მესუთ ოზილი
მესუთ ოზილი (თურქ. Mesut Özil; დ. 15 ოქტომბერი, 1988) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ფენერბახჩეს“ წევრი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მესუთ ოზილი | ||
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | გელზენკირხენი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | არსენალი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995-1998 | ვესტფალია 04 გელზენკირხენი | ||
1998-1999 | ტევტონია (შალკე-ნორდი) | ||
1999-2000 | ფალკე (გელზენკირხენი) | ||
2000-2005 | როტ-ვაის ესენი | ||
2005-2007 | შალკე 04 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006-2008 | შალკე 04 | 30 | (0) |
2008-2010 | ვერდერი | 71 | (13) |
2010-2013 | რეალ მადრიდი | 105 | (19) |
2013- | არსენალი | 167 | (32) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006-2007 | გერმანია 19 წლ. | 11 | (4) |
2007-2009 | გერმანია 21 წლ. | 16 | (5) |
2009-2018 | გერმანია | 92 | (23) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 ოქტომბერი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ოქტომბერი, 2019 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგერმანიაში
რედაქტირებაოზილმა თავისი პროფესიული კარიერა „შალკე 04“-ში დაიწყო, კონტრაქტი მან 2005 წელს გააფორმა. „შალკეს“ შემადგენლობაში მან პირველად ითამაშა ლიგის თასზე „ბაიერის“ წინააღმდეგ, სადაც მთავარი პლეიმეიქერი ლინკოლნი შეცვალა.[1]
2008 წლის 31 იანვარს ოზილმა კონტრაქტი გააფორმა „ვერდერთან“. 2010 წლის 17 აგვისტოს კი მან კონტრაქტი ესპანურ კლუბ „რეალ მადრიდთან“ გააფორმა.[2]
რეალ მადრიდი
რედაქტირება2010/11
რედაქტირება2010 წლის 29 აგვისტოს, შედგა ოზილის დებიუტი „რეალის“ რიგებში, „მალიორკას“ წინააღმდეგ. გერმანელი 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე სერხიო კანალესის ნაცვლად. მატჩი 0:0 დასრულდა[3]. თავისი პირველი გოლი „რეალში“ ოზილმა 2010 წლის 3 ოქტომბერს გაიტანა „დეპორტივო ლა-კორუნიას“ კარში, ამ შეხვედრაში მადრიდელებმა 6:1 იმარჯვეს. ოზილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 24-ე წუთზე გაიტანა[4]. მესუთმა გოლი გაიტანა „რასინგთან“, 2 გოლი გაიტანა „ატლეტიკოსთან“ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში, მან ასევე „სარაგოსას“ და „ხეტაფეს“ კარშიც მოახერხა გოლის გატანა. ოზილმა გააკეთა 17 საგოლე გადაცემა და ესპანეთში ამ მაჩვენებლით მე-2 იყო ლიონელ მესის შემდეგ. ესპანეთის ჩემპიონატში ოზილმა ითამაშა 36 შეხვედრა, 30 თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 6 თამაშში მოედანზე სათადარიგოდან შევიდა. ის 22-ჯერ იქნა გამოცვლილი.
ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კი ოზილს „რეალ მადრიდის“ რიგებში „აიაქსის“ წინააღმდეგ ჰქონდა. ის მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 88 წუთზე გავიდა. ოზილმა გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და გახდა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი. პირველი შეხვედრა ესპანეთის თასზე „რეალ მურსიასთან“ ჰქონდა გასვლაზე. მატჩი 0:0 დასრულდა. განმეორებით მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე, ოზილს მონაწილეობა შეხვედრაში არ მიუღია და მისმა გუნდმა 5:1 იმარჯვა. პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „ლევანტეს“ წინააღმდეგ ოზილმა გოლი გაიტანა მე-9 წუთზე. 1/4 ფინალში კი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახევარფინალს განმეორებით შევხედრაში, „სევილიის“ წინააღმდეგ ოზილმა მატჩში პირველი გოლი გაიტანა გუნდს შეხვერაში გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. საბოლოოდ „რეალ მადრიდმა“ მოახერხა თასის მოგება და ეს ოზილის პირველი ტიტული იყო ახალ კლუბში.
