ნანი (ფეხბურთელი)
ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია (დ. 17 ნოემბერი, 1986), ცნობილი, როგორც ნანი — პორტუგალიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ვალენსიისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
ნანი პორტუგალიის ნაკრებში 2012 წელს. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია | ||
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | პრაია, კაბო-ვერდე | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვალენსია | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2003 | რეალ მასამა | ||
2003–2005 | სპორტინგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2007 | სპორტინგი | 58 | (9) |
2007–2014 | მანჩესტერ იუნაიტედი | 147 | (25) |
2014–2015 | → სპორტინგი | 27 | (7) |
2015–2016 | ფენერბაჰჩე | 28 | (8) |
2016– | ვალენსია | 25 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006–2007 | პორტუგალია 21 წლ. | 10 | (1) |
2006– | პორტუგალია | 112 | (24) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017 |
კარიერარედაქტირება
საკლუბორედაქტირება
ნანი დაიბადა პრაიაში, კაბო-ვერდეში. ის გაჰყვა ოჯახს ემიგრაციაში ევროპაში ადრეულ ასაკში. ის გაიზარდა პორტუგალიაში და საფეხბურთო კარიერა დაიწყო „რეალ მასამაში“. 16 წლის ასაკში, მან დაიწყო ვარჯიში „სპორტინგში“, საბოლოოდ შეუერთდა კლუბს მას შემდეგ, რაც შესთავაზეს სეზონისწინა შეკრებაზე წასვლა. 2005 წელს შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი და მოიგო პორტუგალიის თასი კლუბში გატარებულ მეორე სეზონში. 2007 წლის მაისში ნანი დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007 წლის ივლისში ის გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ €25.5 მილიონის სანაცვლოდ.[1] ნანიმ მოიგო ინგლისის სუპერთასი დებიუტშივე. კლუბთან ერთად მოიგო პრემიერ ლიგა, 2009 წლის საფეხბურთო ლიგის თასი, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და სამი ინგლისის სუპერთასი. პროფესიონალ ფეხბურთლეთა ასოციაციამ ნანი 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
სანაკრებორედაქტირება
ნანი ასევე არის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი. ის იყო აგრეთვე პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წელს დანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, სადაც მან გაიტანა პირველი სანაკრებო გოლი, მისმა ნაკრებმა კი მოიგო 4-2 კოპენჰაგენში.
ტიტულებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- პორტუგალიის თასის მფლობელი (2): 2006/07, 2014/15
- ინგლისის ჩემპიონი (3): 2007/08, 2008/09, 2010/11, 2012/13
- ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (2): 2008/09, 2009/10
- ინგლისის სუპერთასის მფლიბელი (4): 2007, 2008, 2010, 2011
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2007/08
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2008
სანაკრებორედაქტირება
ინდივიდუალურირედაქტირება
- პორტუგალიის ჩემპიონატის თვის ახალგაზრდა ფეხბურთელი: მაისი, 2007
- პრემიერლიგის წლის საუკეთესო გუნდი პფა-ს ვერსიით: 2010/11
- ინგლისის პრემიერლიგის საგოლე გადაცემების ლიდერი: 2010/11[2]
- მანჩესტერ იუნაიტედის წლის ფეხბურთელი: 2010/11[3]
- პორტუგალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელი: ოქტომბერი, 2014; ნოემბერი, 2014.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Nani — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ნანი (ფეხბურთელი) Twitter-ზე
სქოლიორედაქტირება
- ↑ Meireles, Rui Bacelar (30 May 2007). „INFORMAÇÃO PRIVILEGIADA“ [Sporting – Sociedade Desportiva de Futebol, SAD makes an announcement] (PDF). Sporting CP (Portuguese). Portuguese Securities Market Commission (CMVM). ციტირების თარიღი: 4 October 2010.
- ↑ Barclays Premier League Statistics – ESPN FC. espnfc.com.
- ↑ Froggatt, Mark (18 მაისი, 2011). „Nani is players' choice“. Manchester United. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)