გერმანიის ლიგის თასი
გერმანიის ლიგის თასი (გერმ. DFL-Ligapokal) — საფეხბურთო გათამაშება გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი — გერმანიის ბუნდესლიგის წინა სეზონში პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები, მეორე ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გამარჯვებულ გუნდებთან ერთად. ტურნირი დაარსდა 1972 წელს, თუმცა რეგულარულად მხოლოდ 1997 წლიდან ტარდებოდა. გერმანიის ლიგის თასის ბოლო გათამაშება ჩატარდა 2007 წელს.
![]() | |
დაარსდა | 1972 |
---|---|
გაუქმდა | 2007 |
რეგიონი |
![]() |
გუნდების რაოდენობა | 6 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „ბაიერნი“ (6-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ბაიერნი“ (6-ჯერ) |
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც 6-ჯერ მოიგო ტიტული. „ბაიერნი“ ასევე გერმანიის ლიგის თასის უკანასკნელი გამარჯვებულია.
ფინალებირედაქტირება
წელი | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ||
---|---|---|---|---|---|
1972–73 | ჰამბურგი (1) | 4–0 | ბორუსია მენხენგლადბახი | ||
1974–1996 | არ გათამაშდა | ||||
1997 | ბაიერნი (1) | 2–0 | შტუტგარტი | ||
1998 | ბაიერნი (2) | 4–0 | შტუტგარტი | ||
1999 | ბაიერნი (3) | 2–1 | ვერდერი | ||
2000 | ბაიერნი (4) | 5–1 | ჰერტა | ||
2001 | ჰერტა (1) | 4–1 | შალკე 04 | ||
2002 | ჰერტა (2) | 4–1 | შალკე 04 | ||
2003 | ჰამბურგი (2) | 4–2 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2004 | ბაიერნი (5) | 3–2 | ვერდერი | ||
2005 | შალკე 04 (1) | 1–0 | შტუტგარტი | ||
2006 | ვერდერი (1) | 2–0 | ბაიერნი | ||
2007 | ბაიერნი (6) | 1–0 | შალკე 04 |
სტატისტიკა კლუბების მიხედვითრედაქტირება
კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
ბაიერნი | 6 | 1 | 1997, 1998, 1999, 2000, 2004, 2007 | 2006 |
ჰერტა | 2 | 1 | 2001, 2002 | 2000 |
ჰამბურგი | 2 | 0 | 1973, 2003 | |
შალკე 04 | 1 | 3 | 2005 | 2001, 2002, 2007 |
ვერდერი | 1 | 2 | 2006 | 1999, 2004 |
შტუტგარტი | 0 | 3 | 1997, 1998, 2005 | |
ბორუსია მენხენგლადბახი | 0 | 1 | 1973 | |
ბორუსია დორტმუნდი | 0 | 1 | 2003 |