მარ-დელ-პლატა — ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ბუენოს-აირესიდან 400 კმ-ით სამხრეთით. ქალაქი არგენტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზის სარეწაო პორტი და უდიდესი საზღვაო კურორტია. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 614,350 ადამიანს, ამ მონაცემებით, ქვეყნის სიდიდით მე-7 ქალაქია.

ქალაქი
მარ-დელ-პლატა
Mar del Plata
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ბუენოს-აირესი
კოორდინატები 38°00′00″ ს. გ. 57°33′00″ დ. გ. / 38.00000° ს. გ. 57.55000° დ. გ. / -38.00000; -57.55000
დაარსდა 10 თებერვალი, 1874
ფართობი 79.48 კმ²
ცენტრის სიმაღლე 38
მოსახლეობა 614,350 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6,816 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 223
საფოსტო ინდექსი B7600
ოფიციალური საიტი mardelplata.gob.ar/Index00.asp
მარ-დელ-პლატა — არგენტინა
მარ-დელ-პლატა

ესპანელთა მოსვლამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო გუნუნა-კენას ხალხით, რომელიც მაპუჩეს ხალხის მძლავრ გავლენას განიცდიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მარ-დელ-პლატა არგენტინის სანაპირო რეკრეაციულ ზოლში მდებარეობს, ქალაქის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას ტურიზმი წარმოადგენს. 2006 წელს მას 7 მლნ ტურისტი ეწვია. შესაბამისად, აქ მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა თავის არაერთი სასტუმროთი, რესტორნით, სამორინეთი და სხვა ტურისტული ატრაქციით. გარდა ამისა, მარ-დელ-პლატა არგენტინის მნიშვნელოვანი სპორტული ცენტრია. აქ მდებარეობს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ფიფას 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის არგენტინაში მიმდინარეობისას გაიხსნა. აქვეა ასევე 5 გოლფის მოედანი.

ქალაქის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება