მარკო ტარდელი
მარკო ტარდელი (იტალ. Marco Tardelli; დ. 24 სექტემბერი, 1954, კარეჯინე) — იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „პიზას“, „კომოს“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „სანქტ-გალენისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ორგზის მფლობელი, უეფა-ს თასის, თასების მფლობელთა თასის, უეფა-ს სუპერთასისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის, 1978 წლის არგენტინისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6][7][8][9]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1954 | ||
დაბადების ადგილი | კარეჯინე, იტალია | ||
სიმაღლე | 178 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1970–1972 | სან-მარტინო დი პიზა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1972–1974 | პიზა | 41 | (4) |
1974–1975 | კომო | 36 | (2) |
1975–1985 | იუვენტუსი | 259 | (35) |
1985–1987 | ინტერი | 43 | (2) |
1987–1988 | სანქტ-გალენი | 14 | (0) |
სულ | 393 | (43) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1986 | იტალია | 81 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1988–1990 | იტალია (16 წლ.) | ||
1990–1993 | იტალია (21 წლ.) | ||
1993–1995 | კომო | ||
1995–1996 | ჩეზენა | ||
1996–1997 | იტალია (თანაშემწე) | ||
1997 | იტალია (23 წლ.) | ||
1997–2000 | იტალია (21 წლ.) | ||
2000 | იტალიის ოლიმპიური ნაკრები | ||
2000–2001 | ინტერნაციონალე | ||
2002–2003 | ბარი | ||
2004 | ეგვიპტე | ||
2005 | არეცო | ||
2008–2013 | ირლანდია (თანაშემწე) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ნახევარმცველად. გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით, თავდადებული თამაშითა და შეუპოვარი ბრძოლისუნარიანობით. თავისი დამაჯერებელი მოქმედებებითა და სტაბილური თამაშით, ყოველთვის საიმედო პარტნიორობას უწევდა თანაგუნდელებს. ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტ და პრინციპულ მატჩებში.[10][11] თანაბრად ძლიერად მოქმედებდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.[12][13][14]
იტალიური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2015 წელს შეიყვანეს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში (იტალ. La „Hall of Fame“ del calcio italiano).
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებამარკო ტარდელი ჩრდილოეთ ტოსკანაში, აპუანის ალპების აღმოსავლეთით მდებარე ლუკას პროვინციის კომუნა კარეჯინეში (იტალ. Careggine) დაიბადა. მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს „სან-მარტინო დი პიზას“ მოკრძალებულ გუნდში დგამს. მისი პროფესიონალური კარიერა კი 1972 წლიდან, სერია C-ს მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პიზაში“ იწყება, რომლის შემადგენლობაშიც 41 შეხვედრაში თამაშობს და 4 ბურთი გააქვს. 1974 წელს სერია B-ს გუნდში — „კომოში“ ინაცვლებს, სადაც 36 მატჩში იღებს მონაწილეობას და ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მომდევნო სეზონიდან იტალიის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან კლუბს — ტურინის „იუვენტუსს“ უერთდება, სადაც ათი სეზონის განმავლობაში თამაშობს. ტურინელთა რიგებში, საერთო ჯამში სერია A-ს 259 მატჩში გამოდის მოედანზე და 35 გოლის გატანას ახერხებს. გუნდთან ერთად ეროვნული ჩემპიონატების, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ფარგლებში — თერთმეტი ტიტულის მფლობელი ხდება. ამის შემდეგ „ინტერში“ გადადის, სადაც სერია A-ს 43 შეხვედრაში მონაწილეობს (2 გოლი). საფეხბურთო კარიერას 1988 წელს შვეიცარიულ „სანქტ-გალენში“ ასრულებს.[15]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1976–1986 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 81 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[16]
სტატისტიკა
რედაქტირებაიტალია | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1976 | 8 | 0 |
1977 | 7 | 0 |
1978 | 13 | 1 |
1979 | 4 | 2 |
1980 | 12 | 1 |
1981 | 6 | 0 |
