კარეკა

ბრაზილიელი ფეხბურთელი

ანტონიო დე ოლივეირა ფილიო (პორტ. Antônio de Oliveira Filho; დ. 5 ოქტომბერი, 1960, არარაკუარა, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც კარეკა. 1986 წლის მექსიკის და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 62-ე ადგილზე დასახელდა.[1][კომ. 1][2][კომ. 2]

კარეკა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო დე ოლივეირა ფილიო
დაბადების
თარიღი
5 ოქტომბერი, 1960 (1960-10-05) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
არარაკუარა, სან-პაულუ,
ბრაზილია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1982 გუარანი 77 (46)
1983–1987 სან-პაულუ 67 (54)
1987–1993 ნაპოლი 164 (73)
1993–1996 კაშივა რეისოლი 60 (31)
1997 სანტოსი 9 (2)
1998 კამპინასი 10 (6)
1999 სან-ჟოზე 2 (0)
სულ 389 (212)
ეროვნული ნაკრები
1982–1993 ბრაზილია 64 (30)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

კარეკამ საკლუბო კარიერა საფეხბურთო კლუბ „გუარანის“ შემადგენლობაში 1976 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ამ გუნდის რიგებში ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.

1983 წელს „სან-პაულუში“ გადავიდა, სადაც რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა, ხოლო 1986 წელს გუნდთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონობა მოიპოვა.

1987 წელს კარეკამ ბრაზილიის დატოვება და ევროპულ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა. ეს კლუბი იტალიური „ნაპოლი“ გახდა, სადაც ანტონიო არგენტინელ მარადონასა და თანამემამულე ალემაოს შეუერთდა.

სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების შეფასებით „ნაპოლიში“ კარეკა ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. პირველ სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 13 ბურთი გაიტანა. მომდევნო წელი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა, როდესაც გუნდთან ერთად უეფას თასი მოიპოვა, რომლის ორმატჩიან ფინალშიც ნეაპოლელებმა გერმანულ „შტუტგარტს“ აჯობეს (2–1, 3–3), ხოლო კარეკამ ორივე ფინალურ მატჩში თითო ბურთის გატანა მოახერხა.[3]

1989–90 წლების სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1982–1993 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 64 შეხვედრას ატარებს და 30 ბურთი გააქვს.[4][კომ. 3]

ბრაზილია
წელი მატჩი გოლი
1982 4 0
1983 11 5
1984 0 0
1985 7 3
1986 11 8
1987 9 2
1988 0 0
1989 7 6
1990 9 3
1991 1 0
1992 2 0
1993 7 2
ჯამში 68 30

მსოფლიო ჩემპიონატზე რედაქტირება

კარეკამ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 ბურთი გაიტანა.[5][6][7]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა ბრაზილიის დროშა 9 თავდამსხმელი 5 5 4 1 0
მეოთხედფინალი
1990 იტალიის დროშა იტალია ბრაზილიის დროშა 9 თავდამსხმელი 4 2 3 0 1
მერვედფინალი

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  გუარანი
  სან-პაულუ
  ნაპოლი

სანაკრებო რედაქტირება

  ბრაზილია

ინდივიდუალური რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

კომენტარები რედაქტირება

  1. In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100
  2. Diego Armando Maradona aveva in grande considerazione Arrigo Sacchi, tanto che un giorno gli disse: “Mister, venga al Napoli, con me e Careca si parte sempre da 1 a 0". Careca non delude le aspettative andando a segno per ben cinque volte, compresa la partita Brasile – Francia dei quarti di finale finita 1 a 1 che vede l’eliminazione ai rigori della squadra Carioca. Careca mette a segno 9 colpi, con 29 presenze. Il primo anno del “dopo Diego “, con Ranieri allenatore, Careca e con lui tutto il Napoli, ritrova gli antichi splendori: gli Azzurri si classificano al quarto posto, con un Careca semplicemente strepitoso autore di 15 gol in 33 partite. Il 1992/93 vede il Napoli partire con il favore del pronostico nel ruolo di outsider al Milan di Capello, ma le cose non andranno come sperato. Bianchi rileva Ranieri dopo 9 giornate, Careca (7 gol) e compagni non riusciranno mai a trovare il ritmo giusto, classificandosi all’undicesimo posto. Emanuele Orofino. 22/7/2004
  3. კარეკასა (№ 9) და ჩილელი ფეხბურთელის ორთაბრძოლა — ეპიზოდი ბრაზილია 1–1 ჩილეს ამხანაგური მატჩიდან. 7 მაისი, 1986

სქოლიო რედაქტირება