ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი. ჩატარდა საფრანგეთში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 Championnat d'Europe de football 2016 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | საფრანგეთი |
ქალაქები | 10 |
სტადიონები | 10 |
ტურნირის ვადები | 10 ივნისი – 10 ივლისი, 2016 |
მონაწილე | 24 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | პორტუგალია |
მეორე ადგილი | საფრანგეთი |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 2 427 303 (47 594 თამაშზე) |
მატჩები | 51 |
გოლები | 108 (2.12 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ანტუან გრიზმანი (6 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ანტუან გრიზმანი |
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.
საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, აირჩა 2010 წლის 28 მაისს. აჯობა თურქეთისა და იტალიის კანდიდატურებს. მატჩები გაიმართა შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი, ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთმა მესამედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, 1960 და 1984 წლების შემდეგ.
საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს იცავდა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის (ევრო 2008 და ევრო 2012) გამარჯვებული იყო.
ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.
სტატიაში ყველა საათი მოცემულია თბილისის დროით.
მასპინძელი ქვეყანა
რედაქტირებაოთხმა კანდიდატმა გამოთქვა ევრო 2016-ის მასპინძლობის სურვილი 2009 წლის 9 მარტისთვის. საფრანგეთი, იტალია და თურქეთი კონკურსში მონაწილეობდნენ დამოუკიდებლად, შვედეთსა და ნორვეგიას კი გაკეთებული ჰქონდათ ერთობლივი განაცხადი.[1] 2009 წლის დეკემბერში ნორვეგიამ და შვედეთმა უკან გაიტანეს განაცხადი.[2] 2010 წლის 28 მაისს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასპინძელი ქვეყანა შეარჩია.[3]
- კენჭისყრის შედეგები
ქვეყანა | რაუნდი[4] | |
---|---|---|
1-ლი (ქულები) | მე-2 (ხმები) | |
საფრანგეთი | 43 | 7 |
თურქეთი | 38 | 6 |
იტალია | 23 | – |
სულ | 104 | 13 |
- პირველ რაუნდში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტი წევრი ახდენდა სამივე განაცხადის რანჟირებას ხუთი, ორი და ერთი ქულით
- მეორე რაუნდში ცამეტივე წევრი ხმას აძლევდა ერთ-ერთ ფინალისტს.
სტადიონები
რედაქტირებათავდაპირველად, საფრანგეთის განაცხადში 12 სტადიონი იყო წარდგენილი. 2011 წლის მაისისთვის მასპინძელი სტადიონების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. უალტერნატივო იყო 7 სტადიონი: სტად დე ფრანსი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი საშინაო არენა, ოთხი ახალაშენებული სტადიონები ლილში, ლიონში, ნიცასა და ბორდოში და ორიც უდიდეს ქალაქებში — პარიზსა და მარსელში. ფინანსური პრობლემების გამო კონკურენციას გამოეთიშა სტრასბურგის სტადიონი. შერჩეულ იქნა სტადიონები ლენსსა და ნანსში, ხოლო სენტ-ეტიენი და ტულუზა მოხვდნენ თადარიგში. 2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა 24-გუნდიანი ფორმატის შესახებ. ამიტომ სარეზერვო ქალაქები დანარჩენ ცხრას შეუერთდნენ. 2011 წლის დეკემბერში ნანსი გამოაკლდა მასპინძელი ქალაქების სიას და საბოლოოდ დარჩა ათი ქალაქი, რომლებიც დაამტკიცა უეფა-ს აღმასკომმა 2013 წლის 25 იანვარს. მასპინძელთა შორის ვერ მოხვდნენ ნანტისა და მონპელიეს სტადიონები, რომლებიც გამოიყენეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
უსაფრთხოება
რედაქტირება2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა გამოიწვია დისკუსია ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
საკვალიფიკაციო ეტაპი
რედაქტირებასაკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაიმართა.[5]
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 53 გუნდი, მათ შორის იყო გიბრალტარი, რომელიც პირველად ჩაერთო ტურნირზე. გუნდების განთესვა მოხდა უეფას ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტებით. გუნდები განაწილდნენ 8 ექვსგუნდიან და ერთ ხუთგუნდიან ჯგუფში. გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ დაიშვა ევროპის ჩემპიონატზე. რვა მესამეადგილოსანს შორის გაიმართა ორმატჩიანი პლეი-ოფი ოთხი გამარჯვებულის გამოსავლენად. მიშელ პლატინის ჰქონდა წინადადება, საკვალიფიკაციო ეტაპი გაყოფილიყო ორ ჯგუფურ რაუნდად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ევრო 2012-ის მონაწილე 16 გუნდიდან 13-მა (საფრანგეთის ჩათვლით) მიიღო ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის იყო ინგლისის ნაკრები, რომელმაც მოიგო 10-დან 10 მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, რომელმაც ზედიზედ მე-12-ედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2012-ის გამოტოვების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ თურქეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და ავსტრია. ამ ორი უკანასკნელისთვის ევრო 2016 რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველად მათ როგორც მასპინძელმა, ისე მიიღეს მონაწილეობა — ავსტრიამ 2008, ხოლო უკრაინამ 2012 წელს. დიდი ხნის შესვენებების შემდეგ დაუბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატს ბელგია (ბოლო მონაწილეობა 2000 წელს) და უნგრეთი (ბოლო მონაწილეობა 1972 წელს). ხუთი გუნდი — ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი და უელსი — პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ალბანეთსა და ისლანდიას აქამდე არც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშიათ. საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს ყოფილმა ჩემპიონებმა: დანიამ (1992), ნიდერლანდმა (1988) და საბერძნეთმა (2004).
ფორმატი
რედაქტირებაფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ევრო 1996-დან ევრო 2012-ის ჩათვლით შეიცვალა, რათა მორგებოდა 24 მონაწილეს. საჭირო გახდა ორი ჯგუფის და პლეი-ოფის ეტაპზე ერთი რაუნდის დამატება. ექვსი ჯგუფი (A-დან F-ის ჩათვლით) შედგება ოთხი გუნდისგან. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გააგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი და საბოლოოდ ეს 16 გუნდი პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს მერვედფინალის ეტაპიდან. ეს ფორმატი გამოიყენებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე 1986-1994 წლებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება მესამე ადგილი. ფორმატი ითვალისწინებს 51 მატჩის ჩატარებას, ნაცვლად ძველი ფორმატის 31 მატჩისა.
შემადგენლობები
რედაქტირებათითოეული ნაკრები გუნდი, ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ ათი დღით ადრე, წარადგენს განაცხადს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, მათგან სამი უნდა იყოს მეკარე. თუ ფეხბურთელი დაშავდება ან დაავადდება გუნდის პირველ მატჩამდე, მისი შეცვლა შესაძლებელია სხვა მოთამაშით.
თანაბარი ქულები
რედაქტირებათანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა გუნდებს მიენიჭება შემდეგი წესების მიხედვით:
- ერთმანეთთან შეხვედრებში დაგროვილი ქულები
- ერთმანეთთან შეხვედრებში ბურთების სხვაობა
- ერთმანეთთან შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი
- ბურთების სხვაობა ყველა მატჩში
- ყველაზე მეტი გატანილი გოლი ყველა მატჩში
- პენალტების სერია
- სამართლიანი თამაშის პრინციპების (Fair play) დაცვა (ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა)
- რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში
საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან შემდეგი წესებით:
- ყველაზე მეტი ქულა
- გოლების საუკეთესო დადებითი სხვაობა
- ყველაზე მეტი გატანილი გოლი
- სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა
- რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში
ჯგუფური ეტაპი
რედაქტირებაწილისყრა
რედაქტირებაწილისყრა გაიმართა პარიზში, 2015 წლის 12 დეკემბერს.[6] მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, წინასწარაა განთესილი A ჯგუფში, პირველ პოზიციაზე. დანარჩენი 23 გუნდი განაწილდა სამ კალათში, აქედან ხუთი საუკეთესო მოხვდა პირველ კალათში, ხოლო დანარჩენ კალათებში ექვს-ექვსი გუნდი განაწილდა. ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრები ავტომატურად მოხვდა პირველ კალათში, ხოლო ყველა დანარჩენი გუნდი კალათებში განაწილდა უეფა-ს ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების (2015 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით) შესაბამისად.[7][8][9][10]
|
|
|
|
ჯგუფი A
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 1 | +3 | 7 |
შვეიცარია | 3 | 1 | 2 | 0 | 2 | 1 | +1 | 5 |
ალბანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 1 | 3 | −2 | 3 |
რუმინეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 4 | −2 | 1 |
10 ივნისი, 2016 23:00 |
საფრანგეთი | 2 – 1 | რუმინეთი | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 75,113 მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) |
---|---|---|---|---|
ჟირუ 57' პაიე 89' |
ბმული | 65' (პენ.) სტანკუ |
11 ივნისი, 2016 17:00 |
ალბანეთი | 0 – 1 | შვეიცარია | სტად ბოლერ დელელი, ლენსი მაყურებელი: 33,805 მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 5' შერი |
15 ივნისი, 2016 20:00 |
რუმინეთი | 1 – 1 | შვეიცარია | პარკ დე პრენსი, პარიზი მაყურებელი: 43,576 მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი) |
---|---|---|---|---|
სტანკუ 18' (პენ.) | ბმული | 57' მეჰმედი |
15 ივნისი, 2016 23:00 |
