ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები)

ნიდერლანდების[4] ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარადგენს ნიდერლანდებს საერთაშორისო ტურნირებზე. მის ადმინისტრირებას ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ახდენს.

ნიდერლანდები
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ნარინჯისფრები
ასოციაცია ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გაალი
კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი [1][2][3]
ყველაზე მეტი კეპი ვესლი სნეიდერი (134)
ბომბარდირი რობინ ვან პერსი (50)
ფიფა-ს კოდი NED
პირველი საერთაშორისო
ბელგიის დროშა ბელგია 1 - 4 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
(ანტვერპენი, ბელგია; 30 აპრილი, 1905)
უდიდესი გამარჯვება
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 9 - 0 ფინეთის დროშა ფინეთი
(სოლნა, შვედეთი; 4 ივლისი, 1912)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 9 - 0 ნორვეგიის დროშა ნორვეგია
(როტერდამი, ნიდერლანდები; 1 ნოემბერი, 1972)
უდიდესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 12 - 2 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
(დარლინგტონი, ინგლისი; 21 დეკემბერი, 1907)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 10 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი ფინალისტი: 1974, 1978, 2010
ევროპის ჩემპიონატი
გამოსვლა 9 (პირველად 1976)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული: 1988

ნიდერლანდების ნაკრებს მოგებული აქვს 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი; 3-ჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1974, 1978 და 2010 წლებში, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა: დასავლეთ გერმანიასთან, არგენტინასთან და ესპანეთთან, შესაბამისად.

1970-იან წლებში, თავისი ძლიერების პიკში, ცნობილი იყო „ტოტალური ფეხბურთის“ თამაშით.

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია დენი ბლინდი.

 
ნიდერლანდების ნაკრები თავის პირველ საერთაშორისო მატჩზე

ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში,1905 წლის 30 აპრილს ადგილობრივ საფეხბურთო ნაკრებთან და გაიმარჯვა 4:1.

პირველი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა 1934 წელს, რასაც მოჰყვა 1938 წელს საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა. ამის შემდეგ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჰოლანდია 1974 წლამდე აღარ მოხვედრილა.

ისტორია 1970 წლამდე

რედაქტირება

1950-იან წლებში ეროვნულ ლიგაში დაწყებული ძვრებით და სრული პროფესიონალიზმის წყალობით ნიდერლანდური ფეხბურთი განვითარდა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.? გუნდმა 1960-იან წლებშიც განაგრძო განვითარება.

ტოტალური ფეხბურთი

რედაქტირება

1070-იან წლებში ნიდერლანდელები უდაბნოდან გამოვიდნენ ტოტალური ფეხბურთის გამოგონებით, რომლის განვითარებაშიც თავდაპირველი წვლილი შეიტანეს საფეხბურთო კლუბმა აიაქსმა, მისმა გამთამაშებელმა იოჰან კრუიფმა და ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა. ნიდერლანდელებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს: ათი წლის მანძილზე ორჯერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

 
ნიდერლანდების ნაკრები გერმანიასთან 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული მატჩის წინ

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაამარცხა ბრაზილიის (2-0) და არგენტინის ეროვნული ნაკრებები (4-0) და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მაგრამ აქ უკვე მასპინძელ დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა რომ ნიდერლანდელმა იოჰან ნისკენსმა მატჩის დებიუტში, ისე რომ გერმანელებს ბურთისთვის ჯერ ფეხიც არ ჰქონდათ დაკარებული, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. მაგრამ მაყურებელთა მხარდაჭერეთ ჯერ პენალტით პოლ ბრატნერმა, შემდეგ კი გერდ მიულერმა გერმანიას გამარჯვება მოუტანეს. დამარცხების მიუხედავად იოჰან კრუიფმა და კომპანიამ ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.

აი ევრო 76 კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ნიდერლანდელები ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ. ამის მიზეზი კი იყო, რომ დამატებულ დროში მსაჯს, კლაივ თომასს გამოეპარა ანტონინ პანენკას მიერ თამაშის წესის დარღვევა კრუიფის წინააღმდეგ, რასაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გოლი მოჰყვა. ნიდერლანდელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და გოლი ჩათვალა. ვილჰემ ვან ჰანეგემმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით, 2008 წელს, კლაივ თომასმა აღიარა, რომ იმ თამაშში შეცდომა დაუშვა და გოლი არ უნდა ჩაეთვალა.

1978 წლის მუნდიალზე ნიდერლანდები ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელს, არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ნიდერლანდებს ჩემპიონატზე აკლდნენ იოჰან კრუიფი, ვილჰემ ვან ჰანეგემი და იან ვან ბევერენი, რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებმა ფრე დაამთავრა გერმანიასთან არი ჰაანის შორეული დარტყმის წყალობით, შემდეგ კი დაჯაბნა ავსტრია ანგარიშით 5-1, რობ რენსენბრინკის 1 გოლის და 3 საგოლე გადაცემის წყალობით. ხოლო იტალიასთან გადამწყვეტი გოლი ისევ არი ჰაანის შორეული დარტყმის შედეგად გავიდა. ფინალი ნიდერლანდებმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა მარიო კემპესის გოლით. დიკ ნანინგას გოლით ნიდერლანდებმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.

ევრო 80 იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა, მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო. ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები რობ რენსენბრიკნი და კროლი და ნიდერლანდების ნაკრებმა გამოტოვა 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ევროპის ჩემპიონები

რედაქტირება

ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირი 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში მარკო ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზ გოლად ითვლება.[5] ნიდერლანდელებმა ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხეს ინგლისის ნაკრები, შემდეგ მოუგო ირლანდიას (1:0) და გავიდა ნახევარფინალში, სადაც ტურნირის მასპინძელ გერმანიას გადაეყარა. ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ნიდერლანდელებს შანსი ჰქონდათ 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ. გამარჯვების გოლი მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 89–ე წუთზე. მატჩის შემდგომ რონალდ კუმანმა გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი ოლაფ ტონის მასური უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს. მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა. ნიდერლანდელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან რუუდ გულიტის თავურით და მარკო ვან ბასტენის ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს. ეს იყო ნიდერლანდების მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა.

მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ, სრული კრახი განიცადეს. მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი, რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში, ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში, რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. ნიდერლანდელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ, სადაც ძირძველ მეტოქეს, გერმანიას დაეჯახნენ. ეს მატჩი გამორჩეული იყო ფრანკ რაიკაარდსა და რუდი ფიოლერს შორის მომხდარი ინციდენტით. შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.

ამის შემდეგ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ევრო 92–ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ დანიასთან დამარცხდა. ამ ჩემპიონატზე ნარინჯისფერთა რიგებში გამოჩნდა დენის ბერგკამპი. სკანდინავიელთა მეკარე პეტერ შმეიხელმა ვან ბასტენს პენალტი აუღო. ეს იყო ვან-ბასტენის ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე წავიდა ნაკრებიდან.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვან ბასტენისა და გაფიცული რუდ გულიტის არყოფნისას ნაკრების ლიდერად იქცა დენის ბერგკამპი, რომელმაც ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ნიდერლანდები კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდა 3-2.

მსოფლიო 98-დან ევრო 2000-მდე

რედაქტირება
 
ჰოლანდიელი გულშემატკივრები

1996 წლის ევროპის ჩემპიონატში ნიდერლანდელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც დაამარცხეს შვეიცარია, ფრე ითამაშეს შოტლანდიასთან და გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ინგლისს შეხვდნენ. ნიდერლანდელები 4:0 აგებდნენ, მაშინ როცა პარალელურად მიმდინარე მატჩში შოტლანდია შვეიცარიას ამარცხებდა და დიდი საფრთხე იყო იმისა, რომ ბურთების შეფარდებით სკოტები გასულიყვნენ მეორე ადგილზე, ნარინჯისფერები კი სახლში გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ 78-ე წუთზე პატრიკ კლუვერტმა დენის ბერგკამპის დახმარებით გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ფრანგებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდელთა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მარკ ოვერმარსი, ფილიპ კოკუ, ედგარ დავიდსი, ფრანკ დე ბური, როლანდ დე ბური, პატრიკ კლეივერტი. ნაკრები მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ეს იყო 1978 წლის ფინალური მატჩის რევანში.[6] ნიდერლანდები დაწინაურდა პატრიკ კლეივერტის გოლით, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდებმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი მოძრაობით მოატყუა რობერტო აიალა და გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი.[7] ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრების მეტოქე ბრაზილია იყო. ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ნიდერლანდელები ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდნენ - 2:1.

