რიო-სან-პაულუს ტურნირი
რიო-სან-პაულუს ტურნირი (ბრაზ.-პორტ. Torneio Rio-São Paulo) — ბრაზილიის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატების წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. ტურნირი პირველად ჩატარდა 1933 წელს, თუმცა, რეგულარულად მხოლოდ 1950—1966 წლებში ტარდებოდა. 1967 წელს ტურნირში მონაწილეთა დადგენილი რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტეს. 1993—2002 წლებში (რეგულარულად 1997-იდან) ტურნირი ისევ აღადგინეს. ყველაზე ტიტულოვანი კლუბებია: კორინთიანსი, პალმეირასი და სანტოსი.
ქვეყანა | ბრაზილია |
---|---|
დაარსდა | 1933 |
ყველაზე ტიტულოვანი | კორინთიანსი, პალმეირასი, სანტოსი |