საფრანგეთი | 2 – 0 | ალბანეთი | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 63,670 მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია) |
---|---|---|---|---|
გრიზმანი 90' პაიე 90+6' |
ბმული |
19 ივნისი, 2016 23:00 |
რუმინეთი | 0 – 1 | ალბანეთი | სტად დე ლუმიერი, ლიონი მაყურებელი: 49,752 მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 43' სადიკუ |
19 ივნისი, 2016 23:00 |
შვეიცარია | 0 – 0 | საფრანგეთი | სტად პიერ მაურუ, ლილი მაყურებელი: 45,616 მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია |
---|---|---|---|---|
ბმული |
ჯგუფი B
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 3 | +3 | 6 |
ინგლისი | 3 | 1 | 2 | 0 | 3 | 2 | +1 | 5 |
სლოვაკეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | 0 | 4 |
რუსეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 6 | −4 | 1 |
11 ივნისი, 2016 20:00 |
უელსი | 2 – 1 | სლოვაკეთი | მატმუტ ატლანტიკი, ბორდო მაყურებელი: 37,831 მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია) |
---|---|---|---|---|
ბეილი 10' რობსონ-კანუ 81' |
ბმული | 61' დუდა |
11 ივნისი, 2016 23:00 |
ინგლისი | 1 – 1 | რუსეთი | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 62,343 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია) |
---|---|---|---|---|
დაიერი 73' | ბმული | 90+2' ბერეზუცკი |
15 ივნისი, 2016 17:00 |
რუსეთი | 1 – 2 | სლოვაკეთი | სტად პიერ მაურუ, ლილი მაყურებელი: 38,989 მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია) |
---|---|---|---|---|
გლუშაკოვი 80' | ბმული | 32' ვაისი 45' ჰამშიკი |
16 ივნისი, 2016 17:00 |
ინგლისი | 2 – 0 | უელსი | სტად ბოლერ დელელი, ლენსი მაყურებელი: 34,033 მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) |
---|---|---|---|---|
ვარდი 56' სტარიჯი 90+2' |
ბმული | 42' ბეილი |
20 ივნისი, 2016 23:00 |
რუსეთი | 0 – 3 | უელსი | მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა მაყურებელი: 28,840 მსაჯი: იუნას ერიქსონი (შვედეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 11' რემსი 20' ტეილორი 67' ბეილი |
20 ივნისი, 2016 23:00 |
სლოვაკეთი | 0 – 0 | ინგლისი | სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი მაყურებელი: 39,051 მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული |
ჯგუფი C
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
გერმანია | 3 | 2 | 1 | 0 | 3 | 0 | +3 | 7 |
პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 2 | 0 | +2 | 7 |
ჩრდილოეთი ირლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 2 | 0 | 3 |
უკრაინა | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 5 | -5 | 0 |
12 ივნისი, 2016 20:00 |
პოლონეთი | 1 – 0 | ჩრდილოეთი ირლანდია | ალიანს რივიერა, ნიცა მაყურებელი: 33,742 მსაჯი: ივიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი) |
---|---|---|---|---|
მილიკი 51' | ბმული |
12 ივნისი, 2016 23:00 |
გერმანია | 2 – 0 | უკრაინა | სტად პიერ-მაროუ, ლილი მაყურებელი: 43,035 მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
მუსტაფი 19' შვაინშტაიგერი 90+2' |
ბმული |
16 ივნისი, 2016 20:00 |
უკრაინა | 0 – 2 | ჩრდილოეთი ირლანდია | სტად დე ლუმიერი, ლიონი მაყურებელი: 51,043 მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 49' მაკოლი 90+6' მაკგინი |
16 ივნისი, 2016 23:00 |
გერმანია | 0 – 0 | პოლონეთი | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 73,648 მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები) |
---|---|---|---|---|
ბმული |
21 ივნისი, 2016 20:00 |
უკრაინა | 0 – 1 | პოლონეთი | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 58,874 მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია) |
---|---|---|---|---|
ბმული | 54' ბლაშჩიკოვსკი |
21 ივნისი, 2016 20:00 |
