შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
შვეიცარიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — უეფასა და ფიფას წევრი ნაკრები.
ასოციაცია | შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაცია | ||
---|---|---|---|
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | ვლადიმერ პეტკოვიჩი (2014-დან) | ||
კაპიტანი | გიოკჰან ინლერი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ჰაინც ჰერმანი (117) | ||
ბომბარდირი | ალექსანდრ ფრაი (42) | ||
ფიფა-ს კოდი | SUI | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
საფრანგეთი 1 - 0 შვეიცარია (პარიზი, საფრანგეთი; 12 თებერვალი, 1905) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
შვეიცარია 9 - 0 ლიეტუვა (პარიზი, საფრანგეთი; 25 მაისი, 1924) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
უნგრეთი 9 - 0 შვეიცარია (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 29 ოქტომბერი, 1911) | |||
გამოსვლა | (პირველად 1934) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 1934, 1938, 1954 | ||
გამოსვლა | (პირველად 1996) | ||
საუკეთესო შედეგი | მერვედფინალი, 2016 |
ისტორია
რედაქტირება21-ე საუკუნე
რედაქტირება2001 წელს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა იაკობ კუნი. მისი ხელმძღვანელობით შვეიცარია გავიდა ევრო 2004-ს ფინალურ ეტაპზე, სადაც ფრედ ითამაშა ერთი და წააგო ორი მატჩი. მუნდიალი 2006-ზე შვეიცარია შთამბეჭდავად გამოვიდა, გუნდს არცერთი მატჩი არ წაუგია. შვეიცარია გავიდა პირველ ადგილზე ჯგუფში, სადაც მეტოქედ საფრანგეთის ნაკრები ჰყავდა და მერვედფინალში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მხოლოდ პენალტების სერიაში დათმო უკრაინის ნაკრებთან. კუნის ხელმძღვანელობით ბოლო დიდი ტურნირი იყო ევრო 2008, სადაც შვეიცარია მასპინძელი იყო. მიუხედავად დიდი იმედებისა, შვეციარიამ ვერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის გადალახვა.
ტურნირის დასრულების შემდეგ კობი კუნი გადადგა და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ოტმარ ჰიცფელდი. ჰიცფელდმა გუნდს მოაგებინა მუნდიალი 2010-ის პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ შვეიცარიამ ვერ მოიგო დანარჩენი ორი მატჩი და გამოეთიშა ტურნირს. ჯგუფური ეტაპის დაძლება გუნდმა მოახერხა შემდგომ, 2014 წლის მუნდიალზე, სადაც მერვედფინალში დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან. ტურნირის დასრულების შემდგომ ჰიცფელდი გადადგა.