მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლ. Manchester United) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან, რომელიც თამაშობს „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე და ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. კლუბი დაარსდა [[1878] წელს როგორც „ნიუტონ ჰითი“, 1902 წელს კი დაერქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“.
სრული სახელი | Manchester United Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Red Devils (წითელი ეშმაკები) | |||
დაარსდა | 1878, Newton Heath LYR F.C.-ის სახელით | |||
სტადიონი |
„ოლდ ტრაფორდი“ მანჩესტერი, ინგლისი (ტევადობა: 76.212 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
ჯოელ გლეიზერი აბრაამ გლეიზერი | |||
მწვრთნელი | ერიკ ტენ ჰააგი | |||
კაპიტანი | ბრუნუ ფერნანდეში | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2022-2023 | მე-3 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური საფეხბურთო კლუბია, რომელსაც 20-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი (რაც რეკორდული მაჩვენებელია), 12-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და 21-ჯერ ინგლისის სუპერთასი (რეკორდი). საერთაშორისო ტურნირებიდან კლუბს 3-ჯერ აქვს მოგებული უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, ერთხელ უეფა-ს ევროპა ლიგა, ერთხელ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი, ერთხელ უეფა-ს სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი[1]. 1998–99 წლების სეზონში კლუბმა მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რითიც გახდა პირველი (და ამ დროისთვის უკანასკნელი) ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა „ტრებლი”. 2016–17 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა მე-5 კლუბი ტურინის „იუვენტუსის“, ამსტერდამის „აიაქსის“, მიუნხენის „ბაიერნის“ და ლონდონის „ჩელსის“ შემდეგ, რომელმაც მოიგო სამივე მთავარი ევროპული საფეხბურთო ტურნირი (უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი)[2].
1958 წლის 6 თებერვალს გუნდის თვითმფრინავი მოყვა მიუნხენის ავიაკატასტროფაში, სადაც დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი[3]. ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, 1968 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერ მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა). კლუბმა ფინალში ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა ანგარიშით 4–1[4]. სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც „იუნაიტედში“ 1986 წლის ნოემბერში მივიდა და სამწვრთნელო კარიერის დასასრულამდე – 2013 წლის მაისამდე წვრთნიდა, 38 ტიტული მოაგებინა კლუბს, აქედან 13-ჯერ პრემიერლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა[5].
2015–16 სეზონის მიხედვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბი იყო. წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 689 მილიონი ევრო[6]. 2015 წლის მონაცემებით „იუნაიტედი“ მესამე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი იყო, შეფასებული 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგად[7].
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქეებია: „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ლიდზ იუნაიტედი“ და „არსენალი“.
2018 წლის 18 დეკემბრამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიო[8]. მისი გაშვების შემდეგ, სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ულე გუნარ სულშერი დაინიშნა[9].
ისტორია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაარსდა 1878 წელს[10][11][12]. თავდაპირველად კლუბს ერქვა „Newton Heath LYR“ - „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“. ის შექმნეს ხსენებული რკინიგზის ხაზზე მომუშავე მუშებმა ნიუტონ ჰიტის დეპოში. თავდაპირველად „ნიუტონ ჰიტი“ თამაშობდა სხვა სარკინიგზო დეპარტამენტების და კომპანიების გუნდებთან. კლუბი 1888 წელს დაარსებულ საფეხბურთო ლიგას 1892 წელს შეუერთდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. დაშლისა და გაუქმების პირას მყოფი კლუბის გადარჩენაში, მნიშვნელოვანი როლი მანჩესტერის ლუდსახარშის მფლობელმა ჯონ ჰენრი დეივისმა ითამაშა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში. არსებობს ლეგენდა, რომ გუნდის კაპიტნის ჰარი სტაფორდის მრავალი ჯილდოს მომგები სენბერნარის ჯიშის ძაღლი დაიკარგა. ძაღლი შემთხვევით შეხვდა დეივისს, რომელსაც ის ძალიან მოეწონა და მისი თავისი ქალიშვილისთვის ყიდვა ისურვა. პატრონის პოვნის შემდეგ, შეხვედრისას სტაფორდმა შეძლო დეივისის დარწმუნება კლუბში ინვესტიცია ჩაედო და გამხდარიყო კლუბის თავმჯდომარე.
1902 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „მანჩესტერ სენტრალი“ და „მანჩესტერ სელტიკი“, თუმცა საბოლოოდ აირჩიეს „მანჩესტერ იუნაიტედი“. ასევე შეიცვალა გუნდის ფორმა. ახალი ფორმა წითელი მაისურებისგან, თეთრი ტრუსებისგან და შავი წინდებისგან შედგებოდა.
მომდევნო წელს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა ერნესტ მენგნალი. მენგნალმა მიზნად დაისახა გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში. მან აქტიურად დაიწყო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა და მიიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: ჩარლი სეიგარი, ჰარი მოგერი, ჯორჯ უოლი, ჯეკ პიკენი, დიკ ჰოლდენი, ტომი ბლექსტოკი, დიკ დაკუორთი, ალექს ბელი და ჩარლი რობერტსი, რომელიც გუნდის კაპიტანი გახდა. 1905–06 წლების სეზონში გუნდი აღზევდა მეორე დივიზიონიდან უმაღლეს დივიზიონში 12 წლის შემდეგ. მენგნალმა განაგრძო სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა და თანაქალაქელი „მანჩესტერ სიტიდან“, რომელიც სკანდალში იყო გახვეული, გადაიყვანა სენდი ტერნბული და როგორც მას უწოდებდნენ „უელსელი ჯადოქარი“ ბილი მერედითი. ამ ორმა ტრანსფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ტრიუმფში – გუნდმა 1908 წელს პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ჩემპიონატის მოგებით, გუნდმა ინგლისის სუპერთასზე მოიპოვა თამაშის უფლება, სადაც „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ დაამარცხა. მომავალ წელს, გუნდმა პირველად მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი. ტერნბული და მერედიტი, ისევე როგორც თავიანთ სადებიუტო სეზონებში, ახლაც საკვანძო ფიგურები იყვნენ. ტერნბულმა ასოციაციის თასის ფინალში „ბრისტოლ სიტისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა[13].
1909–10 წლების სეზონში კლუბი ახალ სტადიონ „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა[14]. „იუნაიტედმა“ პირველი მატჩი ახალ მოედანზე 1910 წლის 19 თებერვალს გამართა „ლივერპულთან“ და მიუხედავად 3–0 დაწინაურებისა, 4–3 დამარცხდა.
მომდევნო სეზონში კლუბმა თავის ისტორიაში მეორედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სუპერთასის მატჩში კი „იუნაიტედმა“ 8–4 დაამარცხა „სუინდონ თაუნი“ და მოიპოვა ტიტული. ამ მატჩში ჰაროლდ ჰალსიმ 6 გოლი გაიტანა.
1911–12 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდნენ. მწვრთნელი ერნესტ მენგნალი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, გუნდის შედეგები კი გაუარესდა. პირველი მსოფლიო ომის გამო ინგლისის ჩემპიონატი 4 წლით შეწყდა და მხოლოდ 1919 წელს განახლდა[15]. გუნდი სერიოზულად იყო გადახალისებული, თუმცა ბილი მერედითი ისევ „იუნაიტედში“ ირიცხებოდა. 1919–20 წლების სეზონში მან ჩემპიონატის მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო სეზონის ბოლოს ვეტერანი მერედითი მენგნალმა დააბრუნა „მანჩესტერ სიტიში“. გუნდის ახალი ვარსკვლავი ჯო სპენსი იყო, რომელიც გატანილი გოლებით ლიდერობდა გუნდს, თუმცა ვერც მისმა შედეგიანობამ იხსნა გუნდი მეორე დივიზიონში გავარდნისგან 1921–22 წლების სეზონის ბოლოს, როდესაც „იუნაიტედმა“ 42-დან მხოლოდ 8 მატჩი მოიგო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3 წლის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა გუნდი კვლავ განაგრძობდა არასტაბილურად ასპარეზობას.
