ანდრეა პირლო
ანდრეა პირლო (იტალ. Andrea Pirlo; დ. 19 მაისი, 1979) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი 2022 წლის 12 ივნისიდან. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ორგზის (2002–03, 2006–07) გამარჯვებული „მილანის“ შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრეა პირლო | ||
დაბადების თარიღი | 19 მაისი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | ფლერო, იტალია | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
ფატიჰ კარაგუმრუკი (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1994–1995 | ბრეშა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1998 | ბრეშა | 47 | (6) |
1998–2001 | ინტერი | 22 | (0) |
1999–2000 | → რეჯინა | 28 | (6) |
2001 | → ბრეშა | 10 | (0) |
2001–2011 | მილანი | 284 | (32) |
2011–2015 | იუვენტუსი | 119 | (16) |
2015–2017 | ნიუ-იორკ სითი | 60 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2002 | იტალია 21 წლ. | 37 | (15) |
2000–2004 | იტალია (ოლ.) | 9 | (1) |
2002–2015 | იტალია | 116 | (13) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2020 | იუვენტუსი 23 წლ. | ||
2020–2021 | იუვენტუსი | ||
2022– | ფატიჰ კარაგუმრუკი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბავშვობის წლები
რედაქტირებაანდრეა პირლომ ფეხბურთის თამაში უფროსი ძმის მიბაძვით დაიწყო. ივანი იმ პერიოდში სერია ც2-ის კლუბ „ბრეშაში“ თამაშობდა და ეზოს ფეხბურთის მეფედ ითვლებოდა. ანდრეას ფეხბურთის დიდი ნიჭი არ ეტყობოდა, თუმცა ზუსტი დარტყმებითა და ბურთის ფლობით გამოირჩეოდა. ბრეშა პატარა ქალაქია და ფეხბურთელი ძმების შესახებ ყველამ იცოდა. კლუბის გულშემატკივრები იმ დროზე ოცნებობდნენ, როდესაც ძმები ერთად ითამაშებდნენ დიდ ფეხბურთს.
ივანის შემდეგ მშობლებმა ანდრეაც შეიყვანეს „ბრეშას“ ბავშვთა გუნდში. მაშინ უმცროსი პირლო 14 წლის იყო. პატარა ანდრეა ბევრს შრომობდა და ინდივიდუალურადაც ბევრს ვარჯიშობდა.
„ეზოში ჯოხს ვარჭობდი და ვცდილობდი, მისთვის ბურთი სამი მეტრის სიშორიდან მომერტყა. შემდეგ ეს მანძილი ნელ-ნელა გავზარდე და როდესაც 30 მეტრზე ავედი, იმავეს გაკეთება ჩემს კატას დავუპირე. მის კუდზე ქაღალდს ვაბამდი და ეზოში ვუშვებდი. საწყალი დახტოდა, დარბოდა, მე კი ვცდილობდი, მისთვის ბურთი მომერტყა. თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა შემდეგ ათიდან რვა უკვე მიზანში ხვდებოდა“ — იხსენებს პირლო. ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ანდრეა პირლო ერთ-ერთი საუკეთესოა გრძელი პასების სიზუსტით, ჯარიმებისა და ჩაწოდებების შესრულებით.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება„მილანში“ თამაშის გამო პირლოს მიმართ მედიის მხრიდანაც იმატა ყურადღებამ, მაგრამ ფეხბურთელი გაზეთის პირველ გვერდზე მოხვედრისაგან თავს იკავებდა და უმთავრეს კითხვას, ვინ არის თქვენი მეგობარი გოგონა, უპასუხოდ ტოვებდა.
ნავსი 2003 წელს გატყდა, როდესაც ანდრეა დასასვენებლად მალიორკაზე გაემგზავრა. მას თან ორი იტალიელი პაპარაცი გაჰყვა და ფეხბურთელი მაშინ გამოიჭირეს, როდესაც იგი ანასტასია მაცონის თავდავიწყებით კოცნიდა. ეს გოგონა ვინმე კი არა, იმ წლის „მის იტალია“ იყო. თუმცა უფრო საინტერესო რამ გულშემატკივრებს წინ ელოდათ. ფეხბურთელმა მალე ცოლი მოიყვანა, თუმცა მისი რჩეული ანასტასია არ აღმოჩნდა, ანუ ანდრეა „მის იტალიასთან“ უბრალოდ გაერთო.
