ოსკარი (ფეხბურთელი)

ოსკარ დოს სანტოს ემბოაბა ჟუნიორი (პორტ. Oscar dos Santos Emboaba Júnior; დ. 9 სექტემბერი , 1991) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ოსკარი. იცავს ჩინეთის სუპერლიგის საფეხბურთო კლუბ „შანხაი სიპგის“ ღირსებას. ოსკარმა თავისი კარიერა დაიწყო „სან-პაულუში“ და 2010 წელს გადავიდა „ინტერნასიონალში“. მან „ინტერნასიონალში“ 70 თამაში ჩაატარა და 19 გოლის გატანა მოასწრო. მისი კარგი თამაში ნაკრებსა და გუნდში აისახა იმით, რომ 2012 წელს იგი £19.35 მილიონად გადავიდა ლონდონის „ჩელსიში“. გუნდთან ერთად 2013 წელს უეფა-ს ევროპის ლიგა, ხოლო 2015 წელს, ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

ოსკარი
ოსკარი ბრაზილიის ნაკრებში 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოსკარ დოს სანტოს ემბოაბა ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
9 სექტემბერი, 1991 (1991-09-09) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ამერიკანა, ბრაზილია
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შანხაი სიპგი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
1998–2004 უნიაო ბარბარენსე
2004–2009 სან-პაულუ
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2010 სან-პაულუ 11 (0)
2010–2013 ინტერნასიონალი 36 (11)
2012–2016 ჩელსი 131 (21)
2017– შანხაი სიპგი 79 (24)
ეროვნული ნაკრები
2009–2011 ბრაზილია 20 წლ. 25 (9)
2012 ბრაზილია 23 წლ. 6 (1)
2011– ბრაზილია 47 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 დეკემბერი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2015

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება