მარკ ოვერმარსი
მარკ ოვერმარსი (დ. 29 მარტი, 1973, ემსტი, ნიდერლანდები) — საფეხბურთო კლუბ „აიაქსის“ ტექნიკური დირექტორი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი. მას უთამაშია ისეთ კლუბებში როგორიცაა: „აიაქსი“, „არსენალი“, „ბარსელონა“ და ა.შ.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარკ ოვერმარსი | ||
დაბადების თარიღი | 29 მარტი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | ემსტი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 1,73 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1978-1987 | ეპე | ||
1987-1990 | გოუ ეჰედ იგლსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1990-1991 | გოუ ეჰედ იგლსი | 11 | (1) |
1991-1992 | ვილემ II | 31 | (1) |
1992-1997 | აიაქსი | 136 | (36) |
1997-2000 | არსენალი | 100 | (25) |
2000-2004 | ბარსელონა | 97 | (15) |
2008-2009 | გოუ ეჰედ იგლსი | 24 | (0) |
სულ | 399 | (78) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993-2004 | ნიდერლანდები | 86 | (17) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ოვერმარსი დაიბადა ქალაქ ემსტში 1973 წელს. უკვე 5 წლიდან ფეხბურთზე დადიოდა. ნიდერლანდების უმაღლეს ჩემპიონატში გამოსვლა 1990 წლიდან დაიწყო, როდესაც „გოუ ეჰედ იგლსის“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა. 1991 წელს „ვილემ II“-ში გადავიდა, სადაც უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა (31 მატჩი, 1 გოლი). თუმცა ის გუნდში დიდხანს არ დარჩენილა, ვინაიდან სეზონის დასრულების შემდეგ ნიდერლანდური ფეხბურთის და იმ დროისთვის ევროპის კაშკაშა ვარსკვლავის, „ამსტერდამის აიაქსში“ გადავიდა. დედაქალაქურ კლუბში მან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეძლო და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. თუმცა 1995 წლის დეკემბერში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ 8 თვით გამოთიშა ფეხბურთს.
1997 წელს ოვერმარსი „ლონდონის არსენალში“ გადავიდა, სადაც პრემიერლიგის, ფა თასისა და კომუნიტი შილდის მოგება შეძლო. 2000 წელს ჰოლანდიელი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ ჩაირიცხა, მაგრამ გამუდმებული ტრავმიანობის გამო იძულებული გახდა 2004 წელს საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა.
აიაქსი
რედაქტირებამარკ ოვერმარსი „ამსტერდამის აიაქსში“ 1992 წლის ივლისში გადავიდა „ვილემ II“-დან. სადებიუტო მატჩი 16 აგვისტოს შედგა „დორდრეხტის“ წინააღმდეგ, ხოლო სადებიუტო გოლი კი - ოქტომბერში, „ვალვაიკის“ კარში. ოვერმარსმა 1995 წელს გუნდთან ერთად შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომლის ფინალში „აიაქსმა“ „მილანს“ პატრიკ კლეივერტის გოლით სძლია (1-0). მომდევნო წელს „აიაქსმა“ კვლავ შეძლო ფინალში გასვლა, თუმცა „იუვენტუსთან“ პენალტების სერიაში წააგო. 1995 წლის დეკემბერში ოვერმარსმა მარცხენა მუხლი დაიზინა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მის მკურნალობას 8 თვე დასჭირდა. ოვერმარსმა ტრავმის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარება 1996 წლის 28 აგვისტოს შეძლო „აზ ალკმაარის“ წინააღმდეგ. იმავე წელს მან კლუბთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სეზონის ბოლოს ნისლიან ალბიონს მიაშურა და „არსენალში“ ჩაირიცხა.
არსენალი
რედაქტირებამარკ ოვერმარსმა „არსენალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ხელფასი კვირაში 18 ათას ფუნტ სტერლინგს უდრიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 5-დან 7 მილიონამდე მერყეობდა.
