ფაბიო კანავარო

იტალიელი ფეხბურთელი

ფაბიო კანავარო (იტალ. Fabio Cannavaro; 13 სექტემბერი, 1973) — იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. კანავარო სკუადრა აძურას კაპიტნობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თასის პირველად აწევის პრივილეგიაც სწორედ მას ერგო. კარიერის განმავლობაში თამაშობდა პარმაში, ინტერში, იუვენტუსსა და რეალში. მან მოახერხა, ოქროს ბურთი მიეღო მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით ცენტრალური მცველია.[1]

ფაბიო კანავარო
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
13 სექტემბერი, 1973
დაბადების
ადგილი
ნეაპოლი, იტალია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1988–1992 ნაპოლი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1995 ნაპოლი 58 (1)
1995-2002 პარმა 212 (5)
2002-2004 ინტერი 50 (2)
2004-2006 იუვენტუსი 74 (6)
2006-2009 რეალ მადრიდი 94 (0)
2009-2010 იუვენტუსი 27 (0)
2010-2011 ალ-აჰილი 16 (2)
სულ 531 (16)
ეროვნული ნაკრები
1997-2010 იტალია 136 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად.[2]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ბავშვობის წლები

რედაქტირება

ფაბიო კანავარო ნაპოლიში დაიბადა. დედა დამლაგებლად მუშაობდა. მამა კი ბანკის კლერკი იყო. ახალგაზრდობაში ისიც ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა სამოყვარულო დონეზე. კანავარომ კარიერა ადგილობრივ ბავშვთა სკოლაში დაიწყო. ნაპოლიში იმ დროს დიეგო მარადონა და ჩირო ფერარა ბრწყინავდნენ. პატარა ფაბიო სწრაფად პროგრესირებდა, იმდენი მოახერხა, რომ დიდებში მალევე გადაიყავნეს და ამ ვარსკვლავბის გვერდითაც ითამაშა.

კანავაროს დებიუტი სერია ა-ში 1993 წელს შედგა. მაშინ იუვენტუსს დაუპირისპირდნენ. მარადონას წასვლის შემდეგ კლუბში კრიზისი დაიწყო და ფაბიო მალე პარმაში გაყიდეს.

პარმას მაისური კანავარომ 1995 წელს მოირგო. გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მალევე გახდა. იტალის ჩემპიონატში 29 შეხვედრა ჩატარა და ერთი გოლი გაიტანა. 1999 წელს იტალიისა და უეფას თასები მოიგო. პარმას შემადგენლობაში სტაბილურად კარგად ასპარეზობამ საშუალება მისცა ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. გარდა ამისა, მან პირადი ტიტულებიც მოიგო - სერია ა-ს საუკეთესო მცველი გახდა. საერთო ჯამში პარმაში 250 მატჩი ჩაატარა და 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. 2001 წელს კი ინტერში გადავიდა.

ფაბიო კანავარო მილანურ კლუბში 2002 წელს გამოჩნდა, მასში ინტერმა მცველის სანაცვლოდ რეკორდული თანხა 23 მილიონი ევრო გადაუხადა პარმას. კანავაროს გადასვლიდან პირველივე სეზონში ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, თუმცა უფრო წინ წასვლა ვეღარ შეძლო. სერია ა კი მეორე ადგილზე დაასრულა. მომდევნო სეზონი არც ისე პროდუქტიული გამოდგა, კანავარო დაშავდა და ბევრი მატჩის გამოტოვება მოიწია.

ინტერში გატარებული ორი სეზონის განმავლობაში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ტურინში გადაბარგდა.

იუვენტუსი

რედაქტირება

ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ფაბიო კანავარო იუვენტუსში გადვიდა. მაშინ ფაბიოსთან ერთად მეკარე ფავიოან კარინი მიაყოლეს. საერთო ჯამში ტურინულმა კლუბმა 10 მილიონი ევრო გადაუხადა ინტერს. იმ პერიოდში ”ბებერი ქალბატონის” ღირსებას უკვე იცავდნენ პარმაში მისი ყოფილი თანაგუნდელები ლილიან ტურამი და ჯანლუიჯი ბუფონი.

კანავაროს მისვლით იუვენტუსის დაცვა სრულიად დაკომპლექტდა და საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა. რაც შედეგებზეც აისახა. მაშინ ბუფონის წინ ჯანლუკა ძამბროტა, ნიკოლა ლეგროტალიე, ალესანდრო ბირინდელი, ჯორჯო კიელინი და ჯონათან ძებინა თამშობდნენ. ამ შემადგენლობამ ორი სკუდეტო მოიგო, თუმცა იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალის შემდეგ 2006 წელს ორივე ჩამოართვეს და სერია ბ-შიც დააქვეითეს. მაშინ კანავარომ უარი თქვა სერია ბ-ში თამაშზე. ”იუვენტუსიდან არ წავიდოდი მაშინაც კი თუ ის სერია აში დარჩებოდა, თუნდაც მისთვის ჩამოეკლოთ 30 ქულა, მაგრამ მე ვერ ვითამშებ ქვედა ლიგში”, - განაცდახდა კლუბიდან წასვლისას.

