავს ანრი დელონეს თასს საფრანგეთის ეროვნულ ფერებში (ლურჯი, თეთრი, წითელი). 2013 წლის 17 ოქტომბერს უეფა-მ გამოაცხადა ტურნირის ოფიციალური სლოგანი „Le Rendez-Vous“. „Konami“ გამოუშვებს ტურნირის ოფიციალურ ვიდეო თამაშს Pro Evolution Soccer 2016-ში.

ტურნირის ოფიციალური თილისმა, სუპერ ვიქტორი პირველად ნაჩვენები იქნა იქნა 2014 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდების მატჩის დროს. ესაა საფრანგეთის ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი სუპერგმირი ბავშვი, ზურგზე წითელი მოსასხამით. მოსასხამი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი არის ბავშვის სუპერძალის წყარო. თილისმამ უეფა-ს ოფიციალურ საიტზე 50 ათას ხმაზე მეტი მიიღო.

ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ადიდასის „Beau Jeu“ 2015 წლის 12 ნოემბერს წარადგინა ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა.

სპონსორები

რედაქტირება
გლობალური სპონსორები ეროვნული სპონსორები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Four candidates signal UEFA Euro 2016 interest“. UEFA.com. Union of European Football Associations. 11 March 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
  2. „Regeringen säger nej till EM 2016-ansökan“. Swedish Football Association (Swedish). 9 December 2009. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
  3. „France chosen to host Euro 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2 July 2012.
  4. AFP: France win race to host Euro 2016
  5. გულისყური “აკროპოლისისკენ”. „მსოფლიო სპორტი“. 22.02.2014.
  6. Finals draw. UEFA.com.
  7. EURO 2016 play-off, final tournament draw info. UEFA (30 June 2015). ციტირების თარიღი: 30 June 2015.
  8. UEFA EURO 2016 draw pots take shape. UEFA (14 October 2015). ციტირების თარიღი: 14 October 2015.
  9. EURO 2016 draw pots confirmed for 12 December. UEFA.com (17 November 2015).
  10. National team coefficients overview (pdf). UEFA (14 October 2015). ციტირების თარიღი: 14 October 2015.
  11. adidas on board for UEFA EURO 2012. UEFA.com. ციტატა: „The long-term partnership between UEFA and adidas is to continue with rights granted to UEFA EURO 2012™ and 2016™ plus all other national-team competitions until 2017.“ ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  12. UEFA. Carlsberg signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
  13. „Coca-Cola signs for Euro 2012, 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 22 February 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  14. „Continental to sponsor Euro 2012 and 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 20 October 2011. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  15. „Hyundai-Kia joins as official sponsor for UEFA Euro 2012™ and UEFA Euro 2016™“. UEFA.com. Union of European Football Associations. 2 March 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  16. „McDonald's signed up as official Euro sponsor“. UEFA.com. Union of European Football Associations. 26 May 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  17. „Orange joins Uefa Euro 2016 as global partner“. SportsPro. 28 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 October 2015.
  18. SOCAR signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 31 July 2013.
  19. Turkish Airlines joins UEFA EURO 2016 as Official Airline Partner. UEFA.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  20. Crédit Agricole joins EURO national sponsors. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  21. FDJ is first UEFA EURO 2016 national sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  22. Recruiter PROMAN signed up as EURO sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  23. SNCF arrives as fourth national EURO sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.