ვალდირ პერესი
ვალდირ პერეს დე არუდა (პორტ. Waldir Peres de Arruda; დ. 2 იანვარი, 1951, გარსა, სან-პაულუ, ბრაზილია — გ. 23 ივლისი, 2017, მოჟი-მირინი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ვალდირ პერესი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2] 1974 წლის გერმანიის[3][4] და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[5][6]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვალდირ პერეს დე არუდა | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
გარსა, სან-პაულუ, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 23 ივლისი, 2017 (66 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოჟი-მირინი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1970 | გარსა | ||
1970 | პონტე-პრეტა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1973 | პონტე-პრეტა | ? | (?) |
1973–1984 | სან-პაულუ | 617 | (0) |
1984 | ამერიკა | ? | (?) |
1985–1986 | გუარანი | 26 | (0) |
1986–1988 | კორინთიანსი | 75 | (0) |
1988 | პორტუგეზა | 22 | (0) |
1989 | პონტე-პრეტა | ? | (?) |
1989–1990 | სანტა-კრუზი | 75 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1982 | ბრაზილია | 39 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1990 | ინტერნასიონალი ლიმეირა | ||
1991 | სან-ბენტუ | ||
1992 | ინტერნასიონალი ლიმეირა | ||
1993 | უნიაო მოჟი | ||
1994 | სან-ბენტუ | ||
1994 | ინტერნასიონალი ლიმეირა | ||
1995 | უნიაო მოჟი | ||
1996 | ნასიონალი სან-პაულუ | ||
1997 | ფეროვიარია | ||
1998 | ნასიონალი სან-პაულუ | ||
1998 | გუარულიუსი | ||
1999 | იტაპეტინინგა | ||
1999 | იტაბაიანა | ||
2000 | ნასიონალი სან-პაულუ | ||
2001 | პარაგუასუენსე | ||
2002 | რიუ-ბრანკუ | ||
2003 | ოესტე | ||
2004 | რიუ-ბრანკუ | ||
2005 | იმპერიო | ||
2006 | უბერლანდია | ||
2006 | რეალ ბრაზილი | ||
2007 | ვიტორია | ||
2007 | არაგუაინა | ||
2008 | ინტერნასიონალი ლიმეირა | ||
2008 | ენჟენეირუ-ბელტრაო | ||
2011–2012 | არასატუბა | ||
2013 | გრემიო მარინგა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებავალდირ პერესმა საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქალაქის გარსას (პორტ. Garça) ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „გარსას“ შემადგენლობაში დაიწყო, რის შემდეგაც სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ქალაქ კამპინასის საფეხბურთო კლუბ „პონტე-პრეტას“ რიგებში. 1973 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბ „სან-პაულუში“ გადავიდა, სადაც მალევე მოიპოვა ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სახელი, რის შედეგადაც როგორც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მესამე მეკარე 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
1975 წელს პერესმა თავისი პირველი — სან-პაულუს შტატის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ტურნირის ფინალში მან პენალტების სერიის დროს „სან-პაულუს“ მეტოქის „პორტუგეზას“ ფეხბურთელების პირველი ორი თერთმეტმეტრიანი აიღო. სეზონის დასრულების შემდეგ იგი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამ აღიარების ნიშნად მას ოქროს ბურთი (პორტ. Bola de Ouro) გადაეცა. ორი წლის შემდეგ მან კვლავ შეძლო მატჩისშემდგომი პენალტების სერიის დროს თავისი მიღწევის გამეორება, ამჯერად, — ბრაზილიის ჩემპიონატის ფინალში.
1973–1984 წლებში „სან-პაულუს“ მაისურით ვალდირ პერესმა 617 ოფიციალური მატჩი ჩაატარა,[7] რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია „სან-პაულუს“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის[8][9][10][11] როჟერიო სენის (პორტ. Rogério Mücke Ceni) შემდეგ, რომელმაც 1992–2015 წლებში კლუბის ღირსება 1237 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა.[7]
1984 წელს „სან-პაულუდან“ წამოსვლის შემდეგ კიდევ ერთ ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბში, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკაში“ გადავიდა. ამის შემდეგ იცავდა კამპინასის „გუარანის“, „კორინთიანსის,“ „პორტუგეზას“ და კვლავ „პონტე-პრეტას“ ღირსებას. სათამაშო კარიერა 1990 წელს, რესიფის „სანტა-კრუზის“ შემადგენლობაში დაასრულა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1975–1982 წლებში იყო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 39 მატჩი ითამაშა.[12].