საკლუბო კარიერა
რედაქტირება1995 წლის 21 მაისს „ბრეშა“ „რეჯინას“ ხვდებოდა, 16 წლის ანდრეა კლუბის ძირითად შემადგენლობაში სწორედ ამ დროს გამოჩნდა. პირლო თავის ადრეულ დებიუტს რუმინელ მირჩა ლეჩესკუს უნდა უმადლოდეს. 90-იან წლებში ეს მწვრთნელი „ბრეშაში“ მუშაობდა. მან მალევე შენიშნა ტანთხელ ყმაწვილში დიდი ფეხბურთელი. ამბობენ, რომ ლეჩესკუ მუშტებითაც კი გაუმასპინძლდა ერთ მცველს, რომელმაც ვარჯიშის დროს ტრავმა მიაყენა პირლოს.
1994-1995 პირლოს მეტჯერ აღარ უთამაშია. იმავე წელს „ბრეშა“ სერია ბ-ში აღზევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არავის ეცლა, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და პირლო კვლავ სერია ბ-ში დარჩა, მაგრამ მოედანზე 17-ჯერ გამოვიდა და ერთი გოლის გატანაც შეძლო. მწვრთენელების ნდობაც მოიპოვა და გულშემატკივრების სიყვარულიც დაიმსახურა. მას უკვე მეორე ბაჯოს უწოდებდნენ. (ბაჯომაც კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო).
1997-1998 წლების სეზონში „ბრეშა“ სერია A-ში გადავიდა. ანდრეა უკვე კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ამიტომ გრანდების ყურადღების ქვეშ ადვილად მოექცა.
1998 წელს „ბრეშამ“ ცდუნებას ვერ გაუძლო და პირლო „ინტერს“ მიჰყიდა. მისი ყიდვა “ნერაძურის” მაშინდელმა მწვრთნელმა ლუიჯი სიმონიმ მოითხოვა. იმ დროისთვის რობერტო ბაჯო „ინტერში“ თმაშობდა, თუმცა უკვე მობერებული იყო და კლუბის მესვეურები მის შემცვლელს აქტიურად ეძებდნენ. სიმონი კი დარწმუნებული იყო, რომ პირლო ლეგენდარულ ბაჯოს სრულფასოვნად შეცვლიდა.
„ინტერი“ ამხანაგურ მატჩს ატარებდა „ლივერპულთან“, იმ მატჩში ანდრეამ პირველად მოირგო შავ-ლურჯთა მაისური. იმ დროს ინგლისურ გუნდში მაიკლ ოუენი იწყებდა გაბრწყინებას. მასიმო მორატი დაინტერესდა, რა ღირდა „ლივერპულის“ ფორვარდი. 5 მილიონი მოსთხოვეს. მაშინ ჩვენი პირლო 10 მილიონი ღირებულაო, უპასუხა „ინტერის“ მფლობელმა.
თუმცა პირლო “ნერაძურიში” ვერ ათამაშდა. პირველ სეზონში ანდრეამ მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ისიც იმიტომ რომ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს, 2 მილიონ დოლლარს უხდიდნენ. მაგრამ მომდევნო სეზონის პირველი წრე ისე მიიწურა, სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. მწვრთნელების ხშირი ცვლა, მოთამაშეთა გაუთავებელი როტაცია ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელს უშლიდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
1999 წელს „ინტერის“ სათავეში მოსულმა მარჩელო ლიპიმ კი საერთოდ დაიწუნა პირლო და „რეჯინაში“ გაანათხოვრა. იქ კი თავდამსხმელად ჩასული ფეხბურთელი ნახევარმცველად გაამწესეს. პოზიციის შეცვლამ მასზე კარგად იმოქმედა. გარდა ამისა, ანდრეამ თავი გამოიჩინა, როგორც საჯარიმოების კარგმა შემსრულებელმა. პირლო კვლავ „ინტერში“ დააბრუნეს. თუმცა ისევ იმედგაცრუება ელოდა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო ტარდელიმ მასზე საერთოდ უარი თქვა.
ერთმა ჟურნალისტმა პირლოს უიღბლო უწოდა. ამ ეპითეტით ფეხბურთელს კიდევ დიდ ხანს მოიხსენიებდნენ. ანდრეა კვლავ „ბრეშაში“ დაბრუნდა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა კარლო მაცონემ საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა. პირლოს მიერ ჩაჭილი ყოველი გადაცემა ახალი შეტევის დაწყებას ნიშნავდა, იხსენებს მაცონე, რომელიც მოხიბლული იყო ფეხბურთელის პირადი თვისებებითაც - ის ზრდილობიანი მოთამაშეა, ნაკლებს ლაპარაკობს და ბევრს შრომობს, აღნიშნავდა მაცონე.