2011/12
რედაქტირებაახალი სეზონის დასაწყისში იოზილმა 10 ნომერი აიღო, რადგან ლასანა დიარამ, რომელსაც წინა სეზონში ჰქონდა 10 ნომერი, 24 ნომრიანი მაისური მოირგო. ბოიკოტის გამო ესპანეთის ჩემპიონატი ახალ სეზონში მე-2 ტურიდან განახლდა, სადაც „სამეფო კლუბი“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა. ოზილმა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო შეხვედრა და ის 78-ე წუთზე გამოცვალეს. ამ დროში იოზილმა 1 საგოლე გადაცემის გაკეთემა შეძლო ხოლო „რეალ მადრიდმა“ 0:6 დაამარცხა მეტოქე. ამ სეზონში ესპანეთში „რეალი“ პირველ ადგილზე გავიდა, მოაგროვა 100 ქულა და გაიტანა 121 გოლი. „ბლანკოსმა“ რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. გერმანელმა ნახევარმცველმა კი 4-ჯერ გამოიჩინა თავი და 17-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.
არსენალი
რედაქტირება2013 წლის 2 სექტემბერს „რეალ მადრიდმა“ ისკოსა და გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ გაყიდა ოზილი „არსენალში“, რომელმაც გერმანელ ფეხბურთელში 40 მლნ ფუნტზე მეტი გადაიხადა და ამით ოზილი ყველაზე ძვირადღირეუბლ გერმანელ ფეხბურთელად იქცა[5]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2007 წელს ოზილი გამოიძახეს გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრებში. 2008 წელს მან ითამაშა ევრო 2008-ის ფინალური მატჩი ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. 2009 წლის 5 თებერვალს კი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. 11 თებერვალს კი შედგა მისი დებიუტი ნორვეგიის წინააღმდეგ. მატჩი ნორვეგიელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2010
რედაქტირებაგერმანელები, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, D ჯგუფში მოხვდნენ. პირველი მატჩი ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. ოზილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მე-12 წუთზე მან პირველივე შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი. იოზილმა მოედანზე 74 წუთი დაჰყო და ის მარიო გომესმა ჩაანაცვლა. გერმანელებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს. შემდეგ მატჩში გერმანიამ მარცხი განიცადა. „ბუნდესნაკრებმა“ სერბეთთან შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დათმო. გერმანელები 37-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ..ოზლიმა შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა. D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გერმანია განის ნაკრებს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა. იოზილი მოედანზე მატჩის დაწყებისთანავე გამოჩნდა და მე-60 წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა. 1/8 ფინალში გერმანია ინგლისს დაუპირისპირდა. ოზილმა 83 წუთი გაატარა მოედანზე და გერმანელებმა 4:1 მოიგეს. 1/4 ფინალში მათი მეტოქე არგენტინა იყო და მათ გერმანელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ოზილმა ამჯერად მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალში გერმანელები მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ჩემპიონატზე გერმანელებმა მე-3 ადგილი დაიკავეს. მათ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატზე იოზილმა 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იყო კანდიდატი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის მოგების.
ევრო 2012
რედაქტირებაევროპის ჩემპიონატზე იოზილის დებიუტი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ მატჩში ოზილისაუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გერმანელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. მეორე ტურის მატჩში ისინი ჰოლანდიას დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს, მესუთ ოზილი 81-ე წუთზე გამოცვალეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დანიასთან ოზილმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. მეოთხეთფინალში გერმანელებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხეს 4:2. ოზილმა მე-3 გოლი გაიტანა და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა ფილიპ ლამზე და მიროსლავ კლოზეზე. ნახევარფინალში მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გერმანელები 0:2-ს აგებდნენ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ერთი გოლის გაქვითვა მესუთ იოზილმა 11 მეტრიანის საშუალებით მოახერხა და მატჩი 1:2 დასრულდა. გერმანელები ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.
