დანიელ ალვეს და სილვა (პორტ. Daniel Alves da Silva; დ. 6 მაისი, 1983, ჟუაზეირუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მცველი. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სხვადასხვა დროს იცავდა სალვადორის „ბაიას“, სევილიის „სევილიას“, ბარსელონის „ბარსელონას“, ტურინის „იუვენტუსის“ და პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას. ბაიას შტატის ჩემპიონი და ნორდესტაოს თასის ორგზის მფლობელი „ბაიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს თასის ორგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი „სევილიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ოთხგზის, ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული „ბარსელონას“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის ლიგის თასის და საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის და ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მსოფლიოს მეორე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობის არსებობის ისტორიაში.

დანიელ ალვესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დანიელ ალვეს და სილვა[1]
დაბადების
თარიღი
6 მაისი, 1983 (1983-05-06) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ჟუაზეირუ, ბაია, ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უნამი
ნომერი 33
ახალგაზრდული კარიერა
1996–1998 ჟუაზეირუ
1998–2001 ბაია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2002 ბაია 25 (2)
2002–2008 სევილია 175 (11)
2008–2016 ბარსელონა 247 (14)
2016–2017 იუვენტუსი 19 (2)
2017–2019 პარი სენ-ჟერმენი 48 (2)
2019–2021 სან-პაულუ 76 (10)
2021–2022 ბარსელონა 14 (1)
2022– უნამი 12 (0)
ეროვნული ნაკრები
2003 ბრაზილია 20 7 (0)
2006– ბრაზილია 125 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 დეკემბერი, 2022
დანი ალვესი ფიფა-ს კონფედერაციის თასით. რიო-დე-ჟანეირო, 2 ივლისი, 2013.
დანი ალვესი უეფა-ს სუპერთასით. თბილისი, 11 აგვისტო, 2015.

დანი ალვესს აქვს ორმაგი — ესპანეთისა და ბრაზილიის მოქალაქეობა.[3]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დანიელ ალვესი დაიბადა ჟოაზეიროში, მამამისი ფერმერი იყო. პატარაობაში ის მის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. ალვესის მამასაც უყვარდა ფეხბურთი და წვრთვნიდა საკუთარ გუნდს, სადაც ალვესმაც დაიწყო თამაში ათი წლის ასაკში. თავდაპირველად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაჰქონდა ბევრი ბურთი მამამისმა ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს. ალვესი თავის ახალგაზრდობაში ფერმერად მუშაობდა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ალვესმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ბრაზილიურ კლუბ „ბაიაში“, პირველ თამაშში მან მოახერხა ორი საგოლე გადაცემის გაკეთება, „პარანას“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ დიეგო ალვესმა დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რამაც განაპირობა 2002 წელს მისი იჯარით გადასვლა „სევილიაში“.

2002–2003 წლების სეზონის შემდეგ, ალვესი მიემგზავრება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიო ახალგაზრულ ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ახლაგაზრდული ნაკრების ტრიუმფით სრულდება, ალვესი კი ტურნირის რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, ამის შემდეგ „სევილიამ“ „ბაიადან“ გამოისყიდა ის და კონტრაქტიც გააფორმა მასთან.

2006 წლის ივნისში „სევილია“ დათანხმდა მის ტრანსფერს „ლივერპულში“, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა, „ლივერპულმა“ საბოლოოდ უარი თქვა ალვესში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაში. 2006 წლის დეკემბერში კი მან გაახანგრძლივა ტრანსფერი „სევილიასთან“ 2012 წლამდე. ალვესისთვის 2006–2007 წლების სეზონი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩატარებულ 47 თამაშში მან 5 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა უეფას თასზე, სადაც სევილია ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ ალვესი ხშირად აკეთებდა ინტერვიუებს იმის თაობაზე, რომ მას სურდა „სევილიას“ დატოვება და ლონდონში გადაბარგება, მასზე შეთავაზებას ლონდონის „ჩელსი“ აკეთებდა. „სევილიასგან“ „ჩელსიმ“ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო, ამის შემდეგ ალვესსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, საბოლოოდ კი ალვესმა ისევ დარჩენა ამჯობინა წასვლას და შემდეგი სეზონიც „სევილიაში“ გაატარა.[4]