რეალში კანავარო ფაბიო კაპელოს გაჰყვა. საერთო ჯამში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა იუვენტუსში 100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ფაბიო კანავარი მადრიდის რეალში 2006 წელს გადავიდა და ზინედინ ზიდანის 5 ნომრიანი მასური მოირგო. იტალიელი მცველის შეძენა ესპანელებს 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

იმავე წლის დეკემბერში კანავარო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთიც მიიღო. ეს მოვლენა კიდევ ერთი ფაქტორის გამო იყო გამსაკუთრებული - ოქროს ბურთს ძირითადად შემტევი ფეხბურთელები იღებენ, მოედანზეც ისინი უფრო ჩანან, ეს უდიდესი ჯილდო არ მიუღიაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს ფრანკო ბარეზისა და პაოლო მალდინის, ფეხბურთელებს, რომლებმაც დაცვაში თამაში ხელოვნებად აქციეს, ფაბიო კანავარომ კი დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში შემტევი ფეხბურთელების უკან თამაშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავდასხმაში და ოქროს ბურთიც სრულიად დამსახურებულად მიიღო.

ის სეზონი ლა ლიგას მოგებით დაასრულა, ტიტული მოდევნო 2007-2008 წლების სეზონშიც დაიცვა და კვლავ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. 2009 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ კანავარო იუვენტუსს დაუბრუნდებოდა.

დაბრუნება იუვენტუსში

რედაქტირება

სამი წლის შემდეგ კანავარო სამშობლოში დაბრუნდა, 2009 წელს კვლავ ”ბებერი ქალბატონის” რიგებს შეუერთდა. სეზონის სტარტი საკმაოდ ძლიერად დაიწყო. დაცვაში მისი პარტნიორები ფაბიო გროსო, ნიკოლა ლეგროტალიე, ჯორჯო კიელინი და გრიგერა იყვნენ. ყველა ტურნირში წარმატებული პირველი ნახევრის მიუხედავად, ტურინულმა კლუბმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

იგივე განმეორდა მიმდინარე 2009-2010 წლების სეზონშიც. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში ჩარჩა, იტალიის ჩემპიონატში იმდენაც ცუდად ასპარეზობს, რომ ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის შანსი დაკარგეს.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იტალიის ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კანავარო პირველად ახალგაზრდულ ნაკრებში გამოჩნდა. მაშინ აძურას ჩეზარე მალდინი წვრთნიდა. ფაბიო ნაკრების შემადგენლობაში იყო 1994 და 1996 წლებში, როდესაც იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპირ თამაშებში, რომელიც ატლანტაში გაიმართა.

ძირითად ნაკრებში ფაბიო კანავაროს დებიუტი 1997 წლის 22 იანვარს შედგა, მაშინ ”სკუადრა აძურა” ამხანაგურ მატჩს მართავდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კანავარო კარიერაში პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. საფრანგეთში გამართულ ამ მუნდიალზე ფაბიო ნაკრების კაპიტან პაოლო მალდინის რეკომენდაციით წაიყვანეს, ახალგაზრდა მცველს მუშაობა კვლავ პაოლოს მამასთან, ჩეზარე მალდინისთან მოუწია, რომელიც ამჯერად ეროვნული ნაკრებს წვრთნიდა.

იტალიის ნაკრები ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, მას შემდეგ რაც მომავალ ჩემპიონთან, მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, ანგარიში არც დამატებით დროში გახსნილა, პენალტები კი უკეთ ფრანგებმა შეასრულეს.

ევრო 2000 წარმატებული გამოდგა პირადად ფაბიო კანავაროსთვის, სწორედ მაშინ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ფეხბურთს ახალი უძლიერესი მცველი შეემატა. იტალიის ნაკრებმა ფინალში გააღწია, რაც უპირველესაც მცველების დამსახურებაა, ბუფონის წინ შესანიშნავად მოქმედებდა ნესტამალდინი – კანავაროს ტრიო.

ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა, მთელი მატჩი იტალია 1:0 უგებდა საფრანგეთს, თუმცა მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე სილვიან ვილტორდმა ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი დავიდ ტრეზეგემ ”ოქროს გოლი” გაიტანა და ფრანგებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

სამაგიეროდ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიამ სრული კრახი განიცადა, რაშიც მსაჯებსაც მიუძღვით წვლილი, მერვედფინალიდან კორეასთან დაამარცხდა და ტურნირი დატოვა, კანავარო დაცვის ცენტრში თამაშობდა, მას შემდეგ რაც ალესანდრო ნესტა ხორვატებთან დაშავდა.

ამ ჩემპიონატის შემდეგ პაოლო მალდინი ნაკრებიდან წავიდა და კაპიტნის სამკლაური ფაბიო კანავაროს გადააბარა. კანავარომ აძურას მაისურით პირველი გოლი 2004 წლის 30 მაისს ტუნისის ნაკრების კარში გაიტანა.

