დელე ალპი იყო საფეხბურთო და ასევე ოლიმპიური სტადიონი ტურინში, რომლის შენებაც დაიწყო 1988 წელს და დასრულდა და გაიხსნა 1990 წელს, სპეციალურად 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რომელიც ჩატარდა იტალიაში. სტადიონი ეკუთვნოდა ტურინის მერიას, რომელზედაც საფეხბურთო კლუბები იუვენტუსი და ტორინო ატარებდნენ საშინაო მატჩებს. სტადიონის სახელი ნიშნავს - "ალპების სტადიონს". იუვენტუსის ხელმძღვანელობამ გამოისყიდა ქალაქის მერიისგან სტადიონის ფართობი და 2006 წელს დაანგრიეს და საფუძველი ჩაუყარეს ახალი სტადიონის მშენებლობას. 2011 წელს იუვენტუსმა დაასრულა "იუვენტუსის სტადიონის" მშენებლობა და მას შემდეგ იუვენტუსი გახდა პირველი საფეხბურთო კლუბი იტალიაში, რომელიც საკუთარ მფლობელობაში მყოფ სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს.

დელე ალპი
სრული სახელი დელე ალპი
მდებარეობა ტურინი, იტალია
აშენდა 1990
გაიხსნა 31 მაისი 1990
დაიხურა 2006
ტევადობა 69,000
გუნდები
იუვენტუსი
ტორინო

კონცერტები

რედაქტირება