სერ სტენლი მეთიუზი (ინგლ. Stanley Matthews; დ. 1 თებერვალი, 1915, სტოკი — გ. 15 თებერვალი, 2000, იქვე) — ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა გარემარბის პოზიციაზე. მეთიუზი იყო მოკრივე დალაქის მესამე ვაჟი. მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი კლუბის „სტოკ სიტის“ და „ბლექპულის“ ღირსებას იცავდა.[1]

სტენლი მეთიუზი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სტენლი მეთიუზი
დაბადების
თარიღი
1 თებერვალი, 1915
დაბადების
ადგილი
სტოკი, ინგლისი
გარდაცვალების
თარიღი
15 თებერვალი, 2000
(85 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სტოკი, ინგლისი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1930–1932 სტოკ სიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1932–1947 სტოკ სიტი 259 (51)
1947–1961 ბლექპული 379 (17)
1961–1965 სტოკ სიტი 59 (3)
ეროვნული ნაკრები
1934–1957 ინგლისი 63 (30)
1947–1955 დიდი ბრიტანეთი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

„ბლექპულთან“ ერთად მოიპოვა ასოციაციის თასი. გამოირჩეოდა ჩაწოდებებით და ფინტებით. 1934-1957 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 30 გოლი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე. ჩემპიონატებზე სულ სამი მატჩი ითამაშა, გავარდნილ ინგლისის ნაკრებს გამოეყო, თანაგუნდელებთან ერთად შინ არ გაემგზავრა და ბრაზილიაში დარჩა თამაშების საცქერლად. 1956 წელს ჟურნალმა France Football-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დააწესა ოქროს ბურთის დაჯილდოება, რომლის პირველი გამარჯვებულიც სტენლი მეთიუზი გახდა, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. მეთიუზი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიული კარიერის დასრულებამდე აკურთხეს რაინდად. გამოცემული აქვს წიგნი „ოცდათხუთმეტი წელი მარჯვენა ფრთაზე“.

მოთამაშის ოცდათხუთმეტწლიანი კარიერის შემდეგ სიცოცხლის შემდგომი ოცდათხუთმეტი წელიწადი მან მოგზაურობაში გაატარა. მეთიუზი ბავშვებს ავარჯიშებდა ამერიკაში, კანადაში, კარიბის ზღვისა და აფრიკის ქვეყნებში. მიუხედავად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული აპარტეიდის კანონებისა, 1975 წელს სოუეტოში შექმნა გუნდი, რომელსაც „სტენის ბიჭები“ დაერქვა.

მეთიუზის ფერფლი დაფლულია მშობლიური სტოკის სტადიონის, „ბრიტანიას“ ცენტრალურ წრეში, თუმცა მას არასდროს უთამაშია ამ მინდორზე, მეთიუზის დროს „სტოკ სიტი“ „ვიქტორია გრაუნდზე“ გამოდიოდა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 49-ე ადგილზე დასახელდა.[2]

მიღწევები

რედაქტირება
სტოკ სიტი
  • საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 1932–33, 1962–63

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სტენლი მეთიუზის სამი ტიტული // „სარბიელი“, 1998, № 158, გვ. 9.
  2. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.