ნაკრების შემადგენლობაში პირველად 1975 წლის 4 ოქტომბერს, პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კოპა ამერიკის გათამაშებაზე ითამაშა. ტურნირის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა ლიმას „ესტადიო ალეხანდრო ვილანუევაზე“ (ესპ. Estadio Alejandro Villanueva) შედგა და ბრაზილიელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ამის მიუხედავად, წილისყრით[13] ფინალში პერუელები გავიდნენ, რომლებმაც პირველი ნახევარფინალური მატჩი ბრაზილიაში ანგარიშით — 3–1 მოიგეს.
1978 წელს იგი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა წინა ჩემპიონატის მსგავსად, მოედანზე ამჯერადაც არ გამოსულა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ. მხოლოდ 1981 წლის 5 იანვარს, არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, დაშავებული კარლოს რობერტო გალოს (პორტ. Carlos Roberto Gallo) ნაცვლად გამოვიდა მოედანზე. 1976 წლის 19 მაისის შემდეგ, ეს იყო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მისი პირველი მატჩი.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლო შეხვედრა მან 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი, რომელიც მსოფლიო სპორტული პრესის ერთსულოვანი შეფასებით, თავისი დრამატიზმითა და ორივე გუნდის მხრიდან საფეხბურთო ხელოვნების უმაღლეს დონეზე წარმოჩენის მხრივ, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შესრულების თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო საუკეთესო და გამორჩეულ მატჩად ითვლება — 5 ივლისს, ბარსელონაში, „ესტადიო სარიაზე“ (ესპ. Estadio de Sarriá) გაიმართა და იტალიელთა გამარჯვებით — 3–2 დამთავრდა.[14][15][16][17][18][19][20][21]
მსოფლიო ჩემპიონატებზე
რედაქტირებავალდირ პერესმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[22]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1974 | გერმანია | 22 | მეკარე | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | |
1978 | არგენტინა | 22 | მეკარე | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | |
1982 | ესპანეთი | 1 | მეკარე | 5 | 0 | 4 | 0 | 1 |
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებასამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა მხოლოდ ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბებში. მათ შორის სათავეშიც ედგა ლიმეირას „ინტერნასიონალს“ (1990, 1992, 1994, 2008), „სან-ბენტუს“ (1991, 1994), „უნიაო მოჟის“ (1993, 1995), სან-პაულუს „ნასიონალს“ (1996, 1998, 2000), „რიუ-ბრანკუს“ (2002, 2004) და სხვ. ბოლო კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი პოსტიც ეკავა იყო „გრემიო მარინგა“ (2013).
ვალდირ პერესი 2017 წლის 23 ივლისს, მოჟი-მირინში, 66 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.[23]
მიღწევები
რედაქტირება- ბრაზილიის ჩემპიონატი (სერია A): 1977
- პაულისტას ჩემპიონატი: 1975, 1980, 1981
- პაულისტას ჩემპიონატი: 1988
სანაკრებო
რედაქტირება- ოსვალდო კრუზის თასი: 1976
- ატლანტიკის თასი: 1976
- როკას თასი: 1976 [24][25]
- რიუ-ბრანკუს თასი: 1976
ინდივიდუალური
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაMiltonneves : Terceiro Tempo · National Football Teams.com · Planet World Cup · Sambafoot · Soccerway · Torcida (1) · Torcida (2) · Transfermarkt · WorldFootball.net |
1975 · 1976 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982 |
Brazil - Record International Players · Brasil - Resultados Históricos · Campeonatos Estaduais · World Cup 1978 · World Cup 1982 |
Entrevista com o ex-goleiro Waldir Peres - Um dos maiores goleiros do futebol brasileiro · Equipe do Terceiro tempo lamenta morte de Waldir Peres · Lendas do gol - Waldir Peres |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brazil in the World Cup 1978 – Argentina დაარქივებული 2019-11-11 საიტზე Wayback Machine. . The team: Leão (C), Toninho, Oscar, Amaral and Edinho; Batista, Toninho Cerezzo and Zico; Gil, Roberto Dinamite and Dirceu. Reserves: Carlos (G), Valdir Peres (G), Nelinho, Abel, Polozzi, Rodrigues Neto, Zé Sérgio, Reinaldo, Rivelino, Jorge Mendonça and Chicão. Coach: Cláudio Coutinho. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Dirceu José Guimarães. Complete list of players from Brazil roster in the 1978 FIFA Soccer World Cup. Information about the complete roster of Brazil National Soccer Team in the Argentina 1978 World Cup with players, jersey numbers, position on the field, DOB, club and coach. Champions, stats, national teams and players from each World Cup. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