შედეგები ვერ გამოსწორდა 1930-იან წლებშიც. 1931 წელს კლუბი ისევ გავარდა მეორე დივიზიონში[16]. „იუნაიტედს“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა ისტორიაში, როდესაც 42-დან 27 მატჩი წააგო და გაუშვა 115 გოლი. მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონზე იკლო. ახალი სეზონის პირველ საშინაო მატჩში „საუთჰემპტონთან“ მატჩს მხოლოდ 3507 ადამიანი დაესწრო. შემოსავალი შემცირდა და კლუბი ვეღარ უხდიდა ფეხბურთელებს ხელფასებს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაკოტრებისგან ამჯერად სამხედრო ფორმების მწარმოებელმა – ჯეიმზ გიბსონმა იხსნა. გიბსონმა თანხა გადაურიცხა კლუბს და ფეხბურთელებს ხელფასები გადაუხადა. ის „იუნაიტედის“ დირექტორად დაინიშნა. გუნდის სათავეში ასევე დაინიშნა ახალი მწვრთნელი – სკოტ დუნკანი, ვისაც გამოუყვეს თანხები სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების საყიდლად. თუმცა კლუბის მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ისტორიაში პირველად მესამე დივიზიონში გავარდნის წინაშე დადგა. კლუბმა ბოლო ტურში მაინც მოახერხა დარჩენა, როდესაც მათ „მილუოლი“ დაამარცხეს 2–0. 1935–36 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე დივიზიონი მოიგო და პირველში დაბრუნდა, მაგრამ კლუბმა კვლავ განაგრძო არასტაბილურად გამოსვლა ინგლისის ჩემპიონატში. 1937 წელს ისინი ისევ გავარდნენ, ხოლო მომავალ სეზონში ისევ დაბრუნდნენ უმაღლეს დივიზიონში. ომის დაწყებამდე ბოლო სეზონში, გუნდმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და გაინაღდა ადგილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უმაღლეს დივიზიონში.
სერ მეტ ბასბის ეპოქა
რედაქტირება1945 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად შოტლანდიელი მეტ ბასბი დაინიშნა[17]. ბასბიმ დრო არ დაკარგა და საკვანძო პოზიციებზე მიიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: ჯიმი დილეინი, სტენ პირსონი, ჯეკ როული, ჩარლი მიტენი და ჯონი მორისი. თუმცა ბასბის საუკეთესო შენაძენად ბევრი მიიჩნევს ჯიმი მერფის, რომელიც სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და ბასბის ასისტენტი გახდა.
ბასბის და მერფის სურდათ, რომ შეექმნათ ეროვნული ტურნირებისთვის სტაბილურად მებრძოლი გუნდი და მათ ცოტა დააკლდათ პირველივე ცდაზე მიზნის მიღწევაში. 1946–47 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. ეს იყო კლუბის უმაღლესი პოზიცია 36 წლის განმავლობაში. მომოდევნო წელს კლუბმა მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, სადაც ფინალში დაამარცხა სტენლი მეთიუზის და სტენ მორტენსენის „ბლექპული“ ანგარიშით 4–2. ამ გამარჯვებით კლუბმა მოიგო თავისი პირველი ტიტული 1911 წლის შემდეგ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კიდევ სამჯერ დაასრულა ინგლისის ჩემპიონატი მეორე ადგილზე, თუმცა საბოლოოდ 1952 წელს მოიგო ჩემპიონატი პირველად 41 წლის შემდეგ[18]. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ჯონი მორისმა და ჩარლი მიტენმა, ბასბიმ განაგრძო საკუთარი დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა და დააწინაურა ძირითად გუნდში ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: როჯერ ბირნი, ჯეკი ბლანჩფლაუერი, ბილ ფოულკსი, მარკ ჯონსი, ედი კოლმანი, დეივიდ პეგი და დენის ვაიოლეტი. გამორჩეული ამ ახალგაზრდებს შორის იყო დანკან ედვარდსი. ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან, უესტ მიდლენდიდან იყო და „იუნაიტედში“ დებიუტი ჰქონდა 1953 წელს 16 წლის ასაკში. ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს „ბასბის ჩვილებს“ უწოდებდნენ. თუმცა ყველა ფეხბურთელი არ იყო კლუბის აკადემიიდან დაწინაურებული. მეტ ბასბი სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობდა და გადაიხადა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხები თავდამსხმელ ტომი ტეილორში და მეკარე ჰარი გრეგში.
1956 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო 1956–57 წლების სეზონში "ბასბის ჩვილებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც „ასტონ ვილასთან“ დამარცხდნენ. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო. ჩემპიონატის მანძილზე „იუნაიტედმა“ 103 გოლი გაიტანა.
1957 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. პირველივე საშინაო მატჩში, „იუნაიტედმა“ 10–0 გაანადგურა ბრიუსელის „ანდერლეხტი“. ეს ანგარიში დღემდე არის ყველაზე დიდი, რომლითაც კი „იუნაიტედს“ მოუგია ყველა ტურნირის გათვალისწინებით. „ბორუსია დორტმუნდის“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ, გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მადრიდის „რეალთან“ გამოვარდა.
1958 წლის 6 თებერვალს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, თვითმფრინავი რომელსაც გადაჰყავდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები, პერსონალი და ჟურნალისტები, მიუნხენში დაეშვა საწვავის შესავსებად. რამდენიმე ცდის შემდეგ თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა და კატასტროფა განიცადა, რის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გუნდის 8 ფეხბურთელი: ჯეფ ბენტი, როჯერ ბირნი, ედი კოლმანი, დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დეივიდ პეგი, ტომი ტეილორი და ლიამ უილანი. სანამ გუნდის მწვრთნელი მეტ ბასბი მკურნალობდა ავიაკატასტროფაში მიყენებული ტრავმებისგან, გუნდის მწვრთნელობა ჯიმი მერფიმ ითავა. „იუნაიტედი“ იმავე წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ბოლტონ უონდერერსთან“ დამარცხდა.
1960-იან წლებში მეტ ბასბიმ ახალი გუნდის შენება დაიწყო[19]. გუნდის ლიდერები მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩენილი ფეხბურთელები იყვნენ – დენის ვაიოლეტი, ბობი ჩარლტონი და ბილ ფოულკსი. ნობი სტაილზი გუნდის აკადემიაში აღიზარდა, ხოლო დენის ლოუ კლუბმა 115 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა „ტორინოდან“.
1962–63 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გუნდმა 3–1 დაამარცხა „ლესტერ სიტი“. აღნიშნული სეზონი ასევე აღსანიშნავი იყო ახალგაზრდა ჯორჯ ბესტის დებიუტით, რომელიც მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდება.
1964–65 წლების სეზონში, ბესტი-ლოუ-ჩარლტონის ტრიოსგან შემდგარმა შეტევამ „იუნაიტედს“ ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა. ამ სამეულს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამება უწოდეს. გუნდმა ბურთების სხვაობით გადაასწრო მეორეადგილოსან „ლიდზ იუნაიტედს“. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბაზრობათა თასის ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც ბუდაპეშტის „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა. 1964 წელს დენის ლოუ გახდა „იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.
მომდევნო წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ არასტაბილური სეზონი ჩაატარა. მოქმედი ჩემპიონები ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდნენ, თუმცა გუნდმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში ბელგრადის „პარტიზანთან“ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ლისაბონში „იუნაიტედმა“ 5–1 გაანადგურა „ბენფიკა“. 1966 წელს ბობი ჩარლტონმა ოქროს ბურთი მოიგო.
1966–67 წლების სეზონში გუნდმა კიდევ ერთხელ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. მომდევნო წელს კი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა თასი. ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4–3 დამარცხების შემდეგ[20], ფინალში ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე მათ დამატებით დროში 4–1 დაამარცხეს „ბენფიკა“. გოლები ბობი ჩარლტონმა (ორჯერ), ჯორჯ ბესტმა და ბრაიან კიდმა გაიტანეს. ამ ტრიუმფს განსაკუთრებული მნიშვნელობა გუნდის მწვრთნელისთვის – მეტ ბასბისთვის ჰქონდა, რომელსაც 1958 წელს მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაეღუპა გუნდის დიდი ნაწილი, თუმცა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ მან მაინც მოიგო ნანატრი ტიტული. ფინალის შემდეგ მას მიენიჭა რაინდის წოდება. 1968 წელს ჯორჯ ბესტი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მესამე ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი.