ჩრდილოეთი ირლანდია | 0 – 1 | გერმანია | პარკ დე პრენსი, პარიზი მაყურებელი: 44,125 მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 30' გომესი |
ჯგუფი D
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხორვატია | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 3 | +2 | 7 |
ესპანეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 2 | +3 | 6 |
თურქეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 4 | −2 | 3 |
ჩეხეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 5 | −3 | 1 |
12 ივნისი, 2016 17:00 |
თურქეთი | 0 – 1 | ხორვატია | პარკ დე პრენსი, პარიზი მაყურებელი: 43,842 მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 41' მოდრიჩი |
13 ივნისი, 2016 17:00 |
ესპანეთი | 1 – 0 | ჩეხეთი | მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა მაყურებელი: 29,400 მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი) |
---|---|---|---|---|
პიკე 87' | ბმული |
17 ივნისი, 2016 20:00 |
ჩეხეთი | 2 – 2 | ხორვატია | სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი მაყურებელი: 38,376 მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
შკოდა 76' ნეციდი 89' (პენ.) |
ბმული | 37' პერიშიჩი 59' რაკიტიჩი |
17 ივნისი, 2016 23:00 |
ესპანეთი | 3 – 0 | თურქეთი | ალიანს რივიერა, ნიცა მაყურებელი: 33,409 მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი) |
---|---|---|---|---|
მორატა 34', 48' ნოლიტო 37' |
ბმული |
21 ივნისი, 2016 23:00 |
ჩეხეთი | 0 – 2 | თურქეთი | სტად ბოლერ დელელი, ლენსი მაყურებელი: 32,836 მსაჯი: ვილი კოლამი (შოტლანდია) |
---|---|---|---|---|
ბმული | 10' ილმაზი 65' ტუფანი |
21 ივნისი, 2016 23:00 |
ხორვატია | 2 – 1 | ესპანეთი | მატმუტ ატლანტიკი, ბორდო მაყურებელი: 37,245 მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები) |
---|---|---|---|---|
კალინიჩი 45' პერიშიჩი 87' |
ბმული | 7' მორატა |
ჯგუფი E
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
იტალია | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 1 | +2 | 6 |
ბელგია | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 2 | +2 | 6 |
ირლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 4 | −2 | 4 |
შვედეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 3 | −2 | 1 |
13 ივნისი, 2016 20:00 |
ირლანდია | 1 – 1 | შვედეთი | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 73,419 მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი) |
---|---|---|---|---|
ჰულაჰანი 48' | ბმული | 71' (ს.კ.) კლარკი |
13 ივნისი, 2016 23:00 |
ბელგია | 0 – 2 | იტალია | სტად დე ლუმიერი, ლიონი მაყურებელი: 55,408 მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 32' ჯაკერინი 90+3' პელე |
17 ივნისი, 2016 17:00 |
იტალია | 1 – 0 | შვედეთი | მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა მაყურებელი: 29,600 მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) |
---|---|---|---|---|
ედერი 88' | ბმული |
18 ივნისი, 2016 17:00 |
ბელგია | 3 – 0 | ირლანდია | მატმუტ ატლანტიკი, ბორდო მაყურებელი: 39,493 მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი) |
---|---|---|---|---|
ლუკაკუ 48', 70' ვიტსელი 61' |
ბმული |
22 ივნისი, 2016 23:00 |
იტალია | 0 – 1 | ირლანდია | სტად პიერ-მარუ, ლილი მაყურებელი: 44,268 მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 85' ბრეიდი |
22 ივნისი, 2016 23:00 |
შვედეთი | 0 – 1 | ბელგია | ალიანს რივიერა, ნიცა მაყურებელი: 34,011 მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) |
---|---|---|---|---|
ბმული | 84' ნაინგოლანი |
ჯგუფი F
რედაქტირებაგუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | სხვ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
უნგრეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 6 | 4 | +2 | 5 |
ისლანდია | 3 | 1 | 2 | 0 | 4 | 3 | +1 | 5 |
პორტუგალია | 3 | 0 | 3 | 0 | 4 | 4 | 0 | 3 |
ავსტრია | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 4 | −3 | 1 |
14 ივნისი, 2016 20:00 |
ავსტრია | 0 – 2 | უნგრეთი | მატმუტ ატლანტიკი, ბორდო მაყურებელი: 34,424 მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 62' სალაი 87' შტიბერი |
14 ივნისი, 2016 23:00 |
პორტუგალია | 1 – 1 | ისლანდია | სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი მაყურებელი: 38,742 მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი) |
---|---|---|---|---|
ნანი 31' | ბმული | 50' ბიადნასონი |
18 ივნისი, 2016 20:00 |
ისლანდია | 1 – 1 | უნგრეთი | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 60,842 მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი) |
---|---|---|---|---|
სიგურდსონი 40' (პენ.) | ბმული | 88' (ს.კ.) სევარსონი |
18 ივნისი, 2016 23:00 |
პორტუგალია | 0 – 0 | ავსტრია | პარკ დე პრენსი, პარიზი მაყურებელი: 44,291 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია) |
---|---|---|---|---|
ბმული |
22 ივნისი, 2016 20:00 |
ისლანდია | 2 – 1 | ავსტრია | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 68,714 მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი) |
---|---|---|---|---|
ბიოდვარსონი 18' ტრაუსტასონი 90+4' |
ბმული | 60' შიოპჰი |
22 ივნისი, 2016 20:00 |
უნგრეთი | 3 – 3 | პორტუგალია | სტად დე ლუმიერი, ლიონი მაყურებელი: 55,514 მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
გერა 19' ჯუჯაკი 47', 55' |
ბმული | 42' ნანი 50', 62' რონალდუ |
პლეი-ოფის ეტაპი
რედაქტირებაბადე
რედაქტირებამერვედფინალი | მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | |||||||||||
25 ივნისი – სენტ-ეტიენი | ||||||||||||||
შვეიცარია | 1 (4) | |||||||||||||
30 ივნისი – მარსელი | ||||||||||||||
პოლონეთი (პენ.) | 1 (5) | |||||||||||||
პოლონეთი | 1 (3) | |||||||||||||
25 ივნისი – ლენსი | ||||||||||||||
პორტუგალია (პენ.) | 1 (5) | |||||||||||||
ხორვატია | 0 | |||||||||||||
6 ივლისი – ლიონი | ||||||||||||||
პორტუგალია (დ.დ.) | 1 | |||||||||||||
პორტუგალია | 2 | |||||||||||||
25 ივნისი – პარიზი | ||||||||||||||
უელსი | 0 | |||||||||||||
უელსი | 1 | |||||||||||||
1 ივლისი – ლილი | ||||||||||||||
ჩრდილოეთი ირლანდია | 0 | |||||||||||||
უელსი | 3 | |||||||||||||
26 ივნისი – ტულუზა | ||||||||||||||
ბელგია | 1 | |||||||||||||
უნგრეთი | 0 | |||||||||||||
10 ივლისი – სენ-დენი | ||||||||||||||
ბელგია | 4 | |||||||||||||
პორტუგალია (დ.დ.) | 1 | |||||||||||||
26 ივნისი – ლილი | ||||||||||||||
საფრანგეთი | 0 | |||||||||||||
გერმანია | 3 | |||||||||||||
2 ივლისი – ბორდო | ||||||||||||||
სლოვაკეთი | 0 | |||||||||||||
გერმანია (პენ.) | 1 (6) | |||||||||||||
27 ივნისი – სენ-დენი | ||||||||||||||
იტალია | 1 (5) | |||||||||||||
იტალია | 2 | |||||||||||||
7 ივლისი – მარსელი | ||||||||||||||
ესპანეთი | 0 | |||||||||||||
გერმანია | 0 | |||||||||||||
26 ივნისი – ლიონი | ||||||||||||||
საფრანგეთი | 2 | |||||||||||||
საფრანგეთი | 2 | |||||||||||||
3 ივლისი – სენ-დენი | ||||||||||||||
ირლანდია | 1 | |||||||||||||
საფრანგეთი | 5 | |||||||||||||
27 ივნისი – ნიცა | ||||||||||||||
ისლანდია | 2 | |||||||||||||
ინგლისი | 1 | |||||||||||||
ისლანდია | 2 | |||||||||||||
მერვედფინალები
რედაქტირება25 ივნისი, 2016 17:00 |
შვეიცარია | 1 – 1 (დ.დ.) |
პოლონეთი | სტად ჟოფრი ჟიშარი, სენტ-ეტიენი მაყურებელი: 38,842 მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
შაჩირი 82' | ბმული | 39' ბლაშჩიკოვსკი | ||
პენალტები | ||||
ლიხტშტაინერი |
4 – 5 | ლევანდოვსკი |
25 ივნისი, 2016 20:00 |
უელსი | 1 – 0 | ჩრდილოეთი ირლანდია | პარკ დე პრენსი, პარიზი მაყურებელი: 44,342 მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
მაკალი 75' (ს.კ.) | ბმული |
25 ივნისი, 2016 23:00 |
ხორვატია | 0 – 1 (დ.დ.) |
პორტუგალია | სტად ბოლერ დელელი, ლენსი მაყურებელი: 33,523 მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი) |
---|---|---|---|---|
ბმული | 117' კვარეშმა |
26 ივნისი, 2016 17:00 |
საფრანგეთი | 2 – 1 | ირლანდია | ლუმიერების სტადიონი, ლიონი მაყურებელი: 56,279 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია) |
---|---|---|---|---|
გრიზმანი 58', 61' | ბმული | 2' (პენ.) ბრეიდი |
26 ივნისი, 2016 20:00 |
გერმანია | 3 – 0 | სლოვაკეთი | სტად პიერ მაროუ, ლილი მაყურებელი: 44,312 მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი) |
---|---|---|---|---|
ბოატენგი 8' გომესი 43' დრაქსლერი 63' |
ბმული |
26 ივნისი, 2016 23:00 |
უნგრეთი | 0 – 4 | ბელგია | მუნიციპალური სტადიონი, ტულუზა მაყურებელი: 28,921 მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი) |
---|---|---|---|---|
10' ალდერვეირელდი 78' ბატშუაი 80' აზარი 90+1' კარასკო |
27 ივნისი, 2016 20:00 |
იტალია | 2 – 0 | ესპანეთი | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 76,165 მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი) |
---|---|---|---|---|
კიელინი 33' პელე 90+1' |
ბმული |
27 ივნისი, 2016 23:00 |
ინგლისი | 1 – 2 | ისლანდია | ალიანს რივიერა, ნიცა მაყურებელი: 33,901 მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია |
---|---|---|---|---|
რუნი 4' (პენ.) | ბმული | 6' სიგურდსონი 18' სიგტორსონი |
მეოთხედფინალები
რედაქტირება30 ივნისი, 2016 23:00 |
პოლონეთი | 1 – 1 (დ.დ.) |
პორტუგალია | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 62,940 მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) |
---|---|---|---|---|
ლევანდოვსკი 2' | ბმული | 33' სანჩესი | ||
პენალტები | ||||
ლევანდოვსკი |
3 – 5 | რონალდუ |
1 ივლისი, 2016 23:00 |
უელსი | 3 – 1 | ბელგია | Stade Pierre-Mauroy, ლილი მაყურებელი: 45,936 მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია) |
---|---|---|---|---|
უილიამსი 31' რობსონ-კანუ 55' ვოუკსი 86' |
ბმული | 13' ნაინგოლანი |
2 ივლისი, 2016 23:00 |
გერმანია | 1 – 1 (დ.დ.) |
იტალია | Matmut Atlantique, ბორდო მაყურებელი: 38,764 მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) |
---|---|---|---|---|
ოზილი 65' | ბმული | 78' (პენ.) ბონუჩი | ||
პენალტები | ||||
კროოსი მიულერი |
6 – 5 | ინსინიე |
3 ივლისი, 2016 23:00 |
საფრანგეთი | 5 – 2 | ისლანდია | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 76,833 მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ნიდერლანდები) |
---|---|---|---|---|
ჟირუ 12', 59' პოგბა 20' პაიეტი 43' გრიზმანი 45' |
ბმული | 56' სიგტორსონი 84' ბიადნასონი |
ნახევარფინალები
რედაქტირება6 ივლისი, 2016 23:00 |
პორტუგალია | 2 – 0 | უელსი | ლუმიერების სტადიონი, ლიონი მაყურებელი: 55,679 მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი) |
---|---|---|---|---|
რონალდუ 50' ნანი 53' |
ბმული |
7 ივლისი, 2016 23:00 |
გერმანია | 0 – 2 | საფრანგეთი | სტად ველოდრომი, მარსელი მაყურებელი: 64,078 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია) |
---|---|---|---|---|
ბმული | 45+2' (პენ.), 72' გრიზმანი |
ფინალი
რედაქტირება10 ივლისი, 2016 23:00 |
პორტუგალია | 1 – 0 (დ.დ.) |
საფრანგეთი | სტად დე ფრანსი, სენ-დენი მაყურებელი: 75,868 მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) |
---|---|---|---|---|
ედერი 109' | ბმული |
მარკეტინგი
რედაქტირება2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო. ლოგო ასახავს ანრი დელონეს თასს საფრანგეთის ეროვნულ ფერებში (ლურჯი, თეთრი, წითელი). 2013 წლის 17 ოქტომბერს უეფა-მ გამოაცხადა ტურნირის ოფიციალური სლოგანი „Le Rendez-Vous“. „Konami“ გამოუშვებს ტურნირის ოფიციალურ ვიდეო თამაშს Pro Evolution Soccer 2016-ში.
ტურნირის ოფიციალური თილისმა, სუპერ ვიქტორი პირველად ნაჩვენები იქნა იქნა 2014 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდების მატჩის დროს. ესაა საფრანგეთის ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი სუპერგმირი ბავშვი, ზურგზე წითელი მოსასხამით. მოსასხამი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი არის ბავშვის სუპერძალის წყარო. თილისმამ უეფა-ს ოფიციალურ საიტზე 50 ათას ხმაზე მეტი მიიღო.
ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ადიდასის „Beau Jeu“ 2015 წლის 12 ნოემბერს წარადგინა ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა.
სპონსორები
რედაქტირებაგლობალური სპონსორები | ეროვნული სპონსორები |
---|---|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Four candidates signal UEFA Euro 2016 interest“. UEFA.com. Union of European Football Associations. 11 March 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
- ↑ „Regeringen säger nej till EM 2016-ansökan“. Swedish Football Association (Swedish). 9 December 2009. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
- ↑ „France chosen to host Euro 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2 July 2012.
- ↑ AFP: France win race to host Euro 2016
- ↑ გულისყური “აკროპოლისისკენ”. „მსოფლიო სპორტი“. 22.02.2014.
- ↑ Finals draw. UEFA.com.
- ↑ EURO 2016 play-off, final tournament draw info. UEFA (30 June 2015). ციტირების თარიღი: 30 June 2015.
- ↑ UEFA EURO 2016 draw pots take shape. UEFA (14 October 2015). ციტირების თარიღი: 14 October 2015.
- ↑ EURO 2016 draw pots confirmed for 12 December. UEFA.com (17 November 2015).
- ↑ National team coefficients overview (pdf). UEFA (14 October 2015). ციტირების თარიღი: 14 October 2015.
- ↑ adidas on board for UEFA EURO 2012. UEFA.com. ციტატა: „The long-term partnership between UEFA and adidas is to continue with rights granted to UEFA EURO 2012™ and 2016™ plus all other national-team competitions until 2017.“ ციტირების თარიღი: 10 April 2015.
- ↑ UEFA. Carlsberg signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ „Coca-Cola signs for Euro 2012, 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 22 February 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
- ↑ „Continental to sponsor Euro 2012 and 2016“. UEFA.com. Union of European Football Associations. 20 October 2011. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
- ↑ „Hyundai-Kia joins as official sponsor for UEFA Euro 2012™ and UEFA Euro 2016™“. UEFA.com. Union of European Football Associations. 2 March 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
- ↑ „McDonald's signed up as official Euro sponsor“. UEFA.com. Union of European Football Associations. 26 May 2010. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
- ↑ „Orange joins Uefa Euro 2016 as global partner“. SportsPro. 28 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 October 2015.
- ↑ SOCAR signs as Official Sponsor for UEFA national team competitions. UEFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 31 July 2013.
- ↑ Turkish Airlines joins UEFA EURO 2016 as Official Airline Partner. UEFA.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
- ↑ Crédit Agricole joins EURO national sponsors. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
- ↑ FDJ is first UEFA EURO 2016 national sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
- ↑ Recruiter PROMAN signed up as EURO sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
- ↑ SNCF arrives as fourth national EURO sponsor. UEFA.com. ციტირების თარიღი: 10 April 2015.