იუვენტუსის სტადიონი
იუვენტუსის სტადიონი (იტალ. Juventus Stadium) — საფეხბურთო სტადიონი ტურინში, რომელიც აშენდა დელე ალპის ადგილას. მას შემდეგ რაც იუვენტუსმა გამოისყიდა დელე ალპის ფართობი ტურინის მერიისგან, დაიწყეს სტადიონის დემონტაჟი და შეუდგნენ ახალი სტადიონის მშენებლობას. იუვენტუსი პირველია, და 2016 წლამდე ერთადერთი კლუბი იყო სერია A-ს და ზოგადად იტალიურ საფეხბურთო კლუბებს შორის, რომელიც საკუთარ მფლობელობაში არსებულ სტადიონზე მართავს შეხვედრებს. ახალი სტადიონის მშენებლობის ძირითადი მიზეზი იყო ის რომ დელე ალპის ჰქონდა სარბენი ბილიკები, რაც თავის დროზე გათვალისწინებული იყო ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, შედეგად მოედანი გულშემატკივრების ტრიბუნებამდე დაშორებული იყო 49 მეტრით, რაც გულშემატკივრებშიც დისკომფორტს იწვევდა. ახალ, იუვენტუსის სტადიონზე გულშემატკივართა ტრიბუნა 7.5 მეტრით არის დაშორებული მოედნამდე.
უეფას მე-4-ე კატეგორიის სტადიონი | |
სრული სახელი | იუვენტუსის სტადიონი |
---|---|
მდებარეობა | ტურინი, იტალია |
კოორდინატები | 45°06′34″ ჩ. გ. 7°38′28″ ა. გ. / 45.10944° ჩ. გ. 7.64111° ა. გ. |
აშენდა | 2011 |
გაიხსნა | 8 სექტემბერი, 2011 |
მესაკუთრე | იუვენტუსი |
ოპერატორი | იუვენტუსი |
საფარი | ბალახი |
კონსტრუქციის ღირებულება | € 105 მილიონი |
არქიტექტორი |
ჰერნანდო სუარესი ჯინო ძავანელა |
ტევადობა | 41,000 |
გუნდები | |
იუვენტუსი (2011 - დღემდე) |
სტადიონი გაიხსნა 2011 წლის 8 სექტემბერს და ამავე დღეს ჩატარდა ამხანაგური მატჩი ნოთს ქაუნთისთან რომელიც დასრულდა ანგარიშით 1-1, პირველი გოლი კი მაშინდელმა იუვენტუსის თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ გაიტანა.
პირველი ოფიციალური მატჩი რომელიც იუვენტუსის სტადიონზე გაიმართა, ეს იყო სერია A-ს შეხვედრა, 2011 წლის 11 სექტემბერს პარმას წინააღმდეგ, სადაც იუვენტუსმა გაიმარჯვა ანგარიშით 4-1. პირველი ოფიციალური გოლი შტეფან ლიხტშტაინერის ანგარიშსზეა, მან მატჩის მე-17 წუთზე ანდრეა პირლოს პასით გაიტანა გოლი.
2012 წლის მარტში უეფამ განაცხადა, რომ 2014 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება იუვენტუსის სტადიონზე. ფინალური მატჩი ჩატარდა 2014 წლის 14 მაისს, სევილიამ პენალტების სერიაში დაამარცხა ბენფიკა და იმ დროისთვის მე-3-დ გახდა თასის მფლობელი.
გალერეა
რედაქტირება
|