- ↑ Complete list of players from Brazil roster in the 1974 FIFA Soccer World Cup – The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Brazil in the World Cup 1974 – Germany დაარქივებული 2014-04-22 საიტზე Wayback Machine. . The team: Leão, Zé Maria, Luis Pereira (C), Marinho and Marinho Chagas; Piazza, Leivinha and Rivelino; Valdomiro, Jairzinho and Dirceu. Reserves: Renato (G), Wendell (G), Nelinho, Alfredo, M. Antonio, Clodoaldo, Ademir da Guia, Carpeggiani, César, Paulo César and Edu. Coach: Zagallo. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Brazil in the World Cup 1982 – Spain დაარქივებული 2018-02-09 საიტზე Wayback Machine. . The team: Valdir Peres (GK), Leandro, Oscar (C), Luisinho and Júnior; Toninho Cerezzo, Falcão, Sócrates and Zico; Serginho and Éder. Substitutes: Paulo Sérgio (GK), Carlos (GK), Edevaldo, Juninho, Edinho, Pedrinho, Batista, Paulo Isidoro, Renato, Roberto Dinamite and Dirceu. Coach: Telê Santana. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Complete list of players from Brazil roster in the 1982 FIFA Soccer World Cup – The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 7.0 7.1 ATLETAS COM MAIS JOGOS DISPUTADOS NO SÃO PAULO FUTEBOL CLUBE DE MODO GERAL. SPFCpédia: A Enciclopédia Tricolor. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 2005 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2005 — როჟერიო სენი[მკვდარი ბმული] მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეცხრე ადგილზე დასახელდა (№ 9. Rogerio Ceni / Brazil / 31 pts. / São Paulo FC).
- ↑ 2006 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2006 — როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეექვსე ადგილზე დასახელდა (№ 6. Rogerio Ceni / Brazil / 39 pts. / São Paulo FC).
- ↑ 2007 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2007 — როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეხუთე ადგილზე დასახელდა (№ 5. Rogerio Ceni / Brazil / 37 pts. / São Paulo FC).
- ↑ 2008 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2008 — როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეთერთმეტე ადგილზე დასახელდა (№ 11. Rogerio Ceni / Brazil / 10 pts. / São Paulo FC).
- ↑ Arquivo da Seleção Brasileira Principal
- ↑ Peru was declared the winner by the drawing of lots.
- ↑ Duarte, Fernando. Brazil lost that Italy game in 1982 but won a place in history – Falcão (30 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Wilson, Jonathan. Italy 3-2 Brazil, 1982: the day naivety, not football itself, died (25 ივლისი, 2012). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Lewis, Tim. 1982: Why Brazil V Italy Was One Of Football's Greatest Ever Matches (11 ივლისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-12. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 1982 Spain. CBC News. CBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Rossi wakes to flatten favourites. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-13. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Smyth, Rob. (21 აპრილი, 2020) Italy 3–2 Brazil: 1982 World Cup, second round Group C – as it happened. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 1982: Why Brazil V Italy Was One Of Football's Greatest Ever Matches. Esquire.co.uk (11 ივლისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-12. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Foot, John. Winning at All Costs: A Scandalous History of Italian Soccer, გვ. 470. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ Waldir Peres in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2021.
- ↑ Ídolo do São Paulo e goleiro da Copa de 82, Waldir Peres morre aos 66 anos. ESPN.com.br. 23/07/2017.
- ↑ Argentina 1–2 Brazil (27 Feb., Buenos Aires); Brazil 2–0 Argentina (19 May, Rio de Janeiro) — Copa Julio Roca 1976
- ↑ არგენტინა–ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა ურთიერთშორის ჩატარებული მატჩების სტატისტიკა (1914–2017)
- ↑ The Bola de Ouro (ოქროს ბურთი) is an annual award given each year, since 1973, by Brazilian sports magazine Placar to the best player in the Campeonato Brasileiro. A group of sports journalists watch every match of the competition and rate players 1 to 10 based on their performance. At the end of the season, the players with the best average rating in each position are awarded the Bola de Prata (Silver Ball), and the player with the best overall average rating is the recipient of the Bola de Ouro.
- ↑ Bola de Prata (ვერცხლის ბურთი) is given to the best players in their respective position (forward, defender, etc.) on the same points system. Therefore, the Brazilian team of the year is created. In 1973, Placar introduced the "Bola de Ouro", given to the best player of the league, according to Placar itself. In this year, two players shared the Bola de Ouro, this situation never occurred again. Players marked bold won the "Bola de Ouro" in that respective year.