შტეფან ლიხტშტაინერი

შტეფან ლიხტშტაინერი (დ. 16 იანვარი, 1984, ადლიგენსვილი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფეხბურთელი, კარიერა დაამთავრა 2020 წლის აგვისტოში. ის იყო უნივერსალური ფეხბურთელი, თამაშობდა მარცხენა მცველის და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.

შტეფან ლიხტშტაინერი
AUT vs. SUI 2015-11-17 - Stephan Lichtsteiner (2).jpg
2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შტეფან ლიხტშტაინერი
დაბადების
თარიღი
16 იანვარი, 1984 (1984-01-16) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ადლიგენსვილი, შვეიცარია
სიმაღლე 182 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარიერა დაასრულა
ახალგაზრდული კარიერა
1991-1996 ადლიგენსვილი
1996-2000 ლუცერნი
2000-2001 გრასჰოფერი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2005 გრასჰოფერი 79 (4)
2005–2008 ლილი 89 (5)
2008–2011 ლაციო 100 (3)
2011–2018 იუვენტუსი 201 (12)
2018–2019 არსენალი ლონდონი 14 (0)
2019–2020 აუგსბურგი 20 (0)
ეროვნული ნაკრები
2003–2005 შვეიცარია 21 წლ. 30 (1)
2006–2019 შვეიცარია 108 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2019

საკლუბო კარიერარედაქტირება

დაიბადა ადლიგენსვილში, ლუცერნის კანტონში. 2001-2002 წლების სეზონში „გრასჰოპერსში“ ჩაატარა ერთი მატჩი შვეიცარიის სუპერლიგაში, მაგრამ შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

ლილირედაქტირება

ლიხტშტაინერი 2005 წელს გადავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბ „ლილში“. ის მალე დამკვიდრდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და დაეხმარა კლუბს მესამე ადგილის დაკავებაში და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში. მისი ბოლო სეზონი წარუმატებელი გამოდგა „ლილისთვის“, ჩემპიონატში დაიკავა მეშვიდე ადგილი. ლიხტშტაინერმა იმ სეზონში კლუბის მაისურით გაიტანა 4 გოლი.

ლაციორედაქტირება

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ ლიხტშტაინერით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის „პარი სენ-ჟერმენი“ და ევერტონი. მან უარყო „პარი სენ-ჟერმენის“ შემოთავაზება და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა სერია A-ს კლუბ „ლაციოსთან“.

იუვენტუსირედაქტირება

2011 წლის 27 ივნისს „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ ლიხტშტაინერმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და შეთანხმდა ტრანსფერი, რომლის საფასურიც შეადგენდა 10 მილიონ ევროს. ტრანსფერი შედგა 2011 წლის 1 ივლისს. მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 11 სექტემბერს „პარმასთან“ 4-1 მოგებულ მატჩში, რომელიც გოლით აღნიშნა. ეს იყო პირველი გოლი „იუვენტუსის“ ახალ სტადიონზე.

სანაკრებო კარიერარედაქტირება

ლიხტშტაინერი თამაშობდა შვეიცარიის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. პირველად ეროვნული ნაკრებში გამოიძახეს 2005 წელს, მაგრამ მაშინ თამაშის საშუალება არ მისცემია. 2006 წლის 11 სექტემბერს შედგა მისი სანაკრებო დებიუტი ბრაზილიის ნაკრებთან 2-1 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ტიტულებირედაქტირება

  გრასჰოპერსი
  ლაციო
  იუვენტუსი

ინდივიდუალურირედაქტირება

  • შვეიცარიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2015

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Stephan Lichtsteiner. juventus.com.