1982 | 13 | 2 |
1983 | 4 | 0 |
1984 | 7 | 0 |
1985 | 6 | 0 |
1986 | 1 | 0 |
ჯამში | 81 | 6 |
სანაკრებო მატჩები
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატებზე
რედაქტირებატარდელიმ მსოფლიო ჩემპიონატების 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.[19][20][21][22][23][24]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 14 | ნახევარმცველი | 6 | 0 | 4 | 1 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 14 | ნახევარმცველი | 7 | 2 | 4 | 3 | 0 | |
1986 | მექსიკა | 15 | ნახევარმცველი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- სერია A: 1976–77, 1977–78, 1980–81, 1981–82, 1983–84
- იტალიის თასი: 1978–79, 1982–83
- უეფა-ს თასი: 1976–77
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 1983–84
- უეფა-ს სუპერთასი: 1984
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1984–85
სანაკრებო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- უეფა-ს ოქროს საიუბილეო გამოკითხვა: №37
- ფიფა-ს ნაკრების წევრი: 1979[26]
- ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1980[27]
- ევროპის ნაკრების წევრი: 1982[28]
- იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი: 2015[29]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1981). ოქროს ქალღმერთიდან ფიფა-ს თასამდე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ციტირების თარიღი: 2018-12-16. დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. Rio Branco: CusiBoy Publishing. ISBN 0977-66880-0
- Falcão, Paulo Roberto (2016). Brasil 82 — O time que perdeu a copa e conquistou o mundo. Rio Branco: AGE.
- Moretti, Claudio (2013). 1001 storie e curiosità sulla grande Juventus che dovresti conoscere. Roma: Newton Compton.
- Moretti, Claudio (2014). I campioni che hanno fatto grande la Juventus. Roma: Newton Compton.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარკო ტარდელი“ ვიკისაწყობში.
- National Football Teams
- Calcio.com დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine.
- ForzaJuve.ru დაარქივებული 2017-02-04 საიტზე Wayback Machine.
- WorldFootball.net
- Juventus.Sportland24.ru
- Internet Movie Database
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Franco Morabito (8 აპრილი, 2016). Marco Tardelli: carattere ed idee chiare— Marco Tardelli è nato a Capanne di Careggine (Lucca) il 24 settembre 1954. Da giocatore, utilizzato inizialmente come terzino destro, ha debuttato nei campionati professionistici a diciotto anni, in serie C con il Pisa, dove si mise subito in luce. assoallenatori.it. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Brazil shine but Rossi strikes Spanish gold for Italy დაარქივებული 2018-07-11 საიტზე Wayback Machine. . Italy became world champions for the third time in 1982, their triumph on Spanish soil made memorable by the scoring feats of six-goal striker Paolo Rossi and an iconic celebration by Marco Tardelli. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ World Cup 1978 finals — Argentina, 1–25 June 1978 (Buenos Aires, Córdoba, Mar del Plata, Mendoza, Rosario). Decided at FIFA Congress in Tokyo 8 Oct 1964 and in London 6 July 1966. Entries deadline 31 Aug 1975. 106 teams entered, 97 seeded, 96 actually played. Qualifications drawn 19 Nov 1975 in Guatemala. Finals drawn 14 Jan 1978 in Buenos Aires. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ World Cup 1982 finals — Spain, 13 June – 11 July 1982 (Alicante, Bilbao, Barcelona, Elche, Gijón, La Coruña, Madrid, Oviedo, Sevilla, Valladolid, Valencia, Zaragoza). Decided at FIFA Congress in Tokio, 8 Oct 1964, confirmed at FIFA Congress in London, 6 July 1966. Entries deadline 31 Aug 1979. 