სან-პაულუ (საფეხბურთო კლუბი)
სან-პაულუ (პორტ. São Paulo Futebol Clube) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. ჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს. ასპარეზობს პაულისტას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში. „ფლამენგოსა“ და „კორინთიანსის“ შემდეგ ითვლება მესამე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბად ბრაზილიაში. „კორინთიანსთან“, „პალმეირასთან“ და „სანტოსთან“ ერთად შედის სან-პაულუს შტატის ტრადიციული საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. ბრაზილიის ექვსგზის და სან-პაულუს შტატის 21-გზის ჩემპიონი.[1]
სრული სახელი | São Paulo Futebol Clube | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
სამფეროვნები (პორტ. Tricolor) | ||
დაარსდა | 25 იანვარი, 1930 | ||
სტადიონი |
მორუმბი სან-პაულუ, ბრაზილია (ტევადობა: 72 039) | ||
პრეზიდენტი | ჟულიო კაზარისი | ||
მწვრთნელი | ერნან კრესპო | ||
ლიგა |
ბრაზილიის სერია A პაულისტას ჩემპიონატი | ||
2020 2020 |
ბრაზილიის სერია A, მე-4 პაულისტას ჩემპიონატი, მე-6 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირებაჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს სან-პაულუ და ფლორესტას (პორტ. São Paulo da Floresta) სახელწოდებით — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბების — სან-პაულუს შტატის 11-გზის ჩემპიონის, პაულისტანოს (პორტ. Club Athletico Paulistano) და სან-პაულუს შტატის სამგზის ჩემპიონის, ატლეტიკო პალმეირასის (პორტ. Associação Atlética das Palmeiras) გაერთიანების შედეგად. ამჟამინდელი სახელწოდებით კლუბი 1935 წლიდან ასპარეზობს. კლუბის „ოქროს ხანად“ ითვლება 1980-იანების მეორე და 1990-იანების პირველი ნახევარი, როდესაც „სან-პაულუმ“ ორჯერ (1986, 1991) მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ასევე ორ-ორჯერ ლიბერტადორესის თასის (1992, 1993), საკონტინენტთაშორისო თასისა (1992, 1993) და სამხრეთ ამერიკის რეკოპას (1993, 1994) მფლობელი გახდა. ამას გარდა თითოჯერ სამხრეთ ამერიკის სუპერთასსა (1993) და კონმებოლის თასს დაეუფლა (1994).
მიღწევები
რედაქტირება- ჩემპიონი (6): 1977, 1986, 1991, 2006, 2007, 2008
- ვიცე-ჩემპიონი (6): 1971, 1973, 1981, 1989, 1990, 2014
- ბრინჯაოს პრიზიორი (3): 2003, 2004, 2009
- ჩემპიონი (21): 1931, 1943, 1945, 1946, 1948, 1949, 1953, 1957, 1970, 1971, 1975, 1980, 1981, 1985, 1987, 1989, 1991, 1992, 1998, 2000, 2005
- თასის მფლობელი (3): 1980, 2006, 2007
- ჩემპიონი (3): 1932, 1940, 1945
- ჩემპიონი (1): 2002
- ჩემპიონი: 2001
- თასის მფლობელი (11): 1931, 1943, 1945, 1946, 1948, 1953, 1957, 1975, 1980, 1985, 1987
- ჩემპიონი (1): 2005
- თასის მფლობელი (2): 1992, 1993
- თასის მფლობელი (3): 1992, 1993, 2005
- თასის მფლობელი (1): 2012
- თასის მფლობელი (1): 1994
- თასის მფლობელი (1): 1993
- თასის მფლობელი (2): 1993, 1994
- თასის მფლობელი (1): 1996
ცნობილი ფეხბურთელები
რედაქტირება- ლუიზინიო (1930–1934, 1941–1946) [2][3]
- ტეიშერინია (1938–1956) [4][3]
- ჟინუ ორლანდუ (1952–1963) [5][3][6]
- დიდი (1964, 1966)
- ჟერსონი (1972–1974)
- ვალდირ პერესი (1973–1984)
- სერჟინიო შულაპა (1973–1984) [7][3][6]
- ჟოზე ოსკარ ბერნარდი (1980–1987)
- კარეკა (1983–1987)
- მიულერი (1984–1988, 1991–1994, 1996) [8][3]
- პაულო რობერტო ფალკაო (1985–1986)
- კაფუ (1989–1994)
- ლეონარდო (1990–1991, 1993–1994, 2001)
- ფრანსა (1996–2002) [9][3]
- ლუის ფაბიანუ (2001–2004) [10][3]
- კაკა (2001–2003, 2014)
- ერნანესი (2005–2010, 2017, 2019–)
- ოსკარი (2008–2010)
- კაზემირო (2010–2013)
- რივალდო (2011)
- ალვარო პერეირა (2014)
- ალეშანდრე პატო (2014–2015, 2019–)
- ნენე (2018–2019)
- დანიელ ალვესი (2019–)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაInstagram · Facebook · Twitter |
ESPN · GloboEsporte.com · Soccerway · SPFCpédia · Transfermarkt · WorldFootball.net |
ენციკლოპედია ბრიტანიკა |
YouTube |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ranking CONMEBOL Libertadores para la edición 2020 დაარქივებული 2020-02-05 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის მესკიტა დე ოლივეირას (პორტ. Luís Mesquita de Oliveira) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეექვსე ადგილი უკავია (173 გოლი 263 შეხვედრაში).
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ATLETAS COM MAIS GOLS PELO SÃO PAULO FUTEBOL CLUBE DE MODO GERAL. SPFCpédia: A Enciclopédia Tricolor. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ტეიშერინიას (პორტ. Teixerinha) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილი უკავია (188 გოლი 525 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ჟინუ ორლანდუს (პორტ. Gino Orlando) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი უკავია (233 გოლი 453 შეხვედრაში).
- ↑ 6.0 6.1 Segundo maior artilheiro do clube, Gino Orlando completaria 85 anos. Michael Serra e Érico Leonan. São Paulo Futebol Clube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-15. ციტატა: „Com 233 gols em 453 jogos, centroavante escreveu o seu nome na história do São Paulo // Um dos maiores goleadores na história do São Paulo, o ex-atacante Gino Orlando completaria 85 anos de idade nesta quarta-feira (3). Com 233 gols em 453 jogos, o centroavante marcou época no Tricolor e participou das conquistas dos Campeonatos Paulistas de 1953 e 1957. O ex-jogador, que faleceu no dia 24 de abril de 2003 na capital paulista, era daqueles centroavantes que na década de 50/60 eram chamados de 'tanque'. Ficavam na frente à espera de um bom passe, um bom cruzamento ou uma boa bobeada da defesa inimiga para mandar a bola às redes, sem piedade. Não era técnico, mas brigador, voluntarioso, forte, amedrontador até. Assim, infernizou as defesas adversárias e se tornou o segundo maior artilheiro do clube, atrás apenas de Serginho Chulapa, que anotou 242 gols.“ ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სერჟინიო შულაპას (პორტ. Serginho Chulapa) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველი ადგილი უკავია (242 გოლი 399 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის ანტონიო კორეა და კოსტას (პორტ. Luís Antônio Corrêa da Costa; ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც მიულერი) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეშვიდე ადგილი უკავია (160 გოლი 387 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ფრანსას (პორტ. França) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილი უკავია (182 გოლი 327 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის ფაბიანუს (პორტ. Luís Fabiano Clemente) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილი უკავია (212 გოლი 352 შეხვედრაში).