სტატისტიკა
რედაქტირება2012 წლის 23 დეკემბრის მონაცემებით[6][7][8]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროთასები | სულ | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაშები | გოლები | პასები | თამაშები | თამაშები | პასები | გოლები | გოლები | პასები | თამაშები | გოლები | პასები | ||
შალკე 04 | 2006/07 | 19 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 21 | 0 | 1 |
2007/08 | 11 | 0 | 4 | 1 | 1 | 0 | 4 | 0 | 0 | 16 | 1 | 4 | |
სულ | 30 | 0 | 5 | 2 | 1 | 0 | 5 | 0 | 0 | 37 | 1 | 5 | |
ვერდერი | 2007/08 | 12 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 14 | 1 | 1 |
2008/09 | 28 | 3 | 12 | 5 | 2 | 1 | 14 | 0 | 7 | 47 | 5 | 20 | |
2009/10 | 31 | 9 | 12 | 5 | 0 | 2 | 8 | 0 | 7 | 44 | 9 | 21 | |
2010/11 | — | 1 | 0 | 1 | — | 1 | 0 | 1 | |||||
სულ | 71 | 13 | 25 | 11 | 2 | 4 | 24 | 0 | 14 | 106 | 15 | 43 | |
მადრიდის რეალი | 2010/11 | 36 | 6 | 17 | 6 | 3 | 2 | 11 | 1 | 6 | 53 | 10 | 25 |
2011/12 | 35 | 4 | 17 | 7 | 1 | 4 | 10 | 1 | 3 | 52 | 7 | 24 | |
2012/13 | 17 | 4 | 4 | 3 | 0 | 1 | 4 | 1 | 2 | 24 | 5 | 7 | |
სულ | 88 | 14 | 38 | 16 | 4 | 7 | 25 | 3 | 11 | 129 | 22 | 56 | |
სულ კარიერაში | 189 | 27 | 68 | 29 | 7 | 11 | 56 | 5 | 25 | 272 | 38 | 104 |
ტიტულები
რედაქტირებაკლუბური
რედაქტირება- გერმანიის თასის მფლობელი: 2008/09
- ესპანეთის ჩემპიონი: 2011/12
- ესპანეთის თასის მფლობელი: 2010/11
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 2012
- ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი (3): 2014, 2015, 2017
- ინგლისის სუპერთასის მფლობელი: 2015
სანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის: 2009
- მსოფლიო ჩემპიონი: 2014
- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2010
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2012
ინდივიდუალური
რედაქტირება- გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი — 2011, 2012, 2013, 2015
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტი: 2010/2011
- ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი: 2011/12
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მესუთ ოზილი kicker.de-ზე (გერმანული)
- ESPN Profile დაარქივებული 2013-02-06 საიტზე Wayback Machine.
- BDFutbol profile
- Transfermarkt profile
- 2010 FIFA World Cup profile დაარქივებული 2013-12-25 საიტზე Wayback Machine.
- მესუთ ოზილი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.kicker.de/fussball/bundesliga/startseite/artikel/352932
- ↑ http://www.realmadrid.com/cs/Satellite/es/1330010081761/noticia/Noticia/Mesut_Ozil,_nuevo_jugador_del_Real_Madrid.htm
- ↑ http://news.sportbox.ru/
- ↑ http://news.sportbox.ru/Vidy_sporta/Futbol/Evropejskie_chempionaty/Ispaniya/stats/turnir_564/game_1280749371
- ↑ Mesut Ozil: Arsenal sign Real Madrid midfielder for £42.4m. BBC (2 September 2013).
- ↑ http://www.uefa.com/uefachampionsleague/clubs/player%3D103697/index.html
- ↑ http://www.kicker.de/news/fussball/bundesliga/vereine/1-bundesliga/2009-10/werder-bremen-4/40577/spieler_mesut-oezil.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-06. ციტირების თარიღი: 2012-06-15.