საუთჰემპტონი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „საუთჰემპტონი“ (ინგლ. Southampton Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1885 წელს. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში.
სრული სახელი | Southampton Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | წმინდანები | |||
დაარსდა | 21 ნოემბერი, 1885 | |||
სტადიონი |
სენტ-მერისი საუთჰემპტონი, ინგლისი (ტევადობა: 32,505 მაყურებელი[1]) | |||
პრეზიდენტი | რალფ კრიუგერი[2] | |||
მწვრთნელი | რალფ ჰაზენჰიუტლი | |||
კაპიტანი | პიერ-ემილ ჰეიბიერგი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2018-19 | მე-16 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
2001 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სენტ-მერისის სტადიონზე. ვინაიდან საფეხბურთო კლუბი „საუთჰემპტონი“ დაარსდა როგორც ეკლესიის საფეხბურთო კლუბი, წმიდა მარიამის ეკლესიასთან არსებული ახალგაზრდული ასოციაციის წევრების მიერ (ინგლ. St Mary’s Church of England Young Men’s Association), კლუბის ზედმეტსახელია „წმინდანები“ და თამაშობს ტრადიციული წითელი და თეთრ ზოლიანი მაისურით.
„საუთჰემპტონს“ ერთხელ, 1976 წელს აქვს მოგებული ასოციაციის თასი. კლუბის საუკეთესო შედეგი ჩემპიონატში იყო 1983-84 წლების სეზონში, როდესაც „წმინდანებმა“ უმაღლეს ლიგაში დაიკავეს მე-2 ადგილი.[3] პრემიერლიგაში გატარებული 27 სეზონის შემდეგ, 2005 წლის 15 მაისს „საუთჰემპტონი“ დაქვეითდა ინგლისის უმაღლესი ლიგიდან.[4] 7 წლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ აღზევდა პრემიერლიგაში, სადაც დღემდე აგრძელებს ასპარეზობას.
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
ტიტულები
რედაქტირება- პირველი დივიზიონი / პრემიერლიგა[5]
- მეორე ადგილი (1): 1983/84
- მეორე დივიზიონი / ჩემპიონშიფი[5]
- მეორე ადგილი (3): 1965/66, 1977/78, 2011/12
- მესამე დივიზიონი / პირველი ლიგა
- ჩემპიონი (1): 1959/60
- მეორე ადგილი (1): 2010/11
- სამხრეთის მესამე დივიზიონი
- ჩემპიონი (1): 1921/22
- სამხრეთის საფეხბურთო ლიგა
- ჩემპიონი (6): 1896/97, 1897/98, 1898/99, 1900/01, 1902/03, 1903/04
- ასოციაციის თასი
- გამარჯვებული (1): 1976
- ფინალისტი (3): 1900, 1902, 2003
- ლიგის თასი
- ფინალისტი (1): 1979, 2017
- ინგლისის სუპერთასი
- ფინალისტი (1): 1976
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასი
- გამარჯვებული (1): 2010
- სრული შემადგენლობის თასი
- ფინალისტი (1): 1992
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Premier League Handbook Season 2015/16 (PDF). Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2016.
- ↑ Ralph Krueger named Southampton chairman. BBC Sport (12 მარტი, 2014). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2014.
- ↑ Struthers, Greg. „Caught in Time: Southampton finish runners-up in the First Division, 1984“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Southampton 1 – 2 Man Utd“. BBC Sport. 15 მაისი, 2005. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 1992 წლამდე ინგლისის უმაღლეს ლიგას ეწოდებოდა საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი, ამჟამად მისი სახელწოდება პრემიერლიგაა. ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატს ეწოდებოდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი, ამჟამად მისი სახელწოდებაა ჩემპიონშიფი.