ნიდერლანდები 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი იყო ბელგიასთან ერთად და ტურნირის ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მათ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქეს მოუგეს, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს, მეოთხედფინალში იუგოსლავიას გადაეყარნენ და 6:1 დაამარცხეს. პატრიკ კლუვერტმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ნახევარფინალში იტალიასთან პენალტების სერიით დამარცხდა გუნდი - 3:1. მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი ბევრი გააკრიტიკეს და თანამდებობიდა გაათავისუფლეს, მისი ადგილი ლუი ვან გალმა დაიკავა. ნაკრებიდან გაუშვეს ასევე დენის ბერგკამპი, რომელმაც ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გაიტანა გოლი.

 
ნიდერლანდების ნაკრები 2006 წელს

ნიდერლანდების ნაკრები ვერ გავიდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგანაც გადამწყვეტ მატჩებში წააგო პორტუგალიასთან და ირლანდიასთან. მწვრთნელი ლუი ვან გაალი წარუმატებელი მწვრთნელობიდან გადადგა.

ნიდერლანდები 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა. მწვრთნელი დიკ ადვოკაატი გააკრიტიკეს ტაქტიკის და მოთამაშეთა ცვლილებების გამო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუნდის ისეთი ვეტერანები, როგორებიც იყვნენ ფრანკ დე ბური, მისი ძმა როლანდ დე ბური, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, მარკ ოვერმარსი, იააპ სტამი და პატრიკ კლუივერტი ან საერთოდ დაითხოვეს გუნდიდან ან მომავალ მსოფლიო თასზე არ წაყვანეს.

 
ვარჯიში გერმანიაში

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა C ჯგუფში. აქ მისი მეტოქეები იყვნენ არგენტინის (0-0), სერბია–ჩერნოგორიის (1-0) და კოტ დ'ივუარის ნაკრებები (2-1). ნარინჯისფერებმა არგენტინასთან ქულები გაიყვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე „ალბისელესტე“ გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდელები პორტუგალიელებს შეხვდნენ და 0:1 დათმეს. ეს მატჩი გამორჩეული იყო მსოლფიო ჩემპიონატების ისტორიაში იმით, რომ 16 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები, აქედან 4 წითელი. პრესამ ამ მატჩს „ნიურნბერგის ბრძოლა“ უწოდა. მიუხედავად საკადრო პოლიტიკისა და შემტევ ფეხბურთელთა ნაკლებობის გამო მის გარშემო ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლისა, მარკო ვან ბასტენს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზედაც მარკომ თანხმობა განაცხადა.

ნიდერლანდებმა ევრო 2008-ის კამპანია 2006 წლის 2 სექტემბერს ლუქსემბურგთან გამარჯვებით დაიწყო. 2007 წლის 8 სექტემბერს ნარინჯისფერებმა ვესლი სნეიდერისა და რუუდ ვან ნისტელროის გოლებით ამსტერდამ არენაზე ბულგარეთი დაამარცხეს. 2007 წლის 12 სექტემბერს ნიდერლანდებმა ნისტელროის ერთადერთი გამარჯვების გოლის წყალობით ალბანეთი დაამარცხა და G ჯგუფში ქულებით რუმინეთს გაუთანაბრდა, მაგრამ ჩამორჩა გოლების სხვაობით. 2007 წლის 13 ოქტომბერს ნარინჯისფერები რუმინეთშჲ დამარცხდნენ, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ სლოვენიაზე 2:0 გაიმარჯვეს, მაშინ როცა ბულგარეთმა ალბანეთში ფრე გაახერხა, ნიდერლანდელებს ევრო 2008-ზე მოსახვედრად დარჩენილი ორი მატჩის მოგება სჭირდებოდათ, სახლში ლუქსემბურგთან და გასვლაზე ბელარუსთან.

ნიდერლანდების ნაკრებმა 2008 წლის პირველი თამაში ხორვატებთან სპლიტში გამართა. გუნდმა რუუდ ვან ნისტელროის, რობინ ვან პერსის, კლარენს ზეედორფის, ორლანდო ენგელაარის და არიენ რობენის გარეშე 3:0 გაიმარჯვა. პირველი გოლი თავურით ჯონ ჰეიტინგამ გაიტანა, მეორე გოლი კი ტიმ დე კლერის დახმარებით კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა. საბოლოო გოლი კი გლაზგოს სელტიკის თავდამსხმელმა იან ვენეგორ ოფ ჰესელინკმა გაიტანა. მარკო ვან ბასტენმა ძველი 4-3-3-ის ნაცვლად ახალი 4-2-3-1 სქემა გამოიყენა.

ევრო 2008-ზე ნიდერლანდელთა გუნდი სიკვდილის ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ასევე იყვნენ იტალია, საფრანგეთი და რუმინეთი. მათ ჩემპიონატი დაიწყეს 2008 წლის 9 ივნისს ბერნში მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრების 3:0 განადგურებით. ეს იყო ნიდერლანდების იტალიაზე პირველი გამარჯვება 1978 წლის შემდეგ. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ნიდერლანდელებმა საფრანგეთი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხეს 2008 წლის 13 ივნისს. ნიდერლანდელებმა შთამბეჭდავი ჯგუფური ეტაპი რუმინეთზე 2:0 გამარჯვებით დაასრულეს. მაგრამ მეოთხედფინალში გუნდი ყოფილი მწვრთნელი გუუს ჰიდინკის რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა 3:1, მიუხედავად იმისა რომ რუუდ ვან ნისტელროიმ 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რუსებმა დამატებით დროში 2 გოლი გაიტანეს.

2010 წლის მუნდიალზე მარვიკის გუნდმა კარგად იასპარეზა და ფინალში გავიდა. ნიდერლანდებმა ტურნირიდან გამოთიშა ბრაზილია (2-1) და ურუგვაი (3-2). ფინალში ნიდერლანდები დამარცხდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან დამატებით დროში 0-1.

მუნდიალი 2014

რედაქტირება
 
ნიდერლანდელები ტოვებენ მოედანს არგენტინასთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ

მას შემდეგ, რაც ბერტ ვან მარვიკის გუნდი ჩავარდა ევრო 2012-ზე, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლუი ვან გალი. ის გაუძღვა გუნდს 2014 წლის მუნდიალზე. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ცნობილი გახდა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ვან გალი ნებისმიერ შემთხვავაში ნაკრებს დატოვებდა და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგებოდა სათავეში. ჩემპიონატის პირველსავე მატჩში ნიდერლანდები შეხვდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს და რევანში აიღო წინა მსოფლიო ჩმეპიონატზე ფინალში განცდილი მარცხისთვის. ნიდერლანდებმა ესპანეთი 5-1 გაანადგურა. ნიდერლანდები თავიდან აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა ვან პერსიმ, რომელმაც ნახტომში შორეული თავური დარტყმით გაიტანა გოლი. საბოლოოდ რობენმა და ვან პერსიმ დუბლი გაიფორმეს.[8] მეორე წრეში, ავსტრალიის წინააღმდეგ მძიმე მატჩი ნიდერლანდებმა ანგარიშით 3-2 მოიგო. გამარჯვების გოლი ახალგაზრდა მემფის დეპაიმ გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი, რომელსაც გოლი აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატებზე.[9] ნიდერლანდებმა ნაადრევად გაინაღდა პლეი-ოფში მონაწილეობა. მესამე მატჩში ჩილეს დამარცხებით (2-0) კი ნიდერლანდებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში, ნიდერლანდები მექსიკას დაუპირისპირდა. ევროპელებმა მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის წყალობით მოიგეს. თავიდან მექსიკელები იგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე ვან პერსის ნაცვლად შესულმა კლას-იან ჰუნტელარმა ჯერ სნეიდერს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი რობენის წაქცევისათვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანით. კოსტა-რიკასთან მეოთხედფინალური შეხვედრა 0-0 დასრულდა. დამატებითი დროის მიწურულს ვან გალმა მეკარე შეცვალა და მოედანზე სათადარიგო მეკარე, ტიმ კრული შეიყვანა, რომელმაც პენალტების სერიაში მოიგერია ორი დარტყმა და გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდები არგენტინას დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებით დრო ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო პენალტები არგენტინელებმა უკეთესად შეასრულეს (2-4) და ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები გავიდნენ. ნიდერლანდების მხრიდან მხოლოდ რობენმა და კეიტიმ გაიტანეს პენალტენი. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ვან პერსისა და ბლინდის გოლების შემდეგ, ვეინალდუმმა ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 3-0.