სადებიუტო შეხვედრა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 9 აგვისტოს, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარა, ორ კვირაში კი პირველი გოლიც გაიტანა „საუთემპტონის“ კარში. სეზონის პირველი ნახევარი ოვერმარსისთვის რთული გამოდგა, თუმცა მეორე წრეში ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა და დაეხმარა გუნდს მოეგო პრემიერლიგა და ფა თასი. მომდევნო ორი სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდისთვის. „არსენალმა“ ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო და ასპარეზი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუთმო. თუმცა 2000 წელს ლონდონური კლუბი უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც თურქულ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა. უგოლო ფრის შემდეგ თამაში პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც „გალათასარაიმ“ 4-1 მოიგო. აღნიშნული შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა მარკ ოვერმარსისთვის, ზაფხულში ის „ბარსელონას“ შეუერთდა.
ბარსელონა
რედაქტირება2000 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოვერმარსი დადგა არჩევანის წინაშე, გაეგრძელებინა თუ არა კარიერა „არსენალში“. მას ჰქონდა შემოთავაზებები „ლაციოსა“ და „ბარსელონასგან“. საბოლოოდ ოვერმარსმა ესპანური გუნდი აირჩია და მასში გადახდილი 25 მილიონი ფუნტი სტერლინგით ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელი ფეხბურთელი გახდა.
მისი არაოფიციალური დებიუტი სწორედ „არსენალთან“ შედგა აგვისტოში, ხოლო ოფიციალური კი - 8 სექტემბერს „მალაგასთან“. პირველივე სეზონში ოვერმარსი გუნდის წამყვანი ფიგურა გახდა, თუმცა მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ტიტულების მოსაგებად. უეფას თასს „ბარსელონა“ აპრილში დაემშვიდობა, როდესაც ნახევარფინალი „ლივერპულთან“ დათმო. ლა ლიგაში გუნდი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მომდევნო სეზონში გუნდი კვლავ მეოთხეზე გავიდა. ევროასპარეზზე კი - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ წააგო (3-1 ორი მატჩის ჯამში). 2001-2002 წლების სეზონში ოვერმარსის როლი გუნდში შემცირდა, რაც გამოწვეული იყო მთავარი მწვრთნელის, კარლეს რექსაჩის მიერ დანერგილი ახალი ტაქტიკით, ამას დაემატა კლუბში მოსული ხავიერ სავიოლა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე 2002 წელს ოვერმარსი ახლოს იყო ესპანური გუნდის დატოვებასთან, თუმცა მან დარჩენა არჩია.
2002 წლის მაისში კარლეს რექსაჩი დაითხოვეს. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალი დაბრუნდა, რომელიც 1997-2000 წლებში წვრთნიდა ესპანურ გუნდს. 2002-2003 წლების სეზონი უმძიმესი აღმოჩნდა „ბარსელონასთვის“. გუნდს დეკემბერში „სევილიასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ 2 ქულა აშორებდა გასავარდნ ზონას. კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე ჯერ ვან გაალი გაათავისუფლეს იანვარში, ხოლო ერთი თვის შემდეგ კი - პრეზიდენტი გასპარი გადადგა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რადომირ ანტიჩი დაინიშნა, რომელმაც ოვერმარსი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე გადაიყვანა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად იღებდა ტრავმებს, რამაც განაპირობა მისი გადაწყვეტილება ნაადრევად დაესრულებინა კარიერა.
ტიტულები და მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებააიაქსი
რედაქტირება- ერედივიზია (3): 1993-1994; 1994-1995; 1995-1996
- ნიდერლანდების თასი (1): 1992-1993
- იოჰან კრუიფის თასი (1): 1993
- ჩემპიონთა ლიგა (1): 1994-1995
- ევროპის სუპერთასი (1): 1995
- საკონტინენტთაშორისო თასი (1): 1995
არსენალი
რედაქტირება- პრემიერ ლიგა (1): 1997-1998
- ფა თასი (1): 1997-1998
- კომუნიტი შილდი (1): 1998
ინდივიდუალური
რედაქტირება- ნიდერლანდური ფეხბურთის წლის ტალანტი (1): 1992
- ნიდერლანდური ფეხბურთის ოქროს ბუცი (1): 1993
- ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1): 1994
- აიაქსის წლის ფეხბურთელი (1): 1996