მომდევნო სეზონი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. „იუნაიტედი“ საკონტინენტთაშორისო თასზე არგენტინულ „ესტუდიანტესთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა, ხოლო ჩემპიონატში გუნდი მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა. ჩემპიონთა თასზე ინგლისურმა კლუბმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც „მილანთან“ გამოვარდა. სეზონის ბოლოს, სერ მეტ ბასბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
1969–1986
რედაქტირებაბასბის გადადგომის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა რეზერვების გუნდის მწვრთნელი უილფ მაკგინესი, თუმცა მან ვერ გაამართლა დაკავებულ თანამდებობაზე[21]. გუნდი 1969–70 წლების სეზონში მე-8 ადგილზე გავიდა, ვარსკვლავების ნაწილი დაბერდა, ნაწილი კი მასში ვერ ხედავდა ავტორიტეტს და არ ემორჩილებოდა (პირველ რიგში იგულისხმება ჯორჯ ბესტი). დენის ლოუს და შეი ბრენანის სატრანსფერო ბაზარზე დაყენებამ მაკგინესის პოზიციაზე დადებითი გავლენა ვერ იქონია და ის 1970 წლის დეკემბერში გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. სერ მეტ ბასბი სეზონის დასასრულამდე დროებით დაბრუნდა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და გუნდს დაამთავრებინა სეზონი. 1971 წლის ივნისში გუნდის მწვრთნელად დაინიშნა ირლანდიელი ფრენკ ო’ფარელი, თუმცა ვერც მან მიაღწია წარმატებას. 1972 წლის 16 დეკემბერს „კრისტალ პალასთან“ 5–0 მარცხის შემდეგ, იგი მოხსნეს თანამდებობიდან.
ო’ფარელის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ტომი დოჰერტი. გუნდის დაბერების და თაობათა ცვლის გამო, დოჰერტის მთავარი ამოცანა იყო „იუნაიტედის“ უმაღლეს დივიზიონში დატოვება. ბობი ჩარლტონმა 1972–73 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა, ჯორჯ ბესტს ისევ დისციპლინარული პრობლემები ჰქონდა, ხოლო 33 წლის დენის ლოუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი 1973 წლის ივლისში. ლოუ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა და მომდევნო წლის აპრილში ერთადერთი გოლი გაიტანა „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ მატჩში, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა დაადასტურა.
„იუნაიტედი“ სწრაფად დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, პირველივე სეზონში მეორე დივიზიონის მოგების შემდეგ. მომდევნო წლებში გუნდი ორჯერ გავიდა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. 1976 წელს მათ „საუთჰემპტონთან“ დათმეს მატჩი 0–1, ხოლო მომდევნო წელს ინგლისის ჩემპიონატის და ჩემპიონთა თასის მომგები „ლივერპული“ დაამარცხეს 2–1, რითაც მერსესაიდულ კლუბს ხელი შეუშალეს ტრებლის მოგებაში. ფინალიდან 44 დღის შემდეგ, დოჰერტი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი ურთიერთობის შესახებ გუნდის ფიზიოთერაპევტის ცოლთან.
1977 წლის ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დოჰერტი დეივ სექსტონმა შეცვალა. მიუხედავად რამდენიმე ხმაურიანი შენაძენისა, მათ შორის ჯო ჯორდანის, გორდონ მაქუინის, გარი ბეილის და რეი უილკინსისა, გუნდმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1979 წელს „იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში ლონდონის „არსენალთან“ დამარცხდა ანგარიშით 2–3.
1979–80 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-2 ადგილზე გავიდა ინგლისის ჩემპიონატში, სადაც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ლივერპულს“[22]. მომდევნო სეზონში გუნდი მე-8 ადგილზე გავიდა და შედეგად 1981 წლის 30 აპრილს გუნდის ხელმძღვანელობამ სექსტონი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
სექსტონი რონ ატკინსონმა შეცვალა, რომელმაც მაშინვე მოხსნა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი, როდესაც „ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“ გადაიყვანა ბრაიან რობსონი. იმავე კლუბიდან მნიშვნელოვანი შენაძენი იყო ასევე რემი მოზესი. მიუხედავად ძლიერი ნახევარდაცვისა, რომელიც რობსონისგან და უილკინსისგან შედგებოდა, „იუნაიტედს“ მაინც აკლდა სტაბილურად გამტანი ფორვარდი. შედეგად ინგლისის ჩემპიონატში ატკინსონის გუნდი ყოველ წელს გადიოდა მე-3, ან მე-4 ადგილებზე.
ჩემპიონატისგან განსხვავებით, ატკინსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ სათასო ტურნირებზე უკეთესად გამოდიოდა. გუნდმა ორჯერ – 1983 და 1985 წლებში მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი. 1984 წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, „იუნაიტედი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა, სადაც დიეგო მარადონა თამაშობდა. გასვლით მატჩში 0–2 მარცხის შემდეგ, ინგლისურმა გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ 3–0 გაიმარჯვა[23] და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „იუვენტუსთან“ გამოვარდა.
1986–87 წლების სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო, როდესაც პირველ 13 მატჩში „იუნაიტედმა“ მხოლოდ 3 მოიგო და ნოემბრისთვის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. შედეგად, რონ ატკინსონი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.
სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა
რედაქტირება1986 წლის 6 ნოემბერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი დაინიშნა. ფერგიუსონი „იუნაიტედში“ დანიშვნამდე შოტლანდიურ „აბერდინს“ წარმატებით წვრთნიდა, სადაც მან ყველა შოტლანდიური ტიტული მოიპოვა და სელტიკი – რეინჯერსის ჰეგემონია დაამხო, თუმცა მისი მთავარი მიღწევა თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ დამარცხება იყო.
ფერგიუსონს რამდენიმე წელი დასჭირდა ახალი გუნდის ასაშენებლად და მან არაერთ ფეხბურთელს დაატოვებინა გუნდი. ინგლისის ჩემპიონატში 1986–87 წლების სეზონში „იუნაიტედი“ მე-11 ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონში კლუბი მეორე ადგილზე გავიდა „ლივერპულის“ შემდეგ. 1988–89-ში ისევ მე-11 ადგილი, ხოლო 1989–90-ში მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდა.
1990 წელს ფერგიუსონმა პირველი ტიტული მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში[24]. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მისმა გუნდმა გადათამაშების შემდეგ ლი მარტინის გოლით დაამარცხა „კრისტალ პალასი“. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ამ გამარჯვებამ შეუნარჩუნა ფერგიუსონს „იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტი.
ამ გამარჯვებით კლუბი 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროპულ გათამაშებებში. პირველივე ცდაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდა უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში როტერდამში, სადაც მარკ ჰიუზის დუბლით 2–1 დაამარცხა იოჰან კრუიფის გაწვრთნილი „ბარსელონა“ და 23 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპული ტიტული.
1992 წელს „იუნაიტედმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ინგლისის ლიგის თასი. ფინალში ფერგიუსონის გუნდმა 1–0 დაამარცხა „ნოტინგემ ფორესტი“. კლუბი ასევე ახლოს იყო ინგლისის ჩემპიონატის მოგებასთან, თუმცა საბოლოო ჯამში 4 ქულით ჩამორჩა „ლიდზ იუნაიტედს“. იმავე წლის დეკემბერში კლუბმა „ლიდზ იუნაიტედიდან“ შეიძინა ფრანგი ვარსკვლავი ერიკ კანტონა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფერგიუსონის გუნდის აღმასვლაში და შემდგომ წარმატებებში.
1993 წელს, პირველად 26 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ამ წარმატებაში კანტონამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მომავალ სეზონში კი კლუბმა პირველად შეასრულა დუბლი – ერთ სეზონში მოიგო ინგლისის ჩემპიონატიც და ინგლისის ასოციაციის თასიც. თასის ფინალში მათ 4–0 დაამარცხეს ლონდონის „ჩელსი“[25]. კანტონას გარდა, რომელმაც 7 ნომრიანი მაისური მოირგო, გუნდის წარმატებებში უმნიშვნელოვანესი როლი ეჭირა დანიელ მეკარე პეტერ შმეიხელს.