მუნდიალის შემდეგ ნაკრებმა დაღმასვლა დაიწყო. ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ წავიდა, ნაკრების მწვრთნელად კი გუს ჰიდინკი დაინიშნა. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცუდი შედეგების გამო ჰიდინკი მოხსნეს და მის ნაცვლად დენი ბლინდი დანიშნეს, მაგრამ ნიდერლანდებმა მაინც ვერ მოახერხა ჯგუფში პირველ სამეულში გასულიყო და 1984 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროპის ჩემპიონატის მიღმა.

შემადგენლობა

რედაქტირება
0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
მარტინ სტეკელენბურგი 22 სექტემბერი, 1982 (1982-09-22) (42 წლის) 54 0   საუთჰემპტონი
1 იასპერ სილესენი 22 აპრილი, 1989 (1989-04-22) (35 წლის) 25 0   აიაქსი
22 მიხელ ვორმი 20 ოქტომბერი, 1983 (1983-10-20) (41 წლის) 15 0   სუონსი
23 ტიმ კრული 3 აპრილი, 1988 (1988-04-03) (36 წლის) 6 0   ნიუკასლი
კენეთ ვერმერი 10 იანვარი, 1986 (1986-01-10) (38 წლის) 5 0   ფეიენოორდი
დალეი ბლინდი 9 მარტი, 1990 (1990-03-09) (34 წლის) 63 4   მანჩესტერ იუნაიტედი
2 რონ ვლარი 16 თებერვალი, 1985 (1985-02-16) (39 წლის) 31 1   ასტონ ვილა
13 სტეფან დე ვრეი 15 იანვარი, 1992 (1992-01-15) (32 წლის) 30 3   ლაციო
4 ბრუნო მარტინს ინდი 8 თებერვალი, 1992 (1992-02-08) (32 წლის) 23 2   პორტუ
7 დერილ იანმატი 22 ივლისი, 1989 (1989-07-22) (35 წლის) 21 0   ფეიენოორდი
ერიკ პიტერსი 7 აგვისტო, 1988 (1988-08-07) (36 წლის) 15 0   PSV
ჯეფრი ბრუმა 13 ნოემბერი, 1991 (1991-11-13) (33 წლის) 12 1   PSV
13 ჯოელ ველტმანი 15 იანვარი, 1992 (1992-01-15) (32 წლის) 4 0   აიაქსი
12 პოლ ვერჰახი 1 სექტემბერი, 1983 (1983-09-01) (41 წლის) 3 0   აუგსბურგი
14 ტერენს კონგოლო 14 თებერვალი, 1994 (1994-02-14) (30 წლის) 2 0   ფეიენოორდი
გრეგორი ვან დერ ვილი 0 0   პარი სენ-ჟერმენი
10 ვესლი სნეიდერი 9 ივნისი, 1984 (1984-06-09) (40 წლის) 120 29   გალათასარაი
6 ნაიჯელ დე იონგი 13 ნოემბერი, 1984 (1984-11-13) (40 წლის) 76 1   მილანი
იბრაჰიმ აფელაი 2 აპრილი, 1986 (1986-04-02) (38 წლის) 46 6   ოლიმპიაკოსი
20 ჯორჯინიო ვეინალდუმი 11 ნოემბერი, 1990 (1990-11-11) (34 წლის) 23 4   ნიუკასლი
8 ჯონათან დე გუზმანი 13 სექტემბერი, 1987 (1987-09-13) (37 წლის) 13 0   სუონსი
16 ჯორდი კლასი 27 ივნისი, 1991 (1991-06-27) (33 წლის) 10 0   ფეიენოორდი
18 ლეროი ფერი 5 იანვარი, 1990 (1990-01-05) (34 წლის) 7 1   ნორიჯი
რობინ ვან პერსი 6 აგვისტო, 1983 (1983-08-06) (41 წლის) 102 50   ფეიენორდი
11 არიენ რობენი   23 იანვარი, 1984 (1984-01-23) (40 წლის) 88 30   ბაიერნი
19 კლას-იან ჰუნტელარი 12 აგვისტო, 1983 (1983-08-12) (41 წლის) 76 42   შალკე 04
23 მემფის დეპაი 13 თებერვალი, 1994 (1994-02-13) (30 წლის) 27 5   მანჩესტერ იუნაიტედი
17 ჯერმაინ ლენსი 24 ნოემბერი, 1987 (1987-11-24) (37 წლის) 26 8   სანდერლენდი