ბარსელონა

რედაქტირება

2008 წლის 2 ივლისს ალვესი შეუერთდა „ბარსელონას“. მან სევილია დატოვა და დასძინა, რომ ამ გუნდში ის მოვიდა როგორც ბავშვი და ტოვებს მას როგორც კაცი, პრესკონფერენციის ბოლოს მან ცრემლები ვეღარ შეიკავა. მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ 23 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა და გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად გაყიდული მცველი, მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალვესის დებიუტი შედგა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის „ვისლას“ წინააღმდეგ 2008 წლის 13 აგვისტოს. ლა ლიგაში კი მისი დებიუტი შედგა 31 აგვისტოს გასვლით თამაშში „ნუმანსიას“ წინააღმდეგ. მან გამოტოვა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაფრთხილებების გამო, საბოლოოდ მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება ანგარიშთ 2–0 უემბლის სტადიონზე.

ალვესის რიგით მეორე სეზონში, „ბარსელონას“ შემადგენლობაში, მან და გუნდმა წარმატებით მოახერხეს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ასევე მოიგო 2009 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2010–2011 წლების სეზონში კი მოახერხეს ზედიზედ მესამედ დაუფლებოდნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს.

2011 წლის 28 მაისს ალვესმა ითამაშა მისთვის პირველ ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში და მოახერხა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 3–1 დამარცხება და ამით მეოთხედ დაეუფლა ამ ტიტულს.

2011–2012 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ალვესთან ერთად მოახერხა ესპანეთის საფეხბურთო თასის მოპოვება. ასევე კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2012–2013 წლების სეზონში მისმა გუნდმა მოახერხა ბოლო ხუთი სეზონიდან მეოთხედ მოეპოვებინა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

2015 წლის 6 ივნისს მეხუთედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული „იუვენტუსის“ 3–1 ძლევით ოლიმპიაშტადიონზე ბერლინში. ამ ტიტულით გუნდმა მეორედ შეასრულა ტრიპლეტი, პირველი 2009 წელს შეასრულა.

2015 წლის ივნისში ალვესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა 2017 წლის 30 ივნისამდე.

2016 წლის 27 ივნისს კონტრაქტი გააფორმა ტურინის „იუვენტუსთან“.[5]

მიღწევები

რედაქტირება
 
დანი ალვესი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, 23 მარტი, 2018.
  ბაია
  • ბაიას შტატის ჩემპიონატი: 2001
  • ნორდესტაოს თასი (2): 2001, 2002
  სევილია
  ბარსელონა
  იუვენტუსი
  პარი სენ-ჟერმენი

სანაკრებო

რედაქტირება
  ბრაზილია

ინდივიდუალური

რედაქტირება

რეკორდები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. FIFA Club World Cup UAE 2009: List of Players
  2. „22 Dani Alves“. FC Barcelona.
  3. 2014 FIFA World Cup Brazil: List of Players.
  4. [1]
  5. „Dani Alves è bianconero“. juventus.com.
  6. FIFA World Youth Championship UAE 2003 – Award. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-24. ციტირების თარიღი: 2021-12-19.
  7. Facts and figures: UEFA.com Team of the Year 2017. UEFA.
  8. ESM XI. RSSSF.
  9. FIFA FIFPro World XI 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  10. FIFA FIFPro World XI 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  11. FIFA FIFPro World XI 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-30. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  12. FIFA FIFPro World XI 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  13. FIFA FIFPro World XI 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  14. FIFA/FIFPro World XI 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  15. FIFA FIFPro World11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 2021-08-28.
  16. DE GEA, KANTE AND MBAPPE IN WORLD 11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-11. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
  17. FIFA FIFPro World XI: the reserve teams. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-14. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
  18. Rankings: How All 55 Male Players Finished. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 2023-11-19.
  19. The 2014/15 Liga BBVA Ideal XI. LFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2021-08-28.
  20. Messi, Neymar Jr, Iniesta and Alves in France Football World XI of 2015.
  21. Buffon Named Best Player. Football Italia.
  22. The IFFHS Men World Team 2017. IFFHS.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
  23. „Neymar élu joueur de Ligue 1, Le PSG rafle tout ou presque“.
  24. Dani Alves is named the best player of the 2019 Copa America.
  25. El equipo ideal de la CONMEBOL Copa América Brasil 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-10. ციტირების თარიღი: 2021-06-23.
  26. Reyes's fifth win: top UEFA club cup winners. UEFA.
  27. Messi, Alves among Super Cup record-breakers.
  28. Dani Alves becomes first footballer in history to win 40 trophies.