109 teams entered, 105 actually played (4 for the first time). Qualifications drawn 14 Oct 1979 in Zürich. Finals drawn 16 Jan 1982 in Madrid. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ World Cup 1986 finals — Mexico, 31 May – 29 June 1986 (Guadalajara, Irapuato, Leon, Mexico City, Monterrey, Nezahualcoyotl, Puebla, Querretaro, Toluca). Decided at FIFA Congress in Stockholm 20 May 1983 (following the resignation of Columbia in October 1982). Entries deadline 31 Aug 1983. 121 teams entered, 113 played (9 for the first time). Qualifications drawn 7 Dec 1983 in Zürich. Finals drawn 15 Dec 1985 in Mexico City. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ World Cup 1986 finals: Coaches, assistants, reserve players — ITA: E. Bearzot, C. Maldini, A. Vicini, D. Zoff, B. Brighenti | Ancelotti, Nela, Rossi, Serena, Tancredi, Tardelli, Tricella, Zenga. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italy's World Cup squad 1978 — Number; Playing position; Full name; Date of birth; Current club; Previous World Cup: 1 GK Dino Zoff 28 Feb 1942 Juventus 1970,74 2 DF Mauro Bellugi 07 Feb 1950 Bologna 1974 3 DF Antonio Cabrini 08 Oct 1957 Juventus 4 DF Antonello Cuccureddu 04 Oct 1949 Juventus 5 DF Claudio Gentile 27 Sep 1953 Juventus 6 DF Aldo Maldera 14 Oct 1953 AC Milan 7 DF Lionello Manfredonia 27 Nov 1956 Lazio 8 DF Gaetano Scirea 25 May 1953 Juventus 9 MD Giancarlo Antognoni 01 Apr 1954 AC Fiorentina 10 MD Romeo Benetti 20 Oct 1945 Juventus 1974 11 MD Eraldo Pecci 12 Apr 1955 AC Torino 12 GK Paolo Conti 01 Apr 1950 AS Roma 13 MD Patrizio Sala 16 Jun 1955 AC Torino 14 MD Marco Tardelli 24 Sep 1954 Juventus 15 MD Renato Zaccarelli 18 Jan 1951 AC Torino 16 MD Franco Causio 01 Feb 1949 Juventus 1974 17 MD Claudio Sala 08 Sep 1947 AC Torino 18 FW Roberto Bettega 27 Dec 1950 Juventus 19 FW Francesco Graziani 12 Dec 1952 AC Torino 20 FW Paolino Pulici 27 Apr 1950 AC Torino 1974 21 FW Paolo Rossi 23 Sep 1956 Vicenza 22 GK Ivano Bordon 13 Apr 1951 Internazionale; Coach: Enzo Bearzot, 26 Sep 1927. planetworldcup.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italy's World Cup squad 1982 — Number; Playing position; Full name; Date of birth; Current club; Previous World Cup: 1 GK Dino Zoff 28 Feb 1942 Juventus 1970,74,78 2 DF Franco Baresi 08 May 1960 AC Milan 3 DF Giuseppe Bergomi 22 Dec 1963 Internazionale 4 DF Antonio Cabrini 08 Oct 1957 Juventus 1978 5 DF Fulvio Collovati 09 May 1957 AC Milan 6 DF Claudio Gentile 27 Sep 1953 Juventus 1978 7 DF Gaetano Scirea 25 May 1953 Juventus 1978 8 DF Pietro Vierchowod 06 Apr 1959 AC Fiorentina 9 MD Giancarlo Antognoni 01 Apr 1954 AC Fiorentina 1978 10 MD Giuseppe Dossena 02 May 1958 AC Torino 11 MD Giampiero Marini 25 Feb 1951 Internazionale 12 GK Ivano Bordon 13 Apr 1951 Internazionale 1978 13 MD Gabriele Oriali 25 Nov 1952 Internazionale 14 MD Marco Tardelli 24 Sep 1954 Juventus 1978 15 MD Franco Causio 01 Feb 1949 Udinese 1974,78 16 MD Bruno Conti 13 Mar 1955 AS Roma 17 FW Daniele Massaro 23 May 1961 AC Fiorentina 18 FW Alessandro Altobelli 28 Nov 1955 Internazionale 19 FW Francesco Graziani 12 Dec 1952 AC Fiorentina 1978 20 FW Paolo Rossi 23 Sep 1956 Juventus 1978 21 FW Franco Selvaggi 15 May 1953 Cagliari 22 GK Giovanni Galli 29 Apr 1958 AC Fiorentina; Coach: Enzo Bearzot, 26 Sep 1927. planetworldcup.