რეკორდები

რედაქტირება

ყველაზე მეტი მატჩი

რედაქტირება
# ფეხბურთელი კარიერის წლები მატჩები გოლები
1. ედვინ ვან დერ სარი 1995–2008 130 0
2. ვესლი სნეიდერი 2003–0000 120 29
3. ფრანკ დე ბური 1990–2004 112 13
4. რაფაელ ვან დერ ვარტი 2001–2013 109 25
5. ჯოვანი ვან ბრონკხორსტი 1996–2010 106 6
6. დირკ კეიტი 2004–2014 104 24
7. რობინ ვან პერსი 2005– 102 50
ფილიპ კოკუ 1996–2006 101 10
8. არიენ რობენი 2004– 88 30
9. კლარენს ზეედორფი 1994–2008 87 11
ჯონ ჰეიტინგა 2004–2013 87 7

ბომბარდირები

რედაქტირება
# ფეხბურთელი კარიერის წლები გოლები მატჩები საშუალოდ ერთ მატჩში
1. რობინ ვან პერსი 2005–0000 50 102 0.49
2 კლას-იან ჰუნტელარი 2006–0000 42 76 0.55
3. პატრიკ კლეივერტი 1994–2004 40 79 0.51
4. დენის ბერგკამპი 1990–2000 37 79 0.47
5-6. ფას ვილკესი 1946–1961 35 38 0.92
რუდ ვან ნისტელროი 1998–2011 35 70 0.50
7-8. აბე ლენსტრა 1940–1959 33 47 0.70
იოჰან კრუიფი 1966–1977 33 48 0.69
9. არიენ რობენი 2003–0000 30 88 0.34
10. ვესლი სნეიდერი 2003–0000 29 120 0.24

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rédaction. „Virgil Van Dijk est le nouveau capitaine des Pays-Bas“. L'ÉQUIPE (ფრანგული). ციტირების თარიღი: 2018-03-22.
  2. „Virgil van Dijk is de nieuwe aanvoerder van Oranje: “Grote eer”“. Gazet van Antwerpen (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 2018-03-22.
  3. Cookies op VI.nl. www.vi.nl. ციტირების თარიღი: 2018-03-22.
  4. ისევე როგორც ქვეყანას, ნიდერლანდების ნაკრებს ხშირად მოიხსენიებენ ჰოლანდიად. იხილეთ ნიდერლანდები#სახელწოდება.
  5. Uefa.com
  6. Phil Jones. (1998-07-04) The Netherlands pay back controversial loss to Argentina. sportsillustrated.cnn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-01. ციტირების თარიღი: 2007-08-22.
  7. Netherlands ready to revive Argentina rivalry
  8. Van Gaal masterminds Dutch destruction of Spai დაარქივებული 2015-02-08 საიტზე Wayback Machine. . ESPN. 13 ივნისი, 2014
  9. Memphis the hero for Oranje დაარქივებული 2014-07-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)