სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)

სანტიაგო ბერნაბეუ — სტადიონი მადრიდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მადრიდის რეალი. იტევს 81,254 მაყურებელს და არის სიდიდით მეორე საფეხბურთო არენა ესპანეთში. უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1947 წელს, ხოლო სახელი ეწოდა რეალის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს პატივსაცემად.

სანტიაგო ბერნაბეუ

სანტიაგო ბერნაბეუ
წინა სახელები „ნიუო ესტადიო ჩამარტინი“ (1955-მდე)
მდებარეობა მადრიდი, ესპანეთი
კოორდინატები 40°27′11″N 3°41′18″W / 40.45306° ჩ. გ. 3.68835° დ. გ. / 40.45306; -3.68835 (FC Barcelona Training Ground)
აშენდა 1947
გაიხსნა 14, დეკემბერი 1947
მესაკუთრე „რეალ მადრიდი“
საფარი 105x68 მ
კონსტრუქციის ღირებულება 288,342,653 პესეტა
(1,732,943 ევრო)
არქიტექტორი მუნოს მონასტერიო
ალემან სოლერი
ტევადობა 81 044

სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1964 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური დაპირისპირებები. სტადიონმა ასევე უმასპინძლა 1957, 1969, 1980 და 2010 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ შეხვედრებს.

მე-20 საუკუნის 40-იანი წლების შუაში რეალის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა ძველი სტადიონი “ჩამარტინი”. 1944 წლის 22 ივნისს ბანკმა გამოუყო კრედიტი სანტიაგო ბერნაბეუს და რაფაელ სალგადოს, რათა ეყიდათ მიწა ახალი სტადიონისთვის. 1944 წლის 5 სექტემბერს არქიტექტორებმა მანუელ მონასტერიომ და ლუის სოლერმა დაამზადეს ახალი სტადიონის მაკეტი, 27 ოქტომბერს კი უკვე დაიწყო მშენებლობა.

ახალი სტადიონი, სახელწოდებით “ახალი ჩამარტინი” გაიხსნა 1947 წლის 14 დეკემბერს. პირველ შეხვედრაში ამ სტადიონზე “რეალმა“ბელენენსეში” დაამარცხა 3:1. პირველი გოლის ავტორი გახდა საბინო ბარინაგა. თავდაპირველად სტადიონის ტევადობა 75 145 იყო, სადაც იყო მხოლოდ 27 500 დასასხდომი სკამი, ხოლო 47 500 ადგილი გათვლილი იყო ფეხზე მდგომ მაყურებელზე.

პირველი მსხვლილი რეკონსტრუქცია სტადიონზე ჩატარდა 1954 წელს. 19 ივნისს სტადიონი გაფართოვდა და მისი ტევადობა 102 000 გახდა. 1955 წლის 4 იანვარს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებ, რომ სტადიონმა უნდა მიიღოს კლუბის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს სახელი. 1957 წლის მაისში გაიმართა შეხვედრა “რეალსა” და “სპორტ რესიფს” შორის, სადაც პირველად გამოიყენეს ელექტრონული განათება.

შემდგომი რეკონსტრუქცია “სანტიაგო ბერნაბეუს” ჩაუტარდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სამუშაოები გაგრძელდა 16 თვე და მასზე დაიხარჯა 704 მლნ პესო, საიდანაც 539 მლნ გაიღო მადრიდის მუნიციპალიტეტმა. ფიფას მოთხოვნით სტადიონის 2/3-ზე უნდა ყოფილიყო დასასხდომი ადგილები, ამიტომ ტევადობა 102 000-დან 90 800-მდე შემცირდა, ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სტადიონის ფასადს და დაიდგა 2 ახალი ტაბლო, სტადიონზე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრა: 3 თამაში ჯგუფური ეტაპის ერთი კი ფინალის.

1992 წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა არენის რეკონსტრუქცია: სტადიონის სიმაღლე 22 მეტრიდან 45 მეტრამდე გაიზარდა, დაყენდა განათების უფრო ძლიერი სისტემა, მინდვრის ქვეშ დაყენდა ცხელი წყლის სისტემა. უკვე 1998 წელს კი “რეალის” პრეზიდენტის ლორენცო სანსის გადაწყვეტილებით სტადიონზე დასასხდომი ადგილების რაოდენობა შემცირდა და მან შეადგინა 75 328.

2000 წელს “რეალის” პრეზიდენტი გახდა ფლორენტინო პერესი. მან 5 წლის განმავლობაში სტადიონში 127 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. განაახლა აღმოსავლეთ გვერდითი ტრიბუნა, სადაც განათავსა მაღაზიები, პრესის დარბაზი, VIP-ლოჟები. 2007 წლის 27ნ ოქტომბერს სტადიონმა მიიღო ელიტური სტადიონის სტატუსი უეფასგან.

თავისი 1500-ე შეხვედრა “რეალმა” “ბერნაბეუზე” ითამაშა 2011 წლის 22 ნოემბერს “ზაგრების დინამოს” წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე[1].

 
სტადიონის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება