მთავარი მენიუს გახსნა

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (ინგლ. FIFA Club World Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება ფიფა-ს მიერ. ტურნირში მონაწილეობას იღებს ექვსი საკონტინენტო კონფედერაციის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გუნდი მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულთან ერთად.

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
დაარსდა 2000
2005 (დღევანდელი ფორმატი)
რეგიონი საერთაშორისო (ფიფა)
გუნდების რაოდენობა 7
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (4-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (4-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინამორბედი გათამაშება იყო საკონტინენტთაშორისო თასი, რომელსაც ატარებდა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები ამავე კონტინენტების წამყვან ტურნირებში - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებულ კლუბებს შორის. გათამაშება ყოველწლიურად იმართებოდა 1960 წლიდან 2004 წლამდე.

2005 წლიდან საკონტინენტთაშორისო თასი შეცვალა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის და ოკეანეთის წამყვან ტურნირებში გამარჯვებული კლუბები.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 9 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. ჩემპიონთა ლიგის გუნდებმა ტურნირში 11-ჯერ, ხოლო ლიბერტადორესის თასის გუნდებმა 4-ჯერ გაიმარჯვეს. მოქმედი გამარჯვებულია „რეალ მადრიდი“[1].

ფინალებირედაქტირება

სტატისტიკა და რეკორდებირედაქტირება

კლუბების მიხედვითრედაქტირება

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
  რეალ მადრიდი 4 0 2014, 2016, 2017, 2018
  ბარსელონა 3 1 2009, 2011, 2015 2006
  კორინთიანსი 2 0 2000, 2012
  სან-პაულუ 1 0 2005
  ინტერნასიონალი 1 0 2006
  მილანი 1 0 2007
  მანჩესტერ იუნაიტედი 1 0 2008
  ინტერი 1 0 2010
  ბაიერნი 1 0 2013
  ვასკო და გამა 0 1 2000
  ლივერპული 0 1 2005
  ბოკა ხუნიორსი 0 1 2007
  ლდუ კიტო 0 1 2008
  ესტუდიანტესი 0 1 2009
  ტპ მაზემბე 0 1 2010
  სანტოსი 0 1 2011
  ჩელსი 0 1 2012
  რაჯა კასაბლანკა 0 1 2013
  სან-ლორენსო 0 1 2014
  რივერ პლეიტი 0 1 2015
  კაშიმა ანთლერსი 0 1 2016
  გრემიო 0 1 2017
  ალ-აინი 0 1 2018

ქვეყნების მიხედვითრედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 7-ჯერ მოახერხეს ტიტულის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
  ესპანეთი 7 1
  ბრაზილია 4 3
  იტალია 2 0
  ინგლისი 1 2
  გერმანია 1 0
  არგენტინა 0 4
  ეკვადორი 0 1
  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 0 1
  მაროკო 0 1
  იაპონია 0 1
  არაბთა გაერთიანებული საამიროები 0 1

კონფედერაციების მიხედვითრედაქტირება

კონფედერაცია გამარჯვება მარცხი
უეფა
11
3
კონმებოლი
4
8
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია
0
2
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია
0
2

გამარჯვებული მწვრთნელებირედაქტირება

სეზონი გამარჯვებული[2] კლუბი
2000   ოსვალდო დე ოლივეირა   კორინთიანსი
2005   პაულო აუტუორი   სან-პაულუ
2006   აბელ ბრაგა   ინტერნასიონალი
2007   კარლო ანჩელოტი   მილანი
2008   ალექს ფერგიუსონი   მანჩესტერ იუნაიტედი
2009   პეპ გვარდიოლა   ბარსელონა
2010   რაფაელ ბენიტესი   ინტერი
2011   პეპ გვარდიოლა (2)   ბარსელონა
2012   ტიტე   კორინთიანსი
2013   პეპ გვარდიოლა (3)   ბაიერნი
2014   კარლო ანჩელოტი (2)   რეალ მადრიდი
2015   ლუის ენრიკე   ბარსელონა
2016   ზინედინ ზიდანი   რეალ მადრიდი
2017   ზინედინ ზიდანი (2)   რეალ მადრიდი
2018   სანტიაგო სოლარი   რეალ მადრიდი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელებირედაქტირება

მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
  პეპ გვარდიოლა 3 2009, 2011, 2013
  კარლო ანჩელოტი 2 2007, 2014
  ზინედინ ზიდანი 2 2016, 2017

ეროვნების მიხედვითრედაქტირება

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
  ესპანეთი 5
  ბრაზილია 4
  იტალია 2
  საფრანგეთი 2
  შოტლანდია 1
  არგენტინა 1

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Real Madrid retain world title“, bbc.com. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი 2018. 
  2. Intercontinental Cup and FIFA Club World Cup - Winning Coaches. rsssf.com. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი 2017.