არსენ ვენგერი
არსენ ვენგერი (ფრანგ. Arsène Wenger; დ. 22 ოქტომბერი, 1949) — ფრანგი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. 1996 წლიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა ლონდონის „არსენალს“, რაც სარეკორდო ხანგრძლივობის პერიოდია კლუბის ისტორიაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1949 | ||
დაბადების ადგილი | სტრასბური, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1963–1969 | დუტენჰაიმი | ||
1969–1973 | მუტციგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1969–1973 | მუტციგი | ||
1973–1975 | მიულუზი | 56 | (4) |
1975–1978 | პიერო ვობანი | ||
1978–1981 | სტრასბური | 11 | (0) |
სულ | 67 | (4) | |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1987 | ნანსი | ||
1987–1994 | მონაკო | ||
1995–1996 | ნაგოია გრამპუსი | ||
1996–2018 | არსენალი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არსენ ვენგერს უკავშირდება ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებების შემოტანა გვიან 1990-იან წლებში, როდესაც იგი ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 1996 წელს. მან ფეხბურთის თამაშის თავისი სტილი იაპონიაში მუშობისას ჩამოაყალიბა. 2006 წელს ვენგერის ხელმძღვანელობით „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, თუმცა პარიზში გამართულ ფინალში მეთოფეებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1-2 დათმეს . 2003-04 წლების სეზონში ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგა მოიგო დაუმარცხებლად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წაუგებელი სერია შემდგომაც გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ „ოლდ ტრაფორდზე“ „მაჩესტერ იუნაიტედმა“ შეწყვიტა, მან 49 თამაში შეადგინა. 2017 წელს ვენგერმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, რის შედეგადაც გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.
ვენგერის დროს „არსენალში“ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც არიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, ტონი ადამსი, პატრიკ ვიეირა, მარკ ოვერმარსი, ფრანსესკ ფაბრეგასი, რობინ ვან პერსი, ალექსის სანჩესი და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არსენ ვენგერი“ ვიკისაწყობში.
- სტატისტიკური მონაცემები Soccerbase-ზე
- არსენ ვენგერის პროფილი „არსენალის“ ოფიციალურ საიტზე