პორტუგალიაში გამართულ ევრო 2004-ზე იტალიას სრული იმედგაცრუება ელოდა. ჯგუფში დანიასთან და შვედებთან ფრდ ითამაშა, მართალია, ბულგარელებს 2:1 მოუგეს თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის.

გერმანია 2006

რედაქტირება

კაპიტანი კანავაროსთვის ტრიუმფალური გამოდგა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და საერთოდ ის წელი. ფაბიომ შეუცვლელად ითამაშა (690 წუთი) მთელი ტურნირი და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. არ მიუღია არც ერთი ყვითელი ბარათი. განსაკუთრებით დიდი სამუშაო მას შემდეგ დააწვა, რაც დაცვის ცენტრში მისი მეწყვილე ალესანდრო ნესტა დაშავდა. შთამბეჭდავი გამოდგა მასპინძელ გერმანიასთან ნახევარფინალური დაპირისპირება. მაშინ აძურამ 2:0 მოიგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში ფრანგებს დაუპირისპირდნენ, ეს ფინალი საკმადო სკანდალური გამოდგა, წინასწრ ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ზინედინ ზიდანი კარიერას ასრულებდა და მისი ბოლო მატჩი იქნებოდა. ფრანგი ბრწყინვალედ თამაშობდა და ჯერ იყო და მატერაცის პენალტი გამოსყტუა, მერე გაუტანა ბუფონის, შემდეგ კი ამავე მატერაცის თავი დაარტყა და ძირს დასცა. მსაჯმაც მოედნიდან გააძევა. იტალიამ ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი თერთმეტმეტრიანები უკეთ აპენინელებმა შეარულეს და კანავაროსაც მსოფლიო ჩემპიონის თასის აღმართვა მოუწია.

ფაბიო კანავარო 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მასთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ სხვა იტალიელებიც ჯანლუიჯი ბუფონი, ჯენარო გატუზო,ანდრეა პირლო, ლუკა ტონი და ჯანლუკა ძამბროტა. ფაბიო კანავარო მუნდიალის მეორე საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა ზინედინ ზიდანის შემდეგ.

ფაბიო კანავარომ ტრავმა ევრო 2008-ის დაწყებამდე ვარჯიშისას მიიღო, ექიმების დიაგნოზი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო. ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ტურნირზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა და იტალიაში ბრუნდებოდა. მის ნაცვლად რობერტო დონადონიმ ფიორენტინას მცველი ალესანდრო გამბერინი გამოიძახა. ნაკრები კი მოედანზე ბუფონიმ გაიყვანა. კანავარომ ჩემპიონატი გამოტოვა და დაკარგა შესაძლებლობა მესამე ევრო ტურნირში მიეღო მონაწილეობა. ამასთან ერთად შეცვალა გადაწყვეტილება და კარიერის დასრულება ნაცვლად ევრო 2008-ისა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა.

რეკორდები

რედაქტირება

ფაბიო კანავარო ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით პაოლო მალდინის რეკორდის თანამფლობელი 2009 წელს გახდა. მაშინ კონფედერაციის თასზე ბრაზილიის წინააღმდეგ 126-ედ მოირგო აძურას მაისური. რეკორდი კი მოგვიანებით 2009 წლის 12 აგვისტოს გააუმჯობესა, მას შემდეგ რაც შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ფაბიოს ცოლად ჰყავს დანიელა კანავარო, წყვილს სამი შვილი კრისტიანი, მარტინა და დანიელა შეეძინათ. კანავაროს უმცროსი ძმა პაოლოც პროფესიონალი ფეხბურთელია და ამჟამად ნაპოლის ღირსებას იცავს. პარმაში ძმები ერთადაც თამაშობდნენ 2000 – 2002 წლებში.

ფაბიომ მის ყოფილ თანაგუნდელ ჩირო ფერარასთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც კიბოთი დაავადებულებს ეხმარება, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ადგილობრივ ნეაპოლელ ავადმყოფებს აქცევს.

ტიტულები

რედაქტირება

პარმა იტალიის თასი: 1999, 2002

იტალიის სუპერთასი: 1999

უეფას თასი: 1999

რეალი ესპანეთის ჩემპიონატი: 2007, 2008

ესპანეთის სუპერთასი: 2008

სანაკრებო

რედაქტირება

ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის: 1994, 1996

მსოფლიო ჩემპიონი: 2006

ინდივიდუალური

რედაქტირება

შედის ევრო 2000-ის სიმბოლურ ნაკრებში

ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი: 2006

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის ბურთის მფოლობელი: 2006

შედის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში: 2006

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი: 2006

წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი: 2006

სერია ა-ს საუკეთესო მცველი: 2005, 2006

შედის უეფას წლის გუნდში: 2006

ფიფპრო მსოფლიო XI: 2006, 2007

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Почему «Золотой мяч» не для защитников: Каннаваро и еще 3 уникума в футболе
  2. Italy's greatest defenders — Fabio Cannavaro. The incredibly gifted centre-back Cannavaro captained his nation to World Cup glory in 2006 following some inspirational displays at the heart of Italy's defence. Indeed, in the same year he was named World Player of the Year. He is the country's most capped player of all time. 31/05/2010. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2019.