მილანი
რედაქტირებამალე „ბრეშას“ ფული შემოაკლდა და პირლოს „პარმასთვის“ მიყიდვა გადაწყვიტა.
ანდრეა ოჯახთან ერთად სეიშელის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად. სწორედ შვებულების დროს დარეკა „მილანის“ ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირლო პირდაპირ „მილანში“ აღმოჩნდა.
ამ ამბავმა „ინტერის“ შეფები ძალიან გაახალისა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავარმა მეტოქეებმა უნიჭო და უმაქნისი ფეხბურთელი იყიდეს. მაშინ „მილანს“ ნახევარცველის ყიდვა 35 მილიონი დოლარი დაუჯდა.
“როცა გავიგე რომ პირლოს ყიდულობდნენ, ვიხალისე. ვიცოდი, რომ მას ხალხი ყველაზე უიღბლოს ეძახდა და მეგონა, რომ კლუბის მესვეურები რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ. მაგრამ როდესაც ვარჯიშზე ანდრეა პირველად ვნახე ჩემს თავს ვკითხე, ამასაც ფეხბურთელი უნდა ერქვას და მეც? თუმცა ხმამაღლა არაფერი მითქვამს, უბრალოდ პირდაღებული ვუყურებდი რა სასწაულებს აკეთებდა ბურთით ახალწვეული. მე დღესაც ვერ ვაკეთებ მსგავს რაღაცებს.” იხენებს ჯენარო გატუზო.
გაივლის დრო და ანდრეა პირლო სწორედ გატუზოსთან ერთად მოიგებს ყველაზე პრესტიჟულს ტიტულებს.
„მილანში“ კარლო ანჩელოტის ექსპერიმენტები არ დაუწყია და პირლო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. ანდრეამაც საუკეთესო თვისებები გამოავლინა და მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა. მეტსახელიც შეეცვალა და ახლა ყველა „ზანზალაკს“ ეძახდა.
„მილანში“ მისვლიდან 2 წლის შემდეგ ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო. 2004 წელს სკუდეტოც შეემატა მის რეგალიებს, სამი წლის შემდეგ უკვე ყველა საკლუბო ტიტული ჰქონდა მოგებული. 2007 წელს კი საუკეთესო იყო ზუსტი პასებისა და საგოლე გადაცემების მიხედვით. ამავე წელს წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ფიფას ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე. თუმცა იმ წელს მას თანაგუნდელმა კაკამ აჯობა.
2009 წელს მილანიდან კარლო ანჩელოტი და კაკა წავიდნენ. საუბარი იყო იმაზეც რომ მწვრთნელთან ერთად „ჩელსიში“ პირლოც წავიდოდა. თუმცა იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და 2009-2010 წლის სეზონში 30 მეტრიდან მადრიდის „რეალს“ საოცარი გოლი გაუტანა. „მილანში“ პირლომ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა - 2011 წლის ბოლოს „მილანმა“ შვიდწლიანი შესვენების შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა. სეზონის ბოლოს კი კლუბი დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. წასვლის მიზეზად კი კლუბის ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების შეუთავსებლობა გახდა. პირლო ახალ კლუბში როგორც თავისუფალი აგენტი ისე მივიდა და კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაეროვნულ ნაკრებში გამოძახებამდე ანდრეა პირლო იტალიის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირლო 21 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა. 2002 წელს კი ნახევარ ფინალისტი გახდა. 2004 წელს ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიადაზე პირლომ სკუადრა აძუარასთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ისევე როგორც მთელი იტალიისთვის, ანდრეა პირლოსთვისაც შესანიშნავი აღმოჩნდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. სწორედ მისი გოლით დაიწყო ასპარეზობა სკუადრა აძურამ. განას წინააღმდეგ პირლომ გახსნა ანგარიში. ბოლო გოლი კი ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა და თამაში 2:0 დასრულდა. იმ ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში შესანიშნავად მოქმედებდა პირლო-გატუზოს დუეტი.
ანდრეა პირლომ გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მუნდიალზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იმ დრამატულ შეხვედრაში 119-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელ ფაბიო გროსოს, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მატჩის საბოლოო წერტილი დელ პიერომ დასვა, იტალიამ 2:0 მოიგო, ანდრეა პირლო კი თამაშის გმირი გახდა.
ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგაც მაღალ დონეზე ითამაშა. პენალტების სერიაში კი უზადოდ შეასრულა თერთმეტრიანი.
მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო. მას მხოლოდ დიდებულად მოთამაშე ზინედინ ზიდანმა და თანაგუნდელმა ფაბიო კანავარომ აჯობა.
იმდროინდელი სპორტული პრესა აღიარებდა რომ იტალიის გამარჯვებაში ლომის წილი ანდრეა პირლომ შეიტანა - ჩემპიონის ტიტული მის მიერ სწორად განაწილებული პასების წყალობით მოიგო და ის, რომ მოედნის ცენტრში “სკუადრა აძურა” ბატონობდა, მისი დამსახურებაა.
სანაკრებო გოლები
რედაქტირება2013 წლის 17 ივნისის მდგომარეობით.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბრეშა
- სერია B: 1996-97
- მილანი
- სერია A (2): 2003-04, 2010-11
- იტალიის თასი: 2002-03
- იტალიის სუპერთასი: 2004
- უეფას ჩემპიონთა ლიგა (2): 2002-03, 2006-07
- უეფას სუპერთასი (2): 2003, 2007
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2007
- იუვენტუსი
- სერია A (4): 2011-12, 2012-13, 2013-14, 2014-15
- იტალიის სუპერთასი (2): 2012, 2013
- იტალიის თასი: 2014-15
სანაკრებო
რედაქტირება- უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: 2000
- ოლიმპიური თამაშები: 2004 ბრინჯაოს პრიზიორი
- მსოფლიოს ჩემპიონატი: 2006
- ევროპის ჩემპიონატი: 2012 (ვერცხლის პრიზიორი)
სამწვრთნელო
რედაქტირება- იუვენტუსი
- იტალიის თასი (1): 2020–21
ინდივიდუალური
რედაქტირება- უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 2000
- უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი: 2000
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გმირი (3): განის, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოთა ნაკრები
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგოლე პასების ლიდერი
- ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი: 2006 (მესამე ადგილი), 2007 (მეორე ადგილი), 2009 (მეცხრე ადგილი), 2012 (მეოთხე ადგილი)
- პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro World XI): 2006
- ოქროს ბურთი: 2006 (მეცხრე ადგილი), 2007 (მეხუთე ადგილი), 2012 (მეშვიდე ადგილი)
- 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩის გმირი: რუმინეთის წინააღმდეგ
- 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩის გმირი (3): ხორვატიის, ინგლისისა და გერმანიის წინააღმდეგ
- 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა ნაკრები
- უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012 (მეოთხე ადგილი)
- იუვენტუსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2011-12
- უეფას წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012
- სერია A-ს 2011-12 სეზონის საგოლე პასების ლიდერი
- სერია A-ს წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012
- სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველი: 2012
- სერია A-ს საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი: 2012
- სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012
პირლოზე ამბობენ
რედაქტირებაპაოლო მალდინი: პირლო სტანდარტულების შესრულების დიდოსტატია
კაკა: მილანში საუკეთესო მაინც პირლოა
ჯოვანი ტრაპატონი: დღევანდელ ფეხბურთს ნამდვილი ათი ნომერი მხოლოდ ერთი შემორჩა — ანდრეა პირლო
მაცონე: ანდრეა შესანიშნავად თამაშობდა ბურთის ართმევის დროს. სისწრაფემ და ფორვარდის აზროვნებამ გაუადვილა მეტოქის მოქმედების გამოცნობა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პირლო ჯარიმების შესრულების ნამდვილი ოსტატია
რობერტო ბაჯო: მინდორზე პირლო შეუდარებელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მეტოქის მოტყუება, დიდებული პასი, საჯარიმოების შესრულება და ლამაზი გოლების გატანა. ის ნამდვილად შეუცვლელია როგორც მილანის ასევე იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის. პირლო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მე კი ყველაზე მეტად მისი მოედნის ჩინებული ხედვა მომწონს, ამაში ცოტა მეც მგავს.
ჟოზე მოურინიო: პირლო იდეალური ნახევარმცველია, დიდი ოსტატია და კარგი ხედვა აქვს. მისი სტილის ფეხბურთელისთვის „მილანი“ ზედგამოჭრილია. რომც ვუთხრა, ის ნამდვილად არ გაცვლის „მილანს“ სხვა გუნდზე.