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italy's World Cup squad 1986 — Number; Playing position; Full name; Date of birth; Current club; Previous World Cup: 1. GK Giovanni Galli, 29 Apr 1958, AC Fiorentina, 1982; 2. DF Giuseppe Bergomi, 22 Dec 1963, Internazionale, 1982; 3. DF Antonio Cabrini, 08 Oct 1957, Juventus, 1978, 1982; 4. DF Fulvio Collovati, 09 May 1957, Internazionale, 1982; 5. DF Sebastiano Nela, 13 Mar 1961, AS Roma; 6. DF Gaetano Scirea, 25 May 1953, Juventus, 1978, 1982; 7. DF Roberto Tricella, 18 Mar 1959, Hellas Verona; 8. DF Pietro Vierchowod, 06 Apr 1959, Sampdoria, 1982; 9. MD Carlo Ancelotti, 10 Jun 1959, AS Roma; 10. MD Salvatore Bagni, 25 Sep 1956, Napoli, 11; MD Giuseppe Baresi, 07 Feb 1958, Internazionale; 12. GK Franco Tancredi, 10 Jan 1955, AS Roma; 13. MD Fernando De Napoli, 15 Mar 1964, Avellino; 14. MD Antonio Di Gennaro, 05 Oct 1958, Hellas Verona; 15. MD Marco Tardelli, 24 Sep 1954, Internazionale, 1978, 1982; 16. MD Bruno Conti, 13 Mar 1955, AS Roma, 1982; 17. FW Gianluca Vialli, 09 Jul 1964, Sampdoria; 18. FW Alessandro Altobelli, 28 Nov 1955, Internazionale, 1982; 19. FW Giuseppe Galderisi, 22 Mar 1963, Hellas Verona; 20. FW Paolo Rossi, 23 Sep 1956, AC Milan, 1978, 1982; 21. FW Aldo Serena, 25 Jun 1960, Juventus; 22. GK Walter Zenga, 28 Apr 1960, Internazionale; Coach: Enzo Bearzot, 26 Sep 1927. planetworldcup.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ FIFA.com (15 მაისი, 2007). Tardelli: I was born with that scream დაარქივებული 2021-04-11 საიტზე Wayback Machine. . Probably like I said, I was born with the scream, it didn't just emerge at that moment. You live your life and have some good experiences and some bad ones. Then it all comes out at that moment. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Championat.com (8 ნოემბერი, 2011). Отморозки мирового футбола — Бешеный Пёс Марко Тарделли — Несмотря на то что Тарделли играл опорника и в основном был сосредоточен на том, чтобы не дать забить сопернику и самому разогнать атаку своей команды, Марко был настоящим мастером по забиванию решающих голов. Помимо финала чемпионата мира вспоминается его мяч в ворота «Атлетика» в финале Кубка УЕФА в 1977 году, который принёс «Ювентусу» первый европейский кубок в истории клуба. championat.com. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Sky Sports (31 მაისი, 2010). Italy's greatest midfielders — Marco Tardelli დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. — Tardelli operated as a first-class defensive midfielder for Italy. The battling player, who was famed for is tireless running, claimed World Cup glory in 1982 as the Azzurri saw off Germany. Overall, he featured on the world stage 13 times, scoring twice - one of those strike famously coming the final and followed by a marvellous celebration. skysports.com. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Tardelli Marco: uno Schizzo a centrocampo — Capanne, paesino abbarbicato sulle Apuane, provincia di Lucca. Marco ci nasce nel 1954, e ci cresce, come ha più volte raccontato, «in serena povertà». Infan ia modesta eppure felice, padre operaio all’Anas, lui ultimo di quattro fratelli, tutti maschi, tutti innamorati di calcio. Storie di Calcio. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Stefano Bedeschi (24 სექტემბერი, 2014). Gli eroi in bianconero: Marco Tardelli — Pionieri, capitani coraggiosi, protagonisti, meteore, delusioni; tutti i calciatori che hanno indossato la nostra gloriosa maglia. Tutto Juve.com. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ მარკო ტარდელი დაარქივებული 2017-09-12 საიტზე Wayback Machine. — ახლაც კი, ბევრი თვლის, რომ იტალიაში ჯერაც არ გამოჩენილა ფეხბურთელი, რომელიც იქნებოდა სრულფასოვანი შემცვლელი ტარდელისა. 17 ივლისი, 2011. forzajuve.ge დაარქივებული 2018-08-05 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Roberto Di Maggio (12 თებერვალი, 2005). Marco Tardelli — International Appearances. Caps: 81 (W42–D21–L18). Goals: 6. First Cap: 07/04/1976 vs. Portugal 3–1. Last Cap: 25/09/1985 vs. Norway 1–2. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italy 3–1 Portugal (07 April 1976). International Friendly. AFS. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Team America 0–4 Italy (23 May 1976). 1976 U.S.A. Bicentennial Cup Tournament. AFS. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ 1982 World Cup Final: Italy 3-1 Germany FR დაარქივებული 2020-03-31 საიტზე Wayback Machine. . All the highlights from the famous Final at the 1982 FIFA World Cup Spain™, including some of the most memorable images in World Cup history. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 (სტატისტიკა) დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Player Profile for Marco Tardelli in the Soccer World Cups. Marco Tardelli in the World Cups. Information about Marco Tardelli and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italy in the World Cups: General Stats. Information about Italy National Team and its appearances in the FIFA Soccer World Cup with stats of games, goals, top scorers, world cups played and won, best and worst performances and much more data. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
- ↑ Italia 1982// იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019. წყარო: Solofutbol.cl. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Marcelo Leme de Arruda (20 ოქტომბერი, 2015). FIFA XI´s Matches — Full Info — FIFA XI 2–1 Argentina — Buenos Aires, 25/06/1979 (1st Anniversary of Argentina´s First World Cup) Monumental de Nuñes — Ref.: Abraham Klein (Israel) Att.: 82.000. FIFA XI: Leão, (Koncilia), Kaltz, Cabrini, (Toninho), Tardelli, Pezzey, Krol, Platini, (Zico), Asensi, Causio, Rossi, Boniek, Coach: Enzo Bearzot. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ UEFA.com (28 მარტი, 2016). EURO 1980 team of the tournament — GK: Dino Zoff (Italy), DF: Claudio Gentile (Italy), DF: Gaetano Scirea (Italy), DF: Karlheinz Förster (West Germany), DF: Hans-Peter Briegel (West Germany), MF: Marco Tardelli (Italy), MF: Jan Ceulemans (Belgium), MF: Bernd Schuster (West Germany), MF: Hansi Müller (West Germany), FW: Karl-Heinz Rummenigge (West Germany), FW: Horst Hrubesch (West Germany). UEFA. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ Marcelo Leme de Arruda (20 ოქტომბერი, 2015). FIFA XI´s Matches — Full Info — FIFA XI 2–3 Europe Team — New York, 07/08/1982 (FIFA Charity Match for UNICEF) Giants Stadium — Ref.: David Socha (USA) Att.: 76.900. European Team: Zoff (Schumacher), Krol, Tardelli, Pezzey, Beckenbauer (Platini) - Stojkovic, Humberto Coelho, Antognioni, Boniek (Neeskens) - Rossi, Blokhin (Keegan). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.
- ↑ La Gazzetta dello Sport (27 ოქტომბერი, 2015). Hall of fame, 10 new entry: con Vialli e Mancini anche Facchetti e Ronaldo — Dieci stelle da ricordare per sempre. La "Hall of fame del calcio italiano", il riconoscimento istituito nel 2011 dalla FIGC e dalla Fondazione Museo del Calcio, si arricchisce di altri storici protagonisti, alcuni ancora in attività: sono Gianluca Vialli (categoria giocatore italiano), Ronaldo (giocatore straniero), Roberto Mancini (allenatore italiano), Corrado Ferlaino (dirigente italiano), Roberto Rosetti (arbitro italiano), Marco Tardelli (veterano Italiano), Patrizia Panico (calciatrice italiana), Giacinto Facchetti, Helenio Herrera e Umberto Agnelli (premi alla memoria). Tra i giurati anche il direttore della Gazzetta dello Sport, Andrea Monti. gazzetta.it. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2018.