1995 წლის იანვარში „კრისტალ პალასის“ ფანთან მომხდარი ინცინცდენტის გამო, კანტონა 8 თვით მოკვეთეს ფეხბურთიდან. ლიდერის დაკარგვამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 1 ქულით ჩამორჩა „ბლექბერნ როვერსს“, ხოლო ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დამარცხდა „ევერტონთან“.
1995–96 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაიმეორა ორი წლის წინანდელი შედეგი და შეასრულა დუბლი. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გუნდმა 86-ე წუთზე კანტონას გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა „ლივერპული“. ფერგიუსონი ყოველ წელს ძირითად გუნდში ამატებდა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბის აკადემიაში იზრდებოდნენ. მათ შორის იყვნენ რაიან გიგზი, დეივიდ ბეკჰემი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი.
მომდევნო სეზონში კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერიკ კანტონამ კი სეზონის ბოლოს მოულოდნელად დაასრულა საფეხბურთო კარიერა. 1998 წელს კლუბმა ვერ მოიგო ტიტულები. კანტონას დანაკლისთან ერთად, რაიან გიგზის და როი კინის ტრავმებმა გააუარესა მდგომარეობა.
1998–99 წლების სეზონი ყველაზე წარმატებულია კლუბის ისტორიაში. თავდაპირველად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ტურში გაინაღდა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, როდესაც ენდი კოულის გადამწყვეტი გოლით დაამარცხეს „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2–1 და 1 ქულით გაასწრეს ლონდონის „არსენალს“[26]. 6 დღის შემდეგ გუნდმა მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი. ფინალში ფერგიუსონის შეგირდებმა 2–0 დაამარცხეს „ნიუკასლ იუნაიტედი“ პოლ სქოულზის და ტედი შერინგემის გოლებით.
26 მაისს კი, პირველად 1968 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ყოფილი ჩემპიონთა თასი). ფინალამდე ინგლისურმა კლუბმა მძიმე გზა გაიარა[27]. ისინი ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გავიდნენ ჯგუფში, სადაც „ბარსელონა“, მიუნხენის „ბაიერნი“ და დანიური „ბრონდბიუ“ იყვნენ. მეოთხედფინალში გუნდმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3–1 დაამარცხა მილანის „ინტერი“. ნახევარფინალში „იუნაიტედი“ კიდევ ერთ იტალიურ გრანდს – „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ დასრულდა ანგარიშით 1–1, სადაც რაიან გიგზმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრა ანგარიში[28]. საპასუხო მატჩში ტურინში სტადიონ დელე ალპიზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-11 წუთისთვის უკვე 2–0-ს აგებდა, თუმცა როი კინის, ენდი კოულის და დუაიტ იორკის გოლებით, გუნდმა შემოატრიალა თამაში და გავიდა ფინალში[29]. ქალაქ ბარსელონაში სტადიონ „კამპ ნოუზე“, „იუნაიტედი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. გერმანულმა კლუბმა თამაშის დასაწყისში გახსნა ანგარიში მარიო ბასლერის გოლით და თამაშის ბოლომდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ტედი შერინგემმა, ხოლო შემდეგ რამდენიმე წამში ასევე შეცვლაზე შემოსულმა ულე გუნარ სულშერმა გაიტანეს გოლები და მატჩი დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით 2–1. ფინალის შემდეგ ალექს ფერგიუსონს მიენიჭა რაინდის წოდება. რამდენიმე თვეში გუნდმა მეოთხე ტიტული მოიპოვა, როდესაც საკონტინენტთაშორისო თასზე როი კინის გოლით ბრაზილიური „პალმეირასი“ დაამარცხა ანგარიშით 1–0. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი ინგლისური კლუბი რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ასევე პირველი (და დღემდე უკანასკნელი) ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა ტრებლი.
1999–2000 წლების სეზონში კლუბმა დაიცვა პრემიერლიგის ტიტული და 18 ქულით გაუსწრო მეორე ადგილოსან „არსენალს“[30][31]. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ვერ მოძებნა პეტერ შმეიხელის ადეკვატური შემცვლელი. რამდენიმე მეკარემ, მათ შორის მარკ ბოსნიჩმა ვერ გაამართლეს იმედები, შესაბამისად 2000 წლის ივლისში გუნდმა შეიძინა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოქმედი გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრების მეკარე ფაბიენ ბარტეზი. ფრანგი მეკარე დაეხმარა კლუბს ზედიზედ მესამედ პრემიერლიგის მოგებაში, ალექს ფერგიუსონი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. სწორედ 2000–01 წლების სეზონის შუაში გადაწყვიტა ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება, თუმცა საბოლოო ჯამში გადააფიქრებინეს და მან განაგრძო მუშაობა.
გუნდმა 2000 და 2001 წლებში ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, შესაბამისად 2002 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე „იუნაიტედი“ გააქტიურდა ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ინგლისურმა კლუბმა ნიდერლანდელი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი შეიძინა „პსვ“-დან[32], ვეტერანი ფრანგი მცველი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლორან ბლანი „ინტერიდან“[33] და არგენტინელი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი „ლაციოდან“[34]. ვერონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 28,1 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რაც იმ დროისთვის როგორც კლუბის, ასევე მთლიანად ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. თუმცა მიუხედავად ძვირადღირებული ტრანსფერებისა, 2001–02 წლების სეზონში გუნდმა ვერ შეძლო ტიტულების მოგება და პირველად 1998 წლის შემდეგ ვერ იზეიმა პრემიერლიგის ჩემპიონობა[35], ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ლევერკუზენის „ბაიერთან“ გამოვარდა სტუმრად გატანილი გოლის წესით[36]. მომავალი სატრანსფერო სეზონის დროს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდზ იუნაიტედიდან“ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა რიო ფერდინანდი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა ინგლისის ნაკრებში 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფერდინანდს უნდა აღმოეფხვრა „იუნაიტედის“ დაცვაში შექმნილი პრობლემები, რომლებიც იაპ სტამის „ლაციოში“ გაყიდვის შემდეგ წარმოიქმნა. „იუნაიტედმა“ სეზონი ცუდად დაიწყო, წააგო „ბოლტონთან“ შინ და „ლიდსთან“ სტუმრად, ექვსი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და სექტემბერში ცხრილში მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა. ფერდინანდი დაეხმარა კლუბს პრემიერლიგის ჩემპიონობის დაბრუნებაში 2002–2003 წლების სეზონში, მაგრამ სეზონი მისთვის ცუდად დასრულდა, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დასაჯა იგი სავალდებულო დოპინგ ტესტზე გამოუცხადებლობისთვის და 8 თვით მოკვეთა ფეხბურთიდან. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გამოვარდა მადრიდის „რეალთან“. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მანჩესტერელებმა 3–1 დათმეს[37], ხოლო საპასუხო მატჩი 4–3 მოიგეს და გამოეთიშნენ ტურნირს. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ოლდ ტრაფორდის“ პუბლიკის ოვაციები დაიმსახურა[38]. იმავე წლის ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა დეივიდ ბეკჰემმა. ინგლისელი ვარსკვლავი მადრიდის „რეალმა“ 24.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა[39].
მომავალი სამი წლის განმავლობაში, მანჩესტერულმა კლუბმა ვერ მოიგო პრემიერლიგა. ამ პერიოდში ფერგიუსონმა ახალი გუნდის შენება დაიწყო და მრავალი ტრანსფერი განხორციელდა. დეივიდ ბეკჰემის გარდა გუნდი დატოვეს ხუან სებასტიან ვერონმა[40], ფაბიენ ბარტეზმა[41], ნიკი ბატმა,[42] დიეგო ფორლანმა[43], ფილ ნევილმა[44], რუდ ვან ნისტელროიმ[45] და კაპიტანმა როი კინმა[46]. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა ისეთი პერსპექტიული ახალგაზრდები, როგორებიც იყვნენ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ლისაბონის „სპორტინგიდან“ 12.24 მილიონ გირვანქა სტერლინგად[47] და ინგლისელი უეინ რუნი „ევერტონიდან“ 27 მილიონ გირვანქა სტერლინგად[48]. გუნდში ასევე მოვიდნენ ედვინ ვან დერ სარი[49], პარკ ჯი სუნი[50], ნემანია ვიდიჩი[51], პატრის ევრა[52], მაიკლ კერიკი[53], და ლუიშ ნანი[54]. კარლოს ტევესი გუნდს 2007 წელს ორ წლიანი იჯარით შეუერთდა[55].
2004-დან 2007 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ ორი ტურნირი მოიგო: 2004 წელს ინგლისის ასოციაციის თასი, სადაც მანკუნიანელებმა „მილუოლი“ 3–0 დაამარცხეს და ინგლისის ლიგის თასი 2006 წელს, როდესაც ფერგიუსონის გუნდმა „უიგანი“ 4–0 დაამარცხა. მომდევნო სეზონში კი, გუნდმა 6 ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან „ჩელსის“ და 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო პრემიერლიგა[56]. ჩემპიონატის მოგებაში მთავარი როლი ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის და წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოები მიიღო. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც შთამბეჭდავად გამოვიდა. მეოთხედფინალში „იუნაიტედმა“ საპასუხო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ 7–1 გაანადგურა „რომა“ და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3–5 დამარცხდა „მილანთან“[57].
2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-17-დ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და მე-3-დ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. პრემიერლიგაში გუნდმა 2 ქულით გაასწრო „ჩელსის“[58]. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „იუნაიტედმა“ „ლიონი“, „რომა“ დაამარცხა და ნახევარფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა, რომელსაც გასვლითი მატჩი 0–0 ეთამაშა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა პოლ სქოულზის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო[59][60] და ფინალში, მოსკოვში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდა. ანგარიში რონალდუმ გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ფრენკ ლემპარდმა გაათანაბრა. დაძაბული 120 წუთის შემდეგ, რომელიც დამთავრდა 1–1, მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც „ჩელსის“ კაპიტან ჯონ ტერის შეეძლო თასის მოგება, თუმცა დარტყმისას ფეხი აუსრიალდა და ბურთი ძელს მოხვდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო პენალტების სერია ანგარიშით 6–5, როდესაც ედვინ ვან დერ სარმა ნიკოლა ანელკას დარტყმული პენალტი აიღო. კრიშტიანუ რონალდუმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 42 გოლი გაიტანა და გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი[61]. რამდენიმე თვეში, გუნდმა ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში უეინ რუნის გოლით „იუნაიტედმა“ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, ეკვადორული ლდუ კიტო დაამარცხა.
2008–09 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანის „ინტერის“, „პორტუს“ და ლონდონის „არსენალის“ დამარცხების შემდეგ[62], ფერგიუსონის გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ბარსელონასთან დამარცხდა 0–2. იმავე სეზონში „იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში პენალტების სერიაში „ტოტენჰემი“ დაამარცხა. სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუ 80 მილიონ გირვანქა სტერლიგად გადავიდა მადრიდის „რეალში“, რაც იმ დროისთვის მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო ტრანსფერი იყო[63], კარლოს ტევესი კი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა[64].
2009–10 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა „ჩელსის“[65]. იმავე სეზონში კლუბმა ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. ფინალში მანჩესტერულმა კლუბმა 2–1 დაამარცხა „ასტონ ვილა“. უეინ რუნიმ სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
2011 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-19-დ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და გაასწრო „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონობების რაოდენობით. ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელის“, ლონდონის „ჩელსის“ და „შალკე 04-ის“ დამარცხების შემდეგ[66], ფერგიუსონის გუნდი ოთხ წელიწადში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ისევ ბარსელონასთან დამარცხდა, ანგარიშით 1–3. მომდევნო სეზონში გუნდმა დრამატულ ბრძოლაში დათმო პრემიერლიგის ტიტული „მანჩესტერ სიტისთან“, რომელმაც ბურთების სხვაობით აჯობა „იუნაიტედს“ და პირველად 44 წლის მანძილზე მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
2012 წლის ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი და პრემიერლიგის ბომბარდირი რობინ ვან პერსი შეიძინა. ვან პერსიმ მთავარი როლი ითამაშა 2012–13 წლების სეზონის ბოლოს კლუბის მიერ მე-20-დ ინგლისის ჩემპიონატის მოგებაში. მან აღნიშნულ სეზონში 26 გოლი გაიტანა. 2013 წლის 8 მაისს კლუბმა გამოაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ასრულებდა სამწვრთნელო კარიერას. მან 26 წლის შემდეგ დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტი. ამ დროის განმავლობაში, შოტლანდიელმა 38 ტიტული მოიგო და ის მანჩესტერული კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია[67].
ფერგიუსონის შემდეგ
რედაქტირებაფერგიუსონის წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად „ევერტონის“ ყოფილი მწვრთნელი, შოტლანდიელი დეივიდ მოიესი დაინიშნა. მოიესის მწვრთნელობისას „იუნატედის“ საქმეები უკან წავიდა. პრემიერლიგაში გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა[68] და 1996 წლის შემდეგ პირველად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდმა ვერც სხვა ტურნირებზე მიაღწია წარმატებას და შედეგად 2014 წლის 22 აპრილს მოიესმა დატოვა თანამდებობა, გუნდს კი სეზონი რაიან გიგზმა დაამთავრებინა.
იმავე წლის 19 მაისს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი ლუი ვან გალი დაინიშნა, გიგზი კი მის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. ვან გალმა იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე და გუნდში ანხელ დი მარია, დალეი ბლინდი, ანდერ ერერა, მარკოს როხო, ლიუკ შოუ და იჯარით რადამელ ფალკაო მიიყვანა. პრემიერლიგაში გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, თუმცა სათასო ტურნირებზე „იუნაიტედმა“ წარმატებას ვერ მიაღწია. ვან გალმა განაგრძო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა და კვლავ შეიძინა ფეხბურთელები, მათ შორის აღსანიშნავია ბასტიან შვაინშტაიგერის და ანტონი მარსიალის ტრანსფერები. ამავდროულად, გუნდი ფერგიუსონის ეპოქის მრავალმა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა.
2015–16 წლების სეზონში ვან გალის გაწვრთნილმა გუნდმა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ პირველი ტურნირი – ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ფინალში მათ დამატებით დროში 2–1 დაამარცხეს „კრისტალ პალასი“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 12 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი[69]. მიუხედავად ამისა, გუნდის სეზონი ვერ ჩაითვალა წარმატებულად. „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა და მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. სეზონის ბოლოს ლუი ვან გალმა დატოვა თანამდებობა.
2016 წლის 27 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დაინიშნა. მან გუნდთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოურინიომ იაქტიურა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და გუნდში ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა მიიყვანა. პოგბას დაბრუნება, რომელმაც კლუბი 2012 წელს დატოვა, „იუნაიტედს“ 89 მილიონი გირვანქა სტერლინგი (105 მილიონი ევრო) დაუჯდა და აღნიშნული ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი გახდა[70].
მოურინიოს პირველ ოფიციალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის სუპერთასზე პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს – „ლესტერ სიტის“ შეხვდა და 2–1 დაამარცხა. გუნდმა პრემიერლიგაში არასტაბილურად იასპარეზა და სეზონის ბოლოს მე-6 ადგილზე გავიდა[71], მაგრამ მანკუნიანელებმა სათასო ტურნირებზე მიაღწიეს წარმატებებს. თებერვალში ინგლისის ლიგის თასის ფინალში „იუნაიტედმა“ 3–2 დაამარცხა „საუთჰემპტონი“[72], ხოლო რამდენიმე თვეში გუნდი ისტორიაში პირველად უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდა და პოგბას და მხითარიანის გოლებით 2–0 დაამარცხა[73]. ევროპა ლიგის მოგებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა მე-5 კლუბი „იუვენტუსის“, „აიაქსის“, „ბაიერნის“ და „ჩელსის“ შემდეგ, რომელმაც მოიგო სამივე მთავარი ევროპული საფეხბურთო ტურნირი (უეფა-ს ჩემპიონთა თასი/ლიგა, უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი)[74]. აღნიშნულ სეზონში, უეინ რუნიმ გადაასწრო ბობი ჩარლტონს კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში, ხოლო სეზონის ბოლოს იგი 13 წლის შემდეგ „ევერტონში“ დაბრუნდა[75]. მომდევნო სეზონში „იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა[76], თუმცა ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო. მოურინიო 2018 წლის 18 დეკემბერს მოხსნეს თანამდებობიდან, როდესაც გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა და 11 ქულით ჩამორჩებოდა მეოთხე ადგილოსანს[77]. სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად ულე გუნარ სულშერი დაინიშნა[78].
სიმბოლიკა
რედაქტირებამე-19 და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, კლუბები იშვიათად გამოსახავდნენ საკუთარ ლოგოს მაისურებზე. ეს მხოლოდ ფინალურ მატჩებში ხდებოდა, მაგალითად ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1909 წლის ფინალში მაისურზე ლანკაშირის სიმბოლო – წითელი ვარდი გამოსახა[79]. თითქმის 40 წლის შემდეგ, 1948 წლის ფინალში, კლუბი ქალაქ მანჩესტერის ემბლემით წარდგა.
1960-იან წლებში კლუბის ოფიციალურ დოკუმენტებში ახალი ემბლემა გამოჩნდა. მისი დიზაინი ასევე მანჩესტერის გერბის მიხედვით შეიქმნა. ემბლემაზე სამი ხაზი მიუთითებდა მანჩესტერის სამ მდინარეზე: მედლოკზე, ირველზე და ირკზე. ლოგოს ზედა ნაწილში გამოსახული გემი ქალაქის მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციაზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო ლოგოს გვერდებზე კი გამოსახული იყო წითელი ვარდები.
1970-იანი წლების დასაწყისში ემბლემა შეიცვალა: ლოგოს ცენტრში გამოჩნდა წითელი ეშმაკი, ვარდები კი ფეხბურთის ბურთებმა ჩაანაცვლა. ეშმაკი გუნდის ზედმეტსახელს – „წითელ ეშმაკებს“ (ინგლ. Red Devils) უკავშირდება, რომელიც მეტ ბასბიმ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 60-იან წლებში სარაგბო კლუბ „სელფორდ სიტისგან“ ისესხა. 1998 წელს, ლოგოდან ამოიღეს სიტყვები – საფეხბურთო კლუბი, ასევე მცირედით შეიცვალა ფერები და პროპორციები.
-
ლანკაშირის წითელი ვარდი
-
მანჩესტერის გერბი
ეკიპირება
რედაქტირება„ნიუტონ ჰიტის“ სახელწოდებით, კლუბი სხვადასხვა ფერის ფორმებით გამოდიოდა. ყველაზე გავრცელებული ყვითელ-მწვანე ფერის მაისურები იყო[80]. სხვა ფორმებიდან აღსანიშნავია წითელ-თეთრი, ან მთლიანად თეთრი ფორმები ლურჯი ტრუსებით. ცოტა ხნით ასევე გამოიყენებოდა მწვანე მაისურები თეთრი ტრუსებით.
1902 წელს, როდესაც კლუბს დაერქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, კლუბის ფორმები შეიცვალა. ახალი ფორმა წითელი მაისურებისგან, თეთრი ტრუსებისგან და შავი წინდებისგან შედგებოდა. დღემდე, ეს ფერები „იუნაიტედის“ საშიანო ფორმის სტანდარტად გამოიყენება. გამონაკლისად ითვლება თეთრ მაისურზე წითელი ლენტით გამოსახული ასო «V», რომელიც კლუბმა პირველად 1909 წელს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ჩაიცვა. ეს ფორმა 1920-იან წლებშიც გამოიყენებოდა, სანამ „იუნაიტედი“ კვლავ არ დაუბრუნდა წითელ მაისურებს.
გასვლითი ფორმის ფერები ხშირად შედგებოდა თეთრი მაისურებისგან, შავი ტრუსებისგან და თეთრი წინდებისგან, მაგრამ იყო გამონაკლისებიც[81]. აღსანიშნავია ლურჯ-თეთრი ზოლებიანი მაისურები 1910–22 წლებში, ლურჯი მაისურები და თეთრი ტრუსები 1939–57 წლებში, მთლიანად თეთრი გასვლითი ფორმები 1957–75 წლებში. 1993–95 წლებში მთლიანად შავი ფორმები გამოიყენებოდა. ერთ-ერთი გამორჩეული ფორმაა 1995–96 წლების სეზონის კომპლექტი, რომელიც მთლიანად ნაცრისფერი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ ფორმით ხუთიდან ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა. „საუთჰემპტონთან“ მატჩში, „იუნაიტედი“ პირველ ტაიმში 0–3-ს აგებდა, ალექს ფერგიუსონმა გუნდს გამოაცვლევინა მაისურები მესამე ფორმაზე, თუმცა გუნდი აღნიშნულ მატჩში მაინც დამარცხდა. როგორც ფეხბურთელებმა აღიარეს, მათ ამ ფორმებში უჭირდათ მოედანზე ერთმანეთის დანახვა[82].
კლუბის მესამე ფორმა, ხშირად მთლიანად ლურჯია. ამ ფერებში 1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი.
სტადიონი
რედაქტირება„ოცნებების თეატრი“ | |
---|---|
ოლდ ტრაფორდი | |
მდებარეობა |
სერ მეტ ბასბის გზა ტრაფორდი დიდი მანჩესტერი ინგლისი |
კოორდინატები | 53°27′47″ ჩ. გ. 2°17′29″ დ. გ. / 53.46306° ჩ. გ. 2.29139° დ. გ. |
აშენდა | 1909 |
გაიხსნა | 1910 წ. 19 თებერვალი |
მესაკუთრე | მანჩესტერ იუნაიტედი |
ოპერატორი | მანჩესტერ იუნაიტედი |
საფარი | ბალახი |
კონსტრუქციის ღირებულება | £90,000 (1909) |
არქიტექტორი | არჩიბალდ ლიტჩი |
ტევადობა | 75,643[83] |
გუნდები | |
მანჩესტერ იუნაიტედი (1910–) |
კლუბის პირველ სტადიონს „ნორს როუდი“ ერქვა, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ არ იყო შექმნილი საკმარისი პირობები[84]. გასახდელები სტადიონისგან მოშორებით მდებარეობდა, ხოლო ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნისგან წარმოქმნილი სმოგი ართულებდა თამაშს. რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი გადავიდა ახალ სტადიონზე – „ბენკ სთრითზე“, სადაც წინა სტადიონთან შედარებით უკეთესი პირობები იყო. 1906 წლისთვის „ბენკ სთრითი“ 50,000 მაყურებელს იტევდა, თუმცა ქალაქის მზარდი მოსახლეობის და ასევე ფეხბურთის მზარდი პოპულარობის გამო, მოედანი ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. სტადიონის აშენება 60,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ის შოტლანდიელმა არქიტექტორმა – არჩიბალდ ლიტჩმა დააპროექტა. ახალი სტადიონი სახელად „ოლდ ტრაფორდი“, 1910 წლის 19 თებერვალს გაიხსნა და გახსნის მატჩში „იუნაიტედი“ „ლივერპულთან“ 4–3 დამარცხდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა[85]. გუნდი რამდენიმე წლით თანაქალაქელი „მანჩესტერ სიტის“ მოედან „მეინ როუდზე“ გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ „ბოლტონ უონდერერსი“ 3–0 დაამარცხეს.
„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს 75,643 მაყურებელს იტევს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „უემბლის“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის[86]. ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.
გულშემატკივრები
რედაქტირება„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია. ევროპულ კლუბებს შორის, ინგლისურ კლუბს ერთ-ერთი უმაღლესი დასწრება აქვს საშინაო მატჩებში[87]. კლუბის განცხადებით, დაახლოებით 50 ქვეყანაში 200-ზე მეტი ოფიციალური ფანკლუბია[88]. კომპანია Deloitte-ის გამოთვლებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალურად 75 მილიონი ფანი ჰყავს, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით ფანების რაოდენობა 659 მილიონს აღწევს[89].
მეტოქეები
რედაქტირება„მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრადიციულ მეტოქეებად ითვლებოდნენ „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლიდზ იუნაიტედი“, თუმცა მოგვიანებით მათ ლონდონის „არსენალი“ დაემატა.
ქალაქ ლივერპულის და მანჩესტერის დაპირისპირება ინდუსტრიული რევოლუციიდან იწყება. ერთმანეთის მახლობლად მდებარე ორი დიდი ინდუსტრიული ქალაქი ყველა სფეროში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, შესაბამისად ეს დაპირისპირება ფეხბურთსაც შეეხო[90]. ამავდროულად „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, შესაბამისად ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ამ მატჩებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქალაქ ლიდზის და მანჩესტერის დაპირისპირება დაკავშირებულია ვარდების ომთან, როდესაც ლანკასტერების და იორკების სამეფო დინასტიები ომობდნენ ერთმანეთში, მანჩესტერი და ლიდზი კი შესაბამისად ლანკაშირის და იორკშირის ცენტრები იყო. „ლიდზ იუნაიტედს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის კი ურთიერთობები განსაკუთრებით 1960-იან წლებში დაიძაბა, როდესაც ორივე გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მატჩების განმავლობაში ხშირი იყო გადამეტებული უხეშობა, ასევე ჩხუბი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის.
„არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქე 90-იანი წლების ბოლოს გახდა, როდესაც ლონდონური კლუბის მწვრთნელად არსენ ვენგერი დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის და ალექს ფერგიუსონის როგორც პიროვნული, ასევე მათი გუნდების დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც ეს ორი გუნდი პრემიერლიგის და ინგლისის თასების უმთავრესი ფავორიტი იყო[91].
შემადგენლობა
რედაქტირებამიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირება2024 წლის 4 იანვრის მიხედვით[92]. შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მთავარი მწვრთნელები
რედაქტირებაპერიოდი | მწვრთნელი[93] | შენიშვნები |
---|---|---|
1878–1892 | უცნობია | |
1892–1900 | ალფრედ ელბატი | |
1900–1903 | ჯეიმზ უესტი | |
1903–1912 | ერნესტ მენგნალი | |
1912–1914 | ჯონ ბენტლი | |
1914–1921 | ჯეკ რობსონი | |
1921–1926 | ჯონ ჩეპმენი | |
1926–1927 | ლალ ჰილდიჩი | მოთამაშე-მწვრთნელი |
1927–1931 | ჰერბერტ ბამლეტი | |
1931–1932 | უოლტერ კრიკმერი | |
1932–1937 | სკოტ დუნკანი | |
1937–1945 | უოლტერ კრიკმერი | |
1945–1969 | მეტ ბასბი | |
1958 | ჯიმი მერფი | დროებითი მწვრთნელი |
1969–1970 | უილფ მაკგინესი | |
1970–1971 | მეტ ბასბი | |
1971–1972 | ფრენკ ო’ფარელი | |
1972–1977 | ტომი დოჰერტი | |
1977–1981 | დეივ სექსტონი | |
1981–1986 | რონ ატკინსონი | |
1986–2013 | ალექს ფერგიუსონი | |
2013–2014 | დეივიდ მოიესი | |
2014 | რაიან გიგზი | დროებითი მოთამაშე-მწვრთნელი |
2014–2016 | ლუი ვან გალი | |
2016–2018 | ჟოზე მოურინიო | |
2018–2021 | ულე გუნარ სულშერი | |
2021 | მაიკლ კერიკი | დროებითი მწვრთნელი |
2021–22 | რალფ რანგნიკი | დროებითი მწვრთნელი |
2022– | ერიკ ტენ ჰაგი |
ტიტულები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირებაპირველი დივიზიონი/ინგლისის პრემიერლიგა: 20
- 1907–08, 1910–11, 1951–52, 1955–56, 1956–57, 1964–65, 1966–67, 1992–93, 1993–94, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11, 2012–13
მეორე დივიზიონი: 2
- 1935–36, 1974–75
- 1908–09, 1947–48, 1962–63, 1976–77, 1982–83, 1984–85, 1989–90, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04, 2015–16
- 1991–92, 2005–06, 2008–09, 2009–10, 2016–17, 2022–23
- 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965, 1967, 1977, 1983, 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007,2008, 2010, 2011, 2013, 2016
საერთაშორისო
რედაქტირება- 1967–68, 1998–99, 2007–08
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 1
- 1990–91
- 2016–17
- 1991
- 1999
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 1
- 2008
რეკორდები
რედაქტირებაყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი
რედაქტირებაადგილი | ფეხბურთელი[94] | წლები | მატჩი |
---|---|---|---|
1 | რაიან გიგზი | 1991–2014 | 963 |
2 | ბობი ჩარლტონი | 1956–1973 | 758 |
3 | პოლ სქოულზი | 1994–2013 | 718 |
4 | ბილ ფოულკსი | 1952–1970 | 688 |
5 | გარი ნევილი | 1992–2011 | 602 |
6 | უეინ რუნი | 2004–2017 | 559 |
7 | ალექს სტეპნი | 1966–1978 | 539 |
8 | ტონი დანი | 1960–1973 | 535 |
9 | დენის ირვინი | 1990–2002 | 529 |
10 | ჯო სპენსი | 1919–1933 | 510 |
ყველაზე მეტი გოლი
რედაქტირებაადგილი | ფეხბურთელი[95] | წლები | გოლი |
---|---|---|---|
1 | უეინ რუნი | 2004–2017 | 253 |
2 | ბობი ჩარლტონი | 1956–1973 | 249 |
3 | დენის ლოუ | 1962–1973 | 237 |
4 | ჯეკ როული | 1937–1955 | 211 |
5 | დენის ვაიოლეტი | 1953–1962 | 179 |
ჯორჯ ბესტი | 1963–1974 | ||
7 | რაიან გიგზი | 1991–2014 | 168 |
ჯო სპენსი | 1919–1933 | ||
9 | მარკ ჰიუზი | 1983–1986 1988–1995 |
163 |
10 | პოლ სქოულზი | 1994–2013 | 155 |
ოქროს ბურთის მფლობელები
რედაქტირებაშემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს ოქროს ბურთი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას:
- დენის ლოუ – 1964
- ბობი ჩარლტონი – 1966
- ჯორჯ ბესტი – 1968
- კრიშტიანუ რონალდუ – 2008
ევროპის ოქროს ბუცი
რედაქტირებაშემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს ევროპის ოქროს ბუცი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას:
- კრიშტიანუ რონალდუ (31 გოლი) – 2008
მსოფლიოს ჩემპიონები
რედაქტირებაშემდეგი ფეხბურთელები გახდნენ სანაკრებო დონეზე მსოფლიოს ჩემპიონები, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ირიცხებოდნენ:
ევროპის ჩემპიონები
რედაქტირებაშემდეგი ფეხბურთელები გახდნენ სანაკრებო დონეზე ევროპის ჩემპიონები, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ირიცხებოდნენ:
საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით
რედაქტირებაშემდეგი ფეხბურთელები დასახელდნენ საუკეთესო ფეხბურთელებად ფიფა-ს ვერსიით „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას:
- კრიშტიანუ რონალდუ – 2008
წლის ფეხბურთელი უეფა-ს ვერსიით
რედაქტირებაშემდეგი ფეხბურთელები დასახელდნენ წლის ფეხბურთელებად უეფა-ს ვერსიით „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას:
- დეივიდ ბეკჰემი – 1999
- კრიშტიანუ რონალდუ – 2008
ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო
რედაქტირებაშემდეგ ფეხბურთელებს გადაეცათ ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას:
- კრიშტიანუ რონალდუ – 2009
ტრანსფერები
რედაქტირება„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები სატრანსფერო ბაზარზე:
# | ფეხბურთელი | კლუბი | თანხა | თარიღი |
---|---|---|---|---|
1 | პოლ პოგბა | იუვენტუსი | £89 მილიონი[99] | აგვისტო 2016 |
2 | რომელუ ლუკაკუ | ევერტონი | £75 მილიონი[100] | ივლისი 2017 |
3 | ანხელ დი მარია | რეალ მადრიდი | £59.7 მილიონი[101] | აგვისტო 2014 |
4 | ნემანია მატიჩი | ჩელსი | £40 მილიონი[102] | ივლისი 2017 |
5 | ხუან მატა | ჩელსი | £37.1 მილიონი[103] | იანვარი 2014 |
6 | ანტონი მარსიალი | მონაკო | £36 მილიონი[104] | სექტემბერი 2015 |
7 | ვიქტორ ლინდელეფი | ბენფიკა | £31 მილიონი[105] | ივნისი 2017 |
8 | დიმიტარ ბერბატოვი | ტოტენჰემ ჰოტსპური | £30.75 მილიონი[106] | სექტემბერი 2008 |
9 | ერიკ ბაიი | ვილიარეალი | £30 მილიონი[107] | ივნისი 2016 |
10 | რიო ფერდინანდი | ლიდზ იუნაიტედი | £30 მილიონი[108] | ივლისი 2002 |
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე:
# | ფეხბურთელი | კლუბი | თანხა | თარიღი |
---|---|---|---|---|
1 | კრიშტიანუ რონალდუ | რეალ მადრიდი | £80 მილიონი[109] | ივლისი 2009 |
2 | ანხელ დი მარია | პარი სენ-ჟერმენი | £44.3 მილიონი[110] | აგვისტო 2015 |
3 | დეივიდ ბეკჰემი | რეალ მადრიდი | £24.5 მილიონი[111] | ივნისი 2003 |
4 | მორგან შნედერლენი | ევერტონი | £24 მილიონი[112] | იანვარი 2017 |
5 | მემფის დეპაი | ოლიმპიკ ლიონი | £16 მილიონი[113] | იანვარი 2017 |
6 | დენი უელბეკი | არსენალი ლონდონი | £16 მილიონი[114] | სექტემბერი 2014 |
7 | იაპ სტამი | ლაციო | £16.4 მილიონი[115] | აგვისტო 2001 |
8 | ხუან სებასტიან ვერონი | ჩელსი | £15 მილიონი[116] | აგვისტო 2003 |
9 | რუდ ვან ნისტელროი | რეალ მადრიდი | £10.2 მილიონი[117] | ივლისი 2006 |
10 | გაბრიელ ჰაინცე | რეალ მადრიდი | £8 მილიონი[118] | აგვისტო 2007 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ინგლისური) (არაბული) (ჩინური) (ესპანური) (ფრანგული) (იაპონური) (კორეული)
- მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი) Facebook-ზე
- მანჩესტერ იუნაიტედი Twitter-ზე
- კლუბის პროფილი პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე
- კლუბის პროფილი Soccerway-ზე
- კლუბის პროფილი Transfermarket-ზე
- კლუბის სტატისტიკის ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Manchester United trophy room“. manutd.com. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Manchester United achieve European clean sweep“. uefa.com. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „1958: United players killed in air disaster“. .bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2017.
- ↑ „1968: Manchester Utd win European Cup“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2017.
- ↑ „Alex Ferguson retires: his major achievements in graphics“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Man Utd: Premier League club named world's leading revenue-generating club“. bbc.com. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Real Madrid 'most valuable' sports team - Forbes“. bbc.com. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Jose Mourinho: Manchester United sack manager“. bbc.com. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.
- ↑ „Ole Gunnar Solskjaer named Man Utd caretaker manager until end of season“. bbc.com. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.
- ↑ „UNITED HISTORY: 1878 TO 1909“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Manchester United : 1878-1926“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Manchester United History 1892—1976“. red11.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ FA Cup Final 1909. FA Cup History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 2015-03-10.
- ↑ „UNITED HISTORY: 1910 TO 1919“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1920 TO 1929“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1930 TO 1939“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1940 TO 1949“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1950 TO 1959“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1960 TO 1969“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „1967–68 European Cup“. uefa.com. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1970 TO 1979“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1980 TO 1989“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „When Bryan Robson tamed Barca“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 1990 TO 1999“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-05. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „Football / FA Cup Final: Cantona's Double take: Rampant United realise the dream after Chelsea pay the penalty for missed chances“. independent.co.uk. ციტირების თარიღი: 28 მაისი 2017.
- ↑ „1998–99 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „1998–99 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Sport: Football Giggs answers United mayday call“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Sport: Football United's glorious comeback“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „1999–2000 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 2000 TO 2009“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd clinch Van Nistelrooy deal“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd seal Blanc deal“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Veron seals £28.1m Man Utd move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „2001–02 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „2001–02 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Real cruise past Man Utd“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Ronaldo ends Man Utd dream“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Beckham joins Real Madrid“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Veron signs for Chelsea“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Marseille sign Barthez“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Newcastle sign Butt“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Forlan joins Villarreal“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Everton wrap up Neville signing“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Van Nistelrooy seals Madrid move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Keane in shock exit from Man Utd“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd sign Ronaldo“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd sign Rooney“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd seal Van der Sar switch“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd set to complete Park deal“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Vidic completes Man Utd transfer“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Evra completes Man Utd transfer“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Carrick completes move to Man Utd“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Nani & Anderson seal Man Utd move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „Tevez completes Man Utd transfer“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „2006–07 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2006–07 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2017.
- ↑ „2007–08 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Man Utd 1-0 Barcelona (agg 1-0)“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2007–08 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Ronaldo named Fifa player of 2008“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2008–09 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Ronaldo completes £80m Real move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Tevez completes move to Man City“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „UNITED HISTORY: 2010 ONWARDS“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2010–11 UEFA Champions League“. uefa.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Alex Ferguson's trophy cabinet“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2013–14 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Crystal Palace 1-2 Man Utd (aet)“. bbc.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Paul Pogba: Manchester United re-sign France midfielder for world-record £89m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2016–17 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Manchester United have won the League Cup for a fifth time“. bbc.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Manchester United beat Ajax to claim Europa League title“. uefa.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Manchester United achieve European clean sweep“. uefa.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Wayne Rooney: Everton re-sign striker after 13 years at Manchester United“. bbc.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „2017–18 Premier League table“. soccerway.com. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Jose Mourinho: Manchester United sack manager“. bbc.com. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.
- ↑ „Ole Gunnar Solskjaer named Man Utd caretaker manager until end of season“. bbc.com. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2018.
- ↑ „Background“. historicalkits.co.uk. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Manchester United historical home kits“. historicalkits.co.uk. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Manchester United historical away kits“. historicalkits.co.uk. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „13.04.96 Manchester United's grey day at The Dell“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Manchester United stadium“. premierleague.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „The Old Trafford story: 1910 - 1930“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „The Old Trafford story: 1931 - 1962“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Milan lift European crown“. uefa.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Here are Europe’s top 10 clubs by attendance“. foxsports.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Local Supporters Club“. manutd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Manchester United Claims To Have 659 Million Supporters“. forbes.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Scouse v Manc“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Rivalry between Arsène Wenger and Sir Alex Ferguson unmatched in sport“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2017.
- ↑ „Manchester United's first team“. manutd.com. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2018.
- ↑ „The Managers“. stretfordend.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.
- ↑ „Top 100 appearance makers in all competitive matches“. stretfordend.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „All goalscorers in all competitive matches“. stretfordend.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „England's World Cup squad 1966“. planetworldcup.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „France's World Cup squad 2018“. planetworldcup.com. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2017.
- ↑ „European Championship 1992 - Final Tournament“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Paul Pogba: Manchester United re-sign France midfielder for world-record £89m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Romelu Lukaku: Man Utd sign Everton striker for initial £75m on five-year deal“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Angel Di Maria: Man Utd pay British record £59.7m for winger“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Nemanja Matic: Manchester United complete signing of Chelsea midfielder“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Juan Mata: Manchester United sign Chelsea midfielder for £37.1m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Anthony Martial: Man Utd sign Monaco forward for £36m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Victor Lindelof: Manchester United sign £31m Benfica defender“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Man Utd complete Berbatov switch“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Eric Bailly: Man Utd sign Villarreal defender for £30m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Man Utd reach Rio deal“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Ronaldo completes £80m Real move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Angel Di Maria: Manchester United midfielder joins PSG“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Beckham joins Real Madrid“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Morgan Schneiderlin: Everton sign Man Utd midfielder for fee rising to £24m“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Manchester United: Memphis Depay makes move to Lyon“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Danny Welbeck: Arsenal sign Man Utd forward in £16m deal“. bbc.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Ferguson writes off Stam for £16.4m“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Veron signs for Chelsea“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Van Nistelrooy seals Madrid move“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
- ↑ „Heinze & Robben seal Real switch“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.