ჰარი სტაფორდი
ჰარი საფორდი (დ. 1869, ინგლისში) იყო ინგლისელი ფეხბურთელი. ჰარი სტეფორდი თამაშობდა „ნიუტონ ჰიტში“, რომელსაც შემდგომში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეწოდა. ლეგენდის თანახმად როდესაც ის ნიუტონ ჰიტის კაპიტანი იყო, ის მოსეირნობდა თავის ძაღლთან ერთად და შეხვდა ჯონ ჰენრი დეივისს, რომელსაც ძალიან მოეწონა ძაღლი და სტეფორდს ლაპარაკი დაუწყო. ჰარიმ დეივისს მოახსენა „ნიუტონ ჰიტში“ არსებული ფინანსური კრიზისი, ამის შემდეგ კი დეივისმა იყიდა „ნიუტონ ჰიტი“ და კლუბი დაშლას გადაარჩინა.
ჰარი სტეფორდი კაპიტანი გახდა 1896 წელს და კაპიტანი იყო ასევე „მანჩესტერ იუნაიტედში“. 1903